„უწმინდესისთვის უმჯობესია დაკვირვების ქვეშ იყოს გერმანიაში, თუმცა უწმინდესი არ თანხმდება“
საზოგადოება

„უწმინდესისთვის უმჯობესია დაკვირვების ქვეშ იყოს გერმანიაში, თუმცა უწმინდესი არ თანხმდება“

„უწმინდესისთვის უმჯობესია დაკვირვების ქვეშ იყოს გერმანიაში, თუმცა უწმინდესი არ თანხმდება“
თამთა ქარჩავა

2016-12-30 14:00:53

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ილია მეორის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა საბედნიეროდ უმჯობესდება, თუმცა როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, ყველა რისკი მოხსნილი არ არის. მისივე თქმით, გამომდინარე ასაკიდან და თანმდევი დაავადებებიდან, მაინც უკიდურესად საყურადღებოა პატრიარქის მდგომარეობა და შესაბამისად, ექიმების მეთვალყურების ქვეშ რჩება. for.ge-სთან საუბრისას პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ აღნიშნა, რომ ექიმები პატრიარქს გერმანიაში გადაყვანას ურჩევენ, თუმცა უწმინდესი არ თანხმდება. მისი სურვილია, რომ ქართველი ექიმების დაკვირვების ქვეშ იყოს.

როგორია მისი უწმინდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გახდება თუ არა საჭირო ოპერაციული ჩარევა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ცისანა შარტავას ესაუბრა.

როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარება?

ცისანა შარტავა: უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იცით, რომ 24 დეკემბერს დაიწყო დაავადება, დღეს დინამიკა გაცილებით დადებითია. თვითონ სუბიექტურად ძალიან კარგად გრძნობს თავს, მაგრამ გარკვეული მონაცემები არის ისეთი, რატომაც ექიმები სიფრთხილეს იჩენენ. დაკვირვების ქვეშ არის.

შეგიძლიათ გვითხრათ რა დაავადება აწუხებს მის უწმინდესობას?

- უწმინდეს ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება აქვს. ინფექციის დროს ნაღვლის ბუშტის ანთება დაიწყო, რაც სახიფათოა. ეს უნდა ჩავაქროთ, რომ საოპერაციო არ გახდეს. მაგრამ თუ ანთებითი პროცესი არ ჩაქრა, შეიძლება დადგეს ოპერაციული ჩარევის საკითხი. ამიტომ ექიმები ფრთხილობენ. ექიმების კონსილიუმი ჩატარდა და გამოითქვა მოსაზრება, რომ უწმინდესი გერმანიაში გადაეყვანათ, სადაც სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იქნებოდა.

უწმინდესისთვის უმჯობესია დაკვირვების ქვეშ იყოს გერმანიაში, თუმცა უწმინდესი არ თანხმდება. სავარაუდო გართულებები ყოველთვის არის, როდესაც რაიმე ინფექციაა, შესაძლოა გამოჩნდეს ასეთი პრობლემა, რომელსაც დროზე უნდა მოვუაროთ. თუ გაგრძელდა და სხვა სახე მიიღო, ოპერაციული ჩარევა შეიძლება გახდეს საჭირო. ამაზეა მუდმივად საუბარი და მსჯელობა.

საფრთხე, რომ შესაძლოა ქირურგული ჩარევა დასჭირდეს, ბოლომდე მოხსნილი არ არის?

- ქირურგიული ჩარევა არის მკურნალობის ერთ-ერთი გზა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით იმდენად გაუმჯობესებულია მდგომარეობა, რომ შეიძლეაბა არ გახდეს საჭირო ქირურგიული ჩარევა, მაგრამ ეს საკითხი მოხსნილი არ არის დღის წესრიგიდან. მიდის პრევენცია იმისათვის, რომ არ გახდეს საჭირო ოპერაციული ჩარევა. როგორც გითხარით, შეთავაზება იყო მის უწმნიდესზე, რომ დაკვირვება გაგრძელდეს უცხოეთში და კერძოდ გერმანიაში, მაგრამ მისმა უწმინდესობამ უარი განაცხადა. ქართველი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება, მკურნალობა გრძელდება და მდგომარეობა უმჯობედება. ეს არის ბოლო ინფორმაცია, რაც შემიძლია მოგაწოდოთ.

რატომ თქვა უარი პატრიარქმა გერმანიაში მკურნალობის გაგრძელებაზე, რატომ არჩია საქართველოში დარჩენა?

- მისი სურვილია, რომ ქართველი ექიმების დაკვირვების ქვეშ იყოს. ეს მისი გადაწყვეტილება.

ანთებითი პროცესი ისევ მაღლი ტემპერეტურის ფონზე მიმდინარეობს?

- არა, უკვე მესამე დღეა ტემპერატურული რეაქცია აღარ არის. თუმცა, მარტო ტემპერატურა არ განსაზღვრავს უკეთესობას. სხვა მონაცემებიც ასევე უმჯობესდება.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ილია მეორის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა საბედნიეროდ უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არ არის. შეგიძლია გვითხარ, რას ნიშნავს ყველა რისკი მოხსნილი არ არის?

- ლაპარაკია კენჭოვანი დაავადების ოპერაციული მეთოდით მკურალობის შესაძლო ვარიანტზე. სადღეისოდ დინამიკა დადებითისკენ მიდის, მაგრამ საჭიროებს მუდმივ დაკვირვებას, რომ მკურნალობა წავიდეს შედეგიანად და ოპერაციის საჭიროება მოიხსნას.

ჯანდაცვის მინისტრი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება მისი უწმინდესობის მდგომარებას, ყოველდღე და დღეში რამოდენჯერმე ისმენს ჩვენგან ინფორმაციას. ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად მიდის. თუ ასე გაგრძელდა პროცესი, 2-3 დღეში უკვე უფრო დაზუსტებით გეტყვით მისი უწმინდესობის მდგომარეობის შესახებ.

გუშინ უფრო იყო ოპერაციულ ჩარევაზე ლაპარაკი, მაგრამ დღეს ოპერაციის აუცილებლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ყოველდღე უმჯობესდება მდგომარეობა, ვნახოთ როგორ იქნება ხვალ და მასზეგ, ორი დღის მერე უფრო გამოიკვეთება მდგომარეობა.

თავად მისი უწმინდესობა რას ამბობს?

- ილია მეორე ამბობს, რომ კარგად ვარ, მკურნალობა აღარ მჭირდებაო. მისი ნათქვამს დიდი ძალა აქვს, ყველაფერი კარგად იქნება. 

ნანახია - 2557

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80