დედაქალაქის დაბინძურებული ჰაერი მრავალი დაავადების გამომწვევია
ეკონომიკა

დედაქალაქის დაბინძურებული ჰაერი მრავალი დაავადების გამომწვევია

დედაქალაქის დაბინძურებული ჰაერი მრავალი დაავადების გამომწვევია
ბექა დანელია

2016-12-30 20:00:37

თბილისში ჰაერის დაბინძურების იმდენად მაღალი მაჩვენებელია, რომ საზოგადოების ყველა ფენა შეშფოთებულია. ინფორმაცია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შესახებ ხშირად ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით. პარალელურად გარემოს ეროვნული სააგენტო, თბილისის ჰაერის მონიტორინგის ყოველდღიურ შედეგებს აქვეყნებს.

ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგურები, რომლებიც იაპონიის მთავრობის ფინანსური დახმარებით თბილისში დამონტაჟდა, 24-საათიანი დაკვირვების რეჟიმში მუშაობს.

საზოგადოებას, ასევე აქვს შესაძლებლობა მონიტორინგის შედეგებს სხვადასხვა დამაბინძურებლების ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობაში გაეცნოს. გარემოს ეროვნული სააგენტო შედეგებს როგორც არსებული რეგულაციების, ასევე ევროსტანდარტების შესაბამისობის მიხედვით აქვეყნებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ჰაერის დაბინძურების ეფექტები იყოფა ორ ნაწილად: ეს არის მოკლევადიანი მოქმედების შედეგად გამოწვეული ეფექტები და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოქმედი ეფექტები. ხანმოკლე ეფექტის შემთხვევაში ადამიანს უჭირს სუნთქვა, აქვს ხველა, სურდო, იმატებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, რესპირატორული დაავადებები. ხანგრძლივი მოქმედების შედეგად პროცესი ქრონიკული ხასიათისაა და ხდება რესპირატორული დაავადებებით მიმართვა ჯანდაცვის დაწესებულებებში. ხშირია ფილტვებში ფიზიოლოგიური ფუნქციის მოშლა და განსაკუთრებით, რაც ყველაზე სავალალოა, ორსული ქალბატონების შემთხვევაში ბავშვის მუცლად ყოფნის დროს, ნაყოფის ზრდის შეზღუდვა.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისე თბილისში, რამდენიმე მიზეზი იწვევს. ეს არის სამრეწველო სექტორი, ენერგოსექტორი, ავტოტრანსპორტი, ასევე ქალაქდაგეგმარების პრინციპების დარღვევა და გამწვანებული ტერიტორიების ნაკლებობა, განსაკუთრებით - თბილისში.

„ჩვენ სტაციონარული დამაბინძურებელი საწარმოები არა გვაქვს, რომლებიც მასობრივად აბინძურებენ ჰაერს გამონაბოლქვებით, ჰაერის დაბინძურების წილი ავტოტრანსპორტზე მოდის. ამ შემთხვევაში ჰაერში ხვდება ისეთი ტოქსიური ნივთიერებები, როგორიც არის აზოტის, გოგირდის მყარი ნაწილაკები, ნახშირჟანგი, აზოტის ჟანგეულები, მანგანუმის ორჟანგი და ა.შ. ჩამოთვლილი ნივთიერებები ერთდროულად მოქმედებენ ადამიანზე. შესაბამისად, ამაზე დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობაც, თუ რა დროის განმავლობაში, რა ხანგრძლივობით, რა კონცენტრაციით მოქმედებს ეს ნივთიერებები ჯანმრთელობაზე“, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი ნანა გაბრიაძე.

ჯერჯერობით მთავრობა დედაქალაქში არსებულ უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობასთან ბრძოლას ავტომობილებზე და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდით იწყებს. სავარაუდო შედეგები დაახლოებით 1 წლის თავზე იქნება ცნობილი.

მანამდე კი დადგენილია ყველაზე დაბინძურებული ადგილები: თბილისში - მეტროსადგურ ისანთან, მელიქიშვილის ქუჩაზე, პირველ სკოლასთან, მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთაველის გამზირზე; ქუთაისში - პარლამენტის შენობასთან, ზესტაფონში - აღმაშენებლის ქუჩაზე, გორში - „ლუკოილის“ გაზგასამართ სადგურთან.

 

ნანახია - 800

kostaia

2016-12-30 20:24:01

მაქვს წინადადება---ჰაერი დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყოთ მთავრობიდან, ავტომანქანებიდან გადავსვათ ვირებზე, ესლი შტო, იქვე შევაბრუნებთ უკუღმა....

sxivi

2016-12-31 03:10:04

დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს 2010 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტი ქვეყანაში. არ არის აუცილებელი, ყველა მანქანის მფლობელი იყოს და აბინძურებდეს ჰაერს.

Maverick

2016-12-31 05:42:10

sxivi,
თქვენი პოსტი არარეალურია.
კატალიზატორ გამოშიგნული ავტომანქანების მფლობელებს მოეთხოვოს კატალიზატორში ფილტრების დაყენება, ამით საქმეს უფრო ეშველება.

Maverick

2016-12-31 05:44:07

კოსტაია, მერე უკუღმა შებრუნებული მთავრობა წაღმა როგორ ივლის?

kostaia

2016-12-31 09:18:09

Maverick, ერთი ძველი სიმღერის კანცოვკაა--- ვარდის ნაცვლად ყ.. დავთესე, ნამყენი ყ.. ამოვიდაო.... ჩვენი საქმეც ეგრეა, ვარდი ვთესეთ, მაინც ყ.. ამოდის. გადავსვათ ვირებზე და პირველივე მიქარვაზე გამოვუწეროთ სმერტ ჩერეზ ბუბუკი.... აბა ესენი საქვეყნო საქმის წაღმა კეთებას ნაღდად არ ისწავლიან და თუ იციან, არ გააკეთებენ....

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80