რეზოლუცია მიღებულია, მარშანია კი ინტერესდება - „რა არის მიზანი - ნატო-ში შესვლა თუ სოხუმში შესვლა?!“
პოლიტიკა

რეზოლუცია მიღებულია, მარშანია კი ინტერესდება - „რა არის მიზანი - ნატო-ში შესვლა თუ სოხუმში შესვლა?!“

რეზოლუცია მიღებულია, მარშანია კი ინტერესდება - „რა არის მიზანი - ნატო-ში შესვლა თუ სოხუმში შესვლა?!“
თეონა მანაგაძე

2016-12-30 09:30:46

პარლამენტმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტები კიდევ ერთხელ განსაზღვრა და რეზოლუციად აქცია, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა, „პატრიოტთა ალიანსმა“ კი თავი შეიკავა.

საკანონმდებლო ორგანოში, რეზოლუციის პროექტზე მსჯელობა რამდენიმე საათის განმავლობაში, ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა, რომლის შემდეგაც, დოკუმენტს მხარი 91 კანონმდებელმა არც ერთის წინააღმდეგ დაუჭირა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა რეზოლუციის მიღებას მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს და for.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ დოკუმენტის მიღების ერთადერთი მიზანია, პარლამენტმა ახალი შემადგელობით საგარეო კურსთან მიმართებაში საკუთარი პოზიციის დეკლარირება კიდევ ერთხელ გააკეთოს.

„ეს რეზოლუცია მხოლოდ განაცხადი არ არის და ის ქმედითი ინსტრუმენტია. რაც დოკუმენტშია ასახული, მას ვახორციელებთ და ამ პროცესს გავაგრძელებთ. რეზოლუციით იმ კურსის დეკლარირება ხდება, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერდა და ეს ის კურსია, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ხაზს მთავარ მიმართულებებს ვუსვამთ, რაც არის დეოკუპაცია და ქვეყნის სუვერინიტეტი. ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება, რაც უკვე დაწყებულია და გრძელდება“, - დასძენს ქაცარავა.

უმრავლესობის მსგავსად, რეზოლუციის პროექტს მხარი უმცირესობამაც დაუჭირა. თუმცა, მანამდე მმართველმა გუნდმა „ნაციონალური მოძრაობის“ რეკომენდაციები გაითვალისწინა და დოკუმენტში ასახა.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგი წერეთელმა განუცხადა, აზრთა სხვაობის მიუხედავად, უმცირესობა იმ მიმართულებებს იზიარებს, რაზეც დოკუმენტშია ლაპარაკი. მათ შორის ევროინტეგრაციაზე, ამერიკასთან პარტნიორობაზე, სამეზობლო სწორ პოლიტიკაზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე.

წერეთელი ეჭვობს, რომ რეზოლუციის პროექტის მომზადება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული იმ განცხადების გადაფარვას ეხება, რომელიც სირიაში მიმდინარე პროცესებს ეხება.

„წლის ბოლოს, ამ საკითხის დაჩქარებულად განხილვა ეჭვებს აჩენს, მაგრამ დოკუმენტში იმგვარი ჩანაწერები არ არის, რისი მცდელობაც ადრე იყო, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ და ამერიკასა და რუსეთს შორის დისკუსიის საგანი საქართველო არ უნდა იყოს. არ ვეთანხმები იმას, რომ იმდენად ფრთხილი უნდა იყო, საერთოდ ხმა არ ამოიღო. რუსეთი არანაირ ვალდებულებას არ ასრულებს და საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აგრძელებს, რისი იგნორირებაც არასწორია“, - აცხადებს წერეთელი.

დეპუტატის თქმით, მთავარი საკითხი რუსეთთან ურთიერთობაა და რეზოლუციაში აღნიშნული ის ფორმულირება საკმარისი არ იყო, რომ ქვეყანას რუსეთთან რაციონალური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს.

„რუსეთთან პრინციპული პოლიტიკა უნდა გვქონდეს და ამაში ყველა ის თემა იგულისხმება, რის თაობაზეც რუსეთს ხისტად უნდა ვედაოთ. დეოკუპაცია ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს“, - დასძენს წერეთელი.

წერეთელისგან განსხვავებით, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია მიიჩნევს, რომ ოკუპანტ რუსეთთან დიალოგი უნდა გაიმართოს და საგარეო კურსთან მიმართებაში საკუთარი პოზიციები საპარლამენტო ტრიბუნიდან ემოციურ ფონზე გააჟღერა. დეპუტატი დაინტერესდა, უმრავლესობას რატომ ეშინია რუსეთთან ლაპარაკის დაწყების და იარლიყების.

„ხალხი გვითვლის და გვეხვეწება - წადით ხალხო რუსეთში, წადით ხალხო მოსკოვში, დაელაპარაკეთ ოკუპანტ რუსეთს - ამ ოკუპანტ რუსეთს! დიახ, ოკუპანტ რუსეთს! ამ თემაზე საუბრის და იარლიყების გვეშინია?! არაფრის არ მეშინია გარდა იმისა, რომ სანამ ცოცხალი ვარ, შეიძლება სოხუმში ვერ ჩავიდე - აი, მხოლოდ ამის მეშინია! პუტინი რუსეთის პრეზიდენტია - ჩვეულებრივი ადამიანი, გველეშაპი არ არის! შენი სამშობლოს ნაწილის დასაბრუნებლად პუტინთან კი არა, სად არ უნდა წახვიდე“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მარშანია ნატოში ინტეგრაციის პროცესსაც შეეხო და უმრავლესობას კითხვით მიმართა - „რა არის მიზანი - ნატო-ში შესვლა თუ სოხუმში შესვლა?!“.

„ჩვენი მთავარი ამოსავალი ქვეყნის გამთლიანება უნდა იყოს. რა არის ჩვენი მიზანი - ნატო-ში შესვლა თუ სოხუმში შესვლა? რად გვინდა, ეს ნატო?! ნატო რად გვინდა, ქვეყანა რომ გავამთლიანოთ თუ როგორღაც შევიდეთ და ჯანდაბას, მერე როდესმე გაერთიანდება ქვეყანა?! იმ რეგიონებიდან რა დარჩება? თქვენ იცით, აფხაზეთში რა უმძიმესი და ტრაგიკული პროცესი მიმდინარეობს? - მთელი მოსახლეობა შიდსით და ტუბერკულოზით არის დაავადებული. ხელოვნურად არის შეცვლილი დემოგრაფიული სურათი და იქედან, მალე პოლიტიკურ განცხადებებს მივიღებთ - გესმით, რას გეუბნებით?“, - მიმართა უმრავლესობას მარშანიამ.

რაც შეეხება რეზოლუციის შინაარს, for.ge დოკუმენტს უცვლელად გთავაზობთ:

1. საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებითა და ნდობის აღდგენით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდიაციით, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;

2. საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელების მიზნით საქართველო მომავალშიც განაგრძობს დემოკრატიის ხარისხის განმკიცებას, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებას. ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იქნება იმისკენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო წარმოჩინდეს როგორც სტაბილური და უსაფრთხო ქვეყანა და რეგიონის ლიდერი დემოკრატიული განვითარებისა და წარმატებული რეფორმების თვალსაზრისით;

3. საქართველოს უალტერნატივო პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის, და ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და ევროკავშირთან თანმიმდევრულ ინსტიტუციურ დაახლოებას. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება გააღრმავებს ორმხრივ და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას ევროპის ქვეყნებთან. საქართველო განაგრძობს სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ. ასოცირების შეთანხმება არ არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის საბოლოო მიზანი. ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე, საქართველო ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ;

4. საქართველოს უალტერნატივო პრიორიტეტია ნატოში გაწევრიანება. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მიზანმიმართულ მუშაობას, რათა პრაქტიკულად განხორციელდეს 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატოს წევრი“. უზრუნველყოფილი იქნება ნატოსთან ინტეგრაციის ფარგლებში არსებული ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტის (ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტი“) და ინსტიტუციური მექანიზმის გამოყენება. ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განხორციელების გზით, გაგრძელდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და ნატოსთან თავსებადობის ამაღლება;

5. საქართველოს ხელისუფლების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან, ურთიერთობების გაღრმავება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად;

6. საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების განვითარებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში;

7. საქართველო, როგორც თანამედროვე საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი და საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერი, სრულად გაიზიარებს მოვალეობებს იმ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას ცივილიზებული მსოფლიო. საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას, საერთაშორისო ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის, ჩვეულებრივი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის უკონტროლო გავრცელების პრევენციას;

8. საქართველო, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს საგარეო პოლიტიკური საფრთხეების მინიმიზაციას, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას;

9. ქმედითი და დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკით, საქართველო განაგრძობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კავშირების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას;

10. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქმედითი გამოყენება და ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების გაფართოება აღმოსავლეთის ქვეყნებთან;

11. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის განმტკიცება და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეული დაბრუნება და რეინტეგრაცია;

12. საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში. განსაკუთრებული ძალისხმევა იქნება მიმართული ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ აქტიური სტრატეგიული კომუნიკაციის წარმართვისკენ, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებაში ქვეყნის დასავლური კურსის მიმართ მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნებას.

ნანახია - 3340

leviko

2016-12-30 10:50:47

მე მგონი არც ნატოში შევალთ და არც სოხუმში. აი ამერიკას კიდევ უკვე შეეშინდა მაგრა რუსეთის სანქციებს სულ ადიდებს და ადიდებს და ბოლოს თავად მახეში გაებმევა. მაგრა შეაშინა რუსეთმა ხაკერებით. ესეც ჩვენი ძლიერი ამერიკა თავის თავისთვის ვერ მოუვლია და ეხლა საქართველოს დაეხმარება

georgekh13

2016-12-30 11:29:05

ჰო, მაგრად შეეშინდა ამერიკას რუსეთის... :)
აკანკალებთ...

თენგო

2016-12-30 14:39:27

ვის აინტერესებს დღეს აფხაზეთი ან ცხინვალი???!!!
პირიქით ,ეს პრობლემა მოეხსნათ ,ყველაზე ადვილია ,რასაც აკეთებენ ,გაებუტენ რუსეთს და
საერთოდ დაივიწყეს ,რომ აფხაზეთი არსებობს!!!

თენგო

2016-12-30 14:44:36

მთავარია ხომ მოხვდნენ პარლამენტში!!!
უფრო მთავარი კი ისაა ,რომ ემანდ რამე არ მოხდეს და ტრამპმა რუსეთის საწინააღმდეგო საგრანტო პროგრამები არ დახუროს-ო!!!

თენგო

2016-12-30 14:50:50

რამდენი სადარდებელი გაუჩნდათ "პოზიციასაც და ო-პოზიციასაც":
ევროკავშირი ძლიერ ავად გაგვიხდააააააა!!! რა ეშველება ევროინტეგრაციას???!!!
ან ე.წ. "ვიზალიბერალიზაციას???!!!

თენგო

2016-12-30 14:56:07

ბაბაიებო სამყარო ცვალებადია!!! ახალ "კრუგზე" წავედით!!! იმედი მაქვს მალე მეფიც-
ნაცვალიც შეიცვლება!!!
და საერთოდ "ლიბერასტებზე" ცუდი პროგნოზები ვრცელდება!!!

თენგო

2016-12-30 14:57:39

შეხედეთ ქ-ნ ლაგაზიძეს რა სწრაფად აუღო ამ ყველაფერს ალღო!!!

tngh

2016-12-30 15:24:38

ახალი სანქციები დაუწესეს რუსეთს... ალეპოს განთავისუფლებისა და სამშვიდობო შეთანხმებისათვის. შეშინებულ რუსებს წვეთი არაყი არ გადაუვათ ყელში ამ ახალ წელს.

მ ა რ ე

2016-12-30 15:37:26

МИД предложил Путину выслать 35 американских дипломатов
----------------------------------------------------------
МИД предложил президенту Владимиру Путину объявить персонами нон грата 31 сотрудника посольства США и четырех дипломатов из генконсульства Штатов в Санкт-Петербурге.
Лавров подчеркнул, что «выходки» США не должны остаться без ответа. По словам министра, предложение выдворить американцев было внесено МИД совместно с «коллегами из других ведомств».
Также министр заявил, что Путину предложили запретить дипломатам из США пользоваться дачей в Серебряном бору и складом на Дорожной улице. «Рассчитываем, что эти предложения будут рассмотрены в самом оперативном порядке», - отметил Лавров.

leviko

2016-12-30 16:25:18

გეოგრეკჰ13-სდიპლომატების გაძევება ნიშნავს ომის დაწყებას. ასე რომ მახეში გავებით. აი მერე ჩვენ ავკანკალდებით

მეგრელი

2016-12-30 17:08:45

რატომ არარის ისრაელი ნატოს წევრი ქვეყანა? რატომ არ ცდილობს ისრაელი შევიდეს ამ სამხედრო ბლოკში? რატომ არ თქხოვენ ნატოს წევრი ქვეყნები ისრაელს ნატოში გაწევრიანებას?

არის რამოდენიმე მიზეზი. თუმცა ჩვენში მუსირებს აზრი რომ ისრაელის ძირითადი პარტნიორია აშშ და მას ნატოს არ ჭირდება. ეს მოსაზრება პრაქტული ჭრილში არარის საიმედო. მაგალითად 1956 წლის სუეცის კრიზისის დროს აშშ მაშინდელმა პრეზიდენტმა ეიზენხაუერმა დაარწმუნა ისრაელის მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა გამოსულიყნენ სინაიდან და აშშ მაშინ მისცა პირობა ისრაილს , რომ ეგვიპტეს არასდროს მისცემდნენ უფლებას დაებლოკა ტირანის სრუტე ისრაელისთვის . (ისრაელის ერთადერთი პორტი წითელ ზღვაზე -ეილატი ). ეგვიპტის მიერ ამ სრუტის ბლოკადა ისრაელის გემებისთვის 1956 წლის ომის კატალიზატორი იყო. მაგრამ 10 წლის მერე როცა ეგვიპტემ ისევ დაბლოკა ეს სრუტე (1967 წ. ექსდღიანი ომის კატალიზატორი) და ისრაელის ჯარები შევიდნენ სინაიზე, აშშ არმც თუ შეასრულა თავისი პირობა და არ აიძულა ეგვიპტე არ დაებლოკა სრუტე , არამედ გეგმებს ამუშავებდა საზღვაო ქვეითების გადმოსხმაზე სინაიზე ეგვიპტის მხარეს. ეს არის ფაქტი.ასე რომ აშშ ქოლგის ქვეშ ისრაელის სახელმიფოს არსებობა არის მორიგი ბლეფი.ურთულეს პირობებში ებრაელმა ნაციამ თვითონ შექმნა ძლიერი წარმატებული ქვეყანა. ეს ერთი.
მეორე.ისრაელის ნატოში წევრობა არ აწყობს ნატოს. ისრაელს დღესაც იმყოფება ომის მდგომარეობაში რამოდენიმე არაბულ ქვეყანასთან და მისი გართულებული ურთიერთობა ირანთა. ნატოს წევრ ქვეყნებს არ უნდათ ისრაელის გულისთვის ეომონ არაბეს ან ირანს.
მესამე. არც ისრაელს აწყობს ნატოს წევრობა. თუ ისრაელი გახდა ნატოს წევრი მას არავინ მისცემს იმის უფლებას განახორციელოს რეიდერული თავდასხმები არაბულ სახელმწიფოებზე და ირანზე, რომელსაც ისრაელი პერიოდულად ახორციელებს.
მეოთხე.ნატო ისრაელს პრობლემებს ვერ გადაუწყვიტავს. იმიტომ რომ ნატომ ვერც ერთი პრობლემა ნორმალურად ვერ გადაწყვიტა და ამის მაგალითია ერაყი, ავღანეთი და თუმდაც ყოფილი იუგოსლავია.
მეხუთე. ისრაელს ეკონომიკურად არ აწყობს ნატოში გაწევრიანება. ეს ბოლოს მოუღთებს მის თანამედროვე სამხედრო მრეწველობას რომელიც ნატოს სტანდარტებს არ ჩამოუვარდება ხოლო რიგ შემთვევაში ჯობნის კიდეც.
თუმცა არსებობს 1996 წელს ამერიკელის სენატორ სამუელ ნანის მიერ შექმნილი სტატუსი Major Non-NATO Ally აშშ არაბლოკური მოკავშირე ქვეყანა, სადაც ისრაელის შედის (ავსტრალია , იაპონია, სამხრეთ კორეა , ეგვიპტე) მაგრამ ეს მაინც არარის სამხედრო ბლოკი.

მეგრელი

2016-12-30 17:25:02

არის ასეთი ე/ბრაული ანეგდოტი. როცა სამსახურიდან დათხოვნაზე გაიგო ერთმა ე/ბრაელმა მან განცხადება დაწერა ხელფასის მომატებაზე. ეს არის დღეს ნატო.

მ ა რ ე

2016-12-30 17:40:53


მეგრელი:
"ისრაელის ნატოში წევრობა არ აწყობს ნატოს. ისრაელი დღესაც იმყოფება ომის მდგომარეობაში რამოდენიმე არაბულ ქვეყანასთან და მისი გართულებული ურთიერთობა ირანთან... ნატოს წევრ ქვეყნებს არ უნდათ ისრაელის გულისთვის ეომონ არაბებს ან ირანს."
?!
საოცარია!.. არადა, გიჟდებიან, ისე უნდათ საქართველოს გულისთვის ეომონ რუსეთს! :)

მ ა რ ე

2016-12-30 18:09:38

Президент России Владимир Путин принял решение не высылать американских дипломатов в ответ на недружественные шаги администрации США.
«По сложившейся международной практике у российской стороны есть все основания для адекватного ответа. Оставляя за собой право на ответные меры, мы не будем опускаться до уровня "кухонной", безответственной дипломатии и дальнейшие шаги по восстановлению российско-американских отношений будем выстраивать исходя из политики, которую будет проводить администрация президента Дональда Трампа», - сообщает пресс-служба Кремля.
*
ძალიან კარგი!

papa

2016-12-30 18:25:31

იმ დღეს დომნამ თქვა თანაც 9-რიანში მოარტყა...

დღევანდელი ახალგაზრდობა აფხაზეთს ამერიკაში წასავლელ სამალიოტის ბილეთზე გაცვლისო ...............ეგრეა!!!!
მაგრამ ეს მარიაჟა ლიბერასტები კი, რომლებმაც იციან აფხაზეთი რაც არის, ესენი კიდევ აფხაზეთს ნატოში ცვლიან..
შშშშშშშშშათლახები!!!!
მოკლედ ამათ ისე ადარდებთ აფხაზეთი, როგორც მე ნიგერიის ამბები..

papa

2016-12-30 18:44:04

მარე


მეგრელი:
"ისრაელის ნატოში წევრობა არ აწყობს ნატოს. ისრაელი დღესაც იმყოფება ომის მდგომარეობაში რამოდენიმე არაბულ ქვეყანასთან და მისი გართულებული ურთიერთობა ირანთან... ნატოს წევრ ქვეყნებს არ უნდათ ისრაელის გულისთვის ეომონ არაბებს ან ირანს."


საოცარია!.. არადა, გიჟდებიან, ისე უნდათ საქართველოს გულისთვის ეომონ რუსეთს! :)

მარე

მაგ ელემენტარული კითხვის დასმა ხომ მაინც შეუძლიათ ამ ჩათლახ ლიბერასტებს??? მერე რატომ არ სვამენ მაგ კითხვას, იქნებ აზრზე მოვიდნენ??..

ისე კი ეტყობა სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი ირანზე სუსტია. ალბათ ამიტომაც არ ეშინია ამერიკას რუსეთის ჟანგიანი ტანკების. კაკრას იმიტომაცაა ჩვენს გამო ამ საწყალ რუსეთს ასე ძაან რომ რომ აშინებენ
პირდაპირ გული მიკვდება მაგათი ცოდვით, ჯანგიანი ტანკების იმედადღა რომ არიან....
რა ეშველებათ არ ვიცი..

აი ეგრე ფიქრობენ ეს მართლა დაქნეული ძალად ლიბერასტები
კუზიანს სამარე გააასწორებსო...მაგათ სხვა არაფერი აღარ გამოასწორებთ

tngh

2016-12-30 18:49:44

"დამფრთხალმა" რუსეთმა საპასუხო სანქციები არ დაუწესა აშშ-ს. საერთოდ დაიკიდა წარმავალი ადმინისტრაცია.

მ ა რ ე

2016-12-30 19:18:11

papa :)
ხშირად მახსენდება ქართული ანდაზა: დათვმა ცხრა სიმღერა იცოდა და ცხრავე - პანტაზეო.
*
tngh,
ობამა თითქოს ცდილობს, მაქსიმალურად მობოლოკებული დაუტოვოს ტრამპს პოლიტიკური ველი.

მ ა რ ე

2016-12-30 20:53:56

papa,
სერაფინასი არ იყოს, ნატო რომც დაიშალოს, ჩვენები მაინც სულ ნატო-ნატოს ძახილში იქნებიან :)

serapina

2016-12-30 23:44:47

ახლახან დადო ინფო9 - მ სასაცილო მომენტები...პოლიტიკის სფეროდან.

ყველაზე რთულ სიტუაციაშიც ვეძებ,რაზე გავიცინო და იოლად გადავიტანო...

სასაცილო კი არა, სატირალი მომენტებია,ასე მგონია.
იუმორსაც, თუ ვინმე ასე დაგვიმახინჯებდა, არ მეგონა.

ნორმალური ადამიანების კურიოზებიდან,რამის სწავლაც შეიძლება...

მ ა რ ე

2016-12-31 02:58:41

Избранный президент США Дональд Трамп
--------------------------------------------
высоко оценил решение российского президент Владимира Путина не высылать из страны американских дипломатов.

«Прекрасный ход Владимира Путина. Я всегда знал, что он очень умен», - написал Трамп.
-----------------------------------------------------------------------

papa

2016-12-31 11:16:06

პირველში მაკეინი ჩამოდისო
იმ ოხერ--ტიალს ან სახლი არა ააქვს ან კარიიი, ამ ახალ წლებში რას დაწანწალებს, რა უნდა ჩვენგან??
ეგ ეხლა ჩვენ ფანდარასტებს უკაზანიებს მისცემთ---ეტ/ყვით....რა არის, რუსეთის ლანძ/ღვაში თქვენი ხმა ბოლო-ხანებში რატომღაც ომახიანად აღარ ისმის, ასე არ შეიძლებაო და დატუქსავთ .. სუ ყურებს აუწევთ ამათ
მერე ეტ/ყვით--- ჩვენ მიშასთან ასე არ მოგვილაპარაკია, ფულები განა ტ/ყუილად მივეცით, იმას ფიცი აქვს დადებული, რომ საქართველო სუ მარად მწვანე ეკალი უნდა იყოს რუსის ტ/რაკშიო..ესე არ შეიძლება, მერე რა რომ მიშა აღარ არი, თქვენ მისი მემკვიდრეები ხართ, თქვენ უნდა გააგრძელოთ რუსის ლანძ/ღვაო..
პლიუს კიდევ ეტ/ყვის--- რაღაც აღარც ნატო ნატოს ძახილის ტემპი აღარ გივარგათო ..და აქაც წამოუთაქებთ თავში
მერე ცოტა.. დროებით... ნაცებიც გამოცოცხლდებიან

მ ა რ ე

2016-12-31 19:29:46

papa,
პირველში, რა, მეკვლეა? :)
ლაპლანდიაში გამოივლის, გამოსანტაკლაუსდება და საახალწლო დაპირებებს ჩამოურიგებს ჩვენს მედასავლეთე ბავშვებს: 2050 წლისთვის თუ არა, საუკუნის ბოლოსთვის მაინც აუცილებლად გახდებით ნატოს წევრი, მანამდე თუ ან ნატოს არ მოუვიდა რამე, ან თქვენო...
მთავარია, მიშას დაანებოთ თავი, შემოუშვათ და ჩაატარებინოთ ყრილობა თავის გემოზეო.


მ ა რ ე

2016-12-31 23:20:37

Саакашвили рассказал о встрече со "своими людьми в Вашингтоне"
----------------------------------------------------------------------
Михаил Саакашвили в своем фейсбуке сообщил, что провел встречу с американской делегацией, в том числе со "старым другом" сенатором-республиканцем Джоном Маккейном.
"Наши люди в Вашингтоне. Мы с лидерами "Рух новых сил" начали последний день года завтраком с делегацией сенаторов, друзей Украины и послом Соединенных Штатов"

მ ა რ ე

2017-01-01 02:20:22

იმათ საყურადღებოდ, ვისაც არ ესმის,
რატომ დგანან რუსები გორთან და რატომ არ გვღებულობენ ნატოში:

Путин предупредил о действиях России в случае вступления Финляндии в НАТО
-------------------------------------------------------------------------------------
Если Финляндия вступит в НАТО, то Россия будет вынуждена передислоцировать свои войска ближе к границе.
"Перефразируя высказывание одного из моих финских друзей, могу сказать, что организация НАТО, наверное, с удовольствием воевала бы с Россией до последнего финского солдата", - "Вам это нужно? Нам — нет", — добавил российский президент.

papa

2017-01-01 19:37:34

რაო .. რაო ... მეკვკლე ჩამოგვივიდაააა?
არიქა არ დაგვღუპოს და წელს მეკვლეს გარეშე არ დაგვტოვოს
ამაზე ნერვიულობა გვინდაღაა.......ისედაც არც ნატოში გვიღებენ და არც კატოში

papa

2017-01-01 19:47:23

მარე
რამდენი მაგალითიც გინდა მოიყვანო ამ ფანდარასტებს მაინც ვერფერს გააგებინებ
ამათი დევიზია....ნატო და ვსო
ეგ მეკვლეც კაკრას იმიტომ მოდის რომ ეგ ფირფიტა განაახლოს...
მოკლედ ეგენი ამ ფირფიტას არც შეცვლიან, მანამ პუტინი ამ პატეფონს ბოლომდე არ დაუმტვრევთ და ....

მ ა რ ე

2017-01-02 03:30:52

!!!
Washington Post внесла исправления в статью об атаке хакеров на электросеть США
---------------------------------------------------------------------------------------
Редакция газеты The Washington Post в воскресенье скорректировала свой материал о якобы имевшем место проникновении в электроэнергетическую систему США хакеров из России. "В прежней версии этой статьи содержалась некорректная информация о том, что российские хакеры проникли в сеть электроснабжения США. Официальные лица утверждают, что подтверждений этому пока нет. Компьютер Burlington Electric, который подвергся взлому, не был связан с сетью", - говорится в комментарии, помещенном под заголовком. Оригинал текста был опубликован в электронной версии газеты 31 декабря.
?!
თქვენი დე-და!..
აბა, რუსმა ჰაკერებმა მოაგებინეს ტრამპს ეს არჩევნებიო?!
მერე სწყინთ ჟურნლისტებს, მეორე უძველესი პროფესიის წრმომადგენლებს რომ უწოდებენ!

papa

2017-01-02 11:50:57

მარე

ეგ რომ მასე იყო და ტ/რამპი პუტინს არ დაუსვია მაგათ ეს თავიდანვე იცოდნენ, მაგრამ ,,მათ საქმეს,,ეს ასე სჭირდებოდა და იმიტომ ხმაურობდნენ ასე გაააფრთებით. ტ/რამპის გამარჯვებით მაგ მასონ--მამაძაღ/ლებს თავიაანთი დალაგებული გეგმები-- მსოფლიოს ბოლომდე ქაოსში ჩაძირვისა, ყირაზე დაუდგათ........ვერ ინელებენ ვერა და ობამას თამადობით ათას სისულელეს ლაპარაკობდნენ.
დაჟე იქამდე შევიდნენ როლებში პუტინის ლანძღვაში, რომ აბსურდამდეც კი მივიდნენ---ტრამპი პუტინმა დაგვისვაო.
ამ 35 დიპლომატის გამოყრაც მაგ ბოდვის გაგრძელებააა ....
..ამით ფაქტიურად პუტინის ყოვლის შემძლეობას და მის უძლეველობას ამტკიცებდნენ.
მერე?... მერე ეს ყველაფერი მათ დამქაშებში ,,მათ გეგმებს და ერთსულოვნებას,, ხომ სულ ყირაზე აყენებდა??---- პუტინი თუ ამერიკას ურხევს ჩვენ რაღას გვიზამსო.........და ისედაც მათი ,,მყიფე ერთობა,, სუ ოპტომ იმსხვრევა
ამ 35 დიპლომატის გამოყრით ხომ ვაააფშე თავზე დაიჯ/ვეს.
აი პუტინის საპასუხო ნაბიჯმა კი მაგათ ძაან ცივი წყალი დაასხათ, უფრო სწორად კი ყინულიანი წყალი.
..ცოტა გამოფხიზლდნენ და ობამამ გუშინ იმიტომაცა თქვა ...მგონი პუტინის ხაკერები ტრამპის გამარჯვებაში არაფერ შუაში არიანო.........ზადნი მისცა
პლიუს ... ამით ყოველ შემთხვევისთვის ზადნი ხოდიც გაიჩინა..
.რა იცი რაში გამოადგებათ-- ოჯახი ხრამია..

papa

2017-01-02 20:17:57

ნახეთ ნახეთ ჩვენი მეკვლე რეეებს ბოდავს

,,პუტინმა არალეგალურად მოახდინა საქართველოს ნაწილის ანექსია,,--ო
არა... ერთი გამაგებინეთ---- ლეგალური ანექსია როგორიღააა??????

არა რააა.... ამ დათარსული მეკვლეს ხელში 2017 წელი ვერ გვექნება ხეირიანი.....
დაგვთარსა .დაგვთარსა .
თანაც ბოკერია ნახეთ, ბოკერია ... როგორ უხარია თავიაანთი მამობილის ჩამოსვლა....ერთი დიდი ჟრიამული აააქვთ...ტემ ბოლე რომ ამ ,,ჩვენმა მეკვლემ,,ნაცებს ბევრზე ბევრი ტკბილი სიტყვები უთხრა. .
.ისე კი... კანეშნა, მაგათ ადგილზე მეც გახარებული ვიქნებოდი ....ან რატომაც არა?? ტემ ბოლე რომ მაგან ეხლა ქოცებს,,მაგარი დარიგება,, მისცა--- ბუზი, ბუზი არ აუფრინოთ ბოკერიას ჯგუფს და რუსთავი--ოოორს, ესენი არიან ჩვენი იმედები, ესენი ... თუ არადა ვაი თქვენი ბრალიო!!!
ხომ გეუბნბნებით, დაგვთარსა...დაგვთარსა მეთქი ...

მ ა რ ე

2017-01-02 21:46:19

ეს კაცი, მე მგონი, უკანასკნელი მოჰიკანია, ვინც ნაცების სექტას უპირობოდ უჭერდა მხარს, რაც არ უნდა ექნათ.
თანდათან მიემართებიან პოლიტიკური მოუსავლეთისაკენ ყველანი...

papa

2017-01-02 23:20:41

"თუ ერთად არ ვიდგებით, პუტინის აგრესია გაგრძელდება" - მაკკეინი

ამ პუტინს თვითონ ვერაფერს უშვრებიან და ჩვენ გვაქეზებენ --არიქა პუტინის დამარცხებაში თქვენი იმედი გვააქვსო...თითქოს ჩვენ რამეთი ვაზარალებდეთ პუტინს
გააქეზეს მურიაო ......ისე გვიშრვებიან
მოკლედ ამათ უკვე ბოლომდე დაააპიპინეს....

ისე კი იასნია, აქ რომ მოდიოდა მხოლოდ ამას გვეტყოდა, რად უნდა ამას კაკულია და მარჩიელობა?? აბა სხვას რას ,,დაგავარიგებდა,,---იტყოდააა?....

natali

2017-01-03 10:28:17

ჩამევიდა ბიჭი, ჩამევიდა!!!! ან მიშამ გამოგზავნა, მაგათსას რას გაიგებ.:))))

ნეტავ რა უთხრა კვირიკაშვილმა? წაყნარი ოკეანე გაქვთ შუაში, მიდით, დასცხეთ და ვინც თქვენ არ "გიბალეშჩიკოთ", იმის....ო???
აი მეც პირადად მაგათ "ვუბალეშჩიკებ" და პაპასაც კი ვაიძულებ მაგათი გამარჯვების სადღეგრძელო დალიოს თავისი დაწურული ღვინით.:))) მეტი რაღა უნდათ????

papa

2017-01-03 11:17:30

ნატალი


ჩამევიდა რომელია...... პირველში დილა ადრიანად დგვადგა თავზე, ხეირიანად გაღვიძებულიც კი არ ვიყავით




ისე კი ორივეს, ორივეს,.. ვუბალიშიკოთ....
მერე რომელიც გადარჩება, როგორც შენ მასწავლე დავიძახოთ---ვინც მოვიდა გაუმარჯოს თქო. ყველაზე სწორი ეგ იქნება
თან პახოდუ რომელიც სუსტი იქნება იმას ვუბალეშიკოთ, რომ ის უფრო გავქეზოთ, რომ უფრო გააფრთებით ეტაკნენ ერთმანეთს და უფრო მაგრად დაჭამონ ერთმანეთი
ალალი იქნება ორივეზე ასეთი გამარჯვება, ალალი ......
ბარემ მოდი თუ დაგვიჯერებენ, იაპონიისკენ გავუშვათ,იქ დიდი,,მინდორია,, თან ჩვენც აგვცდებიან..
.ააააააააააააააააუუუფ რა კარგი იქნებოდაააააა, ტუზიც და ჯოკერიც ერთად დაგვეცემოდა!!!!!


კვირიკაშვილმა რა უთხრააააააა??? მაგას კითხვა უნდააა??
რა უთხრა და ..... სუ დიახ ბატონო, დიახ ბატონოვო უძახა

papa

2017-01-03 11:36:28

ჯონ მაკკეინი: ვლადიმერ პუტინის წყალობით მსოფლიო გაცილებით უფრო საშიში გახდა

ნახეთ ნახეთ....ერთი ჩათლახი მეორეზე იძახის.... ის ჩემზე ჩათლახიაო
თითქოს თვითონ მშვიდობის მტრედი იყოს...

არადა ორივე ერთმანეთზე უარესები არიან...
ჰოოდა..ორივეს ...

Munji

2017-01-03 16:47:50

პუტინის წყალობით გახდა მსოფლიო საშიში?
პუტინის დედაც!.. მაგრამ ვიღაცა მატრაკვეცამ რომ არაპოლიტკორექტული კითხვები დასვას - ვინაა არაბული გაზაფხულების ავტორი, ვინ დაამხო ჰუსეინი და კადაფი, ვის სათბურში გაიზარდა ასადის კარგად შეიარაღებული ოპოზიცია, რომელმაც მთელ მსოფლიოზე განაცხადა პრეტენზია ისლამური სახელმწიფოს სახელით, ვინ მოაწყო უკრაინული მაიდანი, ვინ განაცხადა ამაში დახარჯული საკუთარი მილარდების შესახებ, ვინ ურიგებდა პერაშკებს, თუნდაც ცუდი, მაგრამ კანონიერი ხელისუფლების დასამხობად აჯანყებულ კიეველებსო?.. რა თQმა უნდა ყველა ლიბერალი ერთხმად უპასუხებს: პ უ ტ ი ნ ი !

papa

2017-01-04 00:48:12

ბინალი ილდირიმი - აშშ არაფერს აკეთებს ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად, ისევე როგორც სხვები - მხოლოდ ყბედობენ

მ ა რ ე

2017-01-04 06:42:52

კი, პუტინმა ქნა ეს ყველაფერი!:)
მაგან მოუშალა და დაამხო თავზე ბუდეები ისლამისტ კრაზანებს და მაგან გაუღო მერე იმ გაცოფებულ კრაზანებს ევროპის კარები ფართოდ!..

papa

2017-01-04 10:17:47



არალეგარული ანექსია ...

ლეგარული ანექსია რომელიღაააა მეთქი, რომ ვკითხულობდი ....მივხვდი.. მივხვდი..
ამათ ხელში მაგასაც მივხვდი
ქურდს რომ ყური კარგად უგდო, დღეში სამჯერ გამოტყდებაო.....ეგრეა

...და რაც კომუნიტებმა უკუღმა კითხვა მასწავლეს, ..მასწავლეს,.. ამათ ეხლა უკუღმა აზროვნებაც მასწავლეს..უკუღმა აზროვნება...ძააან მადგება ამათთან, ძააან..

რომელია ლეგარული ანექსია და....

...აი ..... ქვეყანას, თავიააანთი მარიონეტების ხელით, შიგნიდან რომ ,,დემოკრატიულად,, აააფეთქებენ, ხან გაზაფ(ხ)ულებს მოაწყობენ, ხან ვარდების რევოლუციას, ხან მაედნებს,... მერე ეგენი რომ მშვიდობის მტრედებივით ოფიციალურ,დამრიგებლებად,, გამოჩნდებიან ხოლმე, ------ აი ეგააა თურმე ლეგარული ანექსია!!(ანუ დემოკრატიული ანექსია)..
თურმე ეგ მისაღებია და ანექსია არა ყოფილა

ტორი

2017-01-04 11:49:19

პუტინს თავისი ცოდვებიც ეყოფა...ქართველების სისხლი დაღვარა და, პირადად ჩემთვის, ამ ფაქტს არავითარი გამართლება არ გააჩნია...მათ შორის, არც ჩვენი გაუთავებელი ნატო-კატოს ძახილი... პუტინი გაცხადებული მტერია - ორი აზრი არ არის...როცა იქნება, გადაეხდება - ბედი-მდევარი ზოგს ურმით მისდევს, ზოგსაც რაკეტით...
აი, მაკ’კეინის მიერ პუტინისთვის კოლუმბის უსასრულო დანაშაულების გადაბრალება კი ლიბერასტ-გლობალისტების ჩვეული უტიფრობაა - უკვე გამოვცადეთ საკუთარ თავზე დორბლიანის მაგალითზე...
შეცდომები დაარქვეს იმ დანაშაულობებს / მკვლელობები, გაუპატიურებები, რეკეტი, ძალადობა/ , რომლისთვისაც მთელი სისტემა უნდა გასამართლებულიყო, მაგრამ, სწორედ მაკ’კეინის მსგავსი შათლახების უტიფრობის და ძალადობის დამსახურებაა, რომ დღესაც ჭკუას გვარიგებენ და ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ...

ეს კი მაკ’კეინის /კოლუმბის/ შათლახობის დამადასტურებელი კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია:

Разведка США не предоставила реальных доказательств вмешательства России в выборы президента
-------------------------------------------------------

Разведывательные структуры США не предоставили реальных доказательств влияния России на ход президентских выборов в США.
Об этом сообщил председатель комитета по разведке Палаты представителей Конгресса США республиканец Девин Нуньес в интервью изданию The Washington Examiner.
«Исходя из увиденного мною, мы не получили от разведки доказательств того, что россияне пытались помочь Трампу напрямую», — сообщил журналистам конгрессмен.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80