„გაერო უშველებელი მონსტრია, რომელიც „დომ სვიდანიად“ გადაიქცა“
საზოგადოება

„გაერო უშველებელი მონსტრია, რომელიც „დომ სვიდანიად“ გადაიქცა“

„გაერო უშველებელი მონსტრია, რომელიც „დომ სვიდანიად“ გადაიქცა“
მანანა ნოზაძე

2016-12-29 21:00:18

ნატოს შემდეგ დონალდ ტრამპი გაეროს შემოსწყრა. მისი აზრით, გაერო არ იყენებს იმ პოტენციალს, რაც მას გააჩნია, თუმცა გაეროსთან დაკავშირებით ყველაფერი 20 იანვრის, ანუ მისი ინაუგურაციის შემდეგ შეიცვლება.

„სამწუხაროა, რომ გაერო წარმოადგენს კლუბს, სადაც ხალხი ერთმანეთს ხვდება, საუბრობენ და დროს სასიამოვნოდ ატარებენ. რა სამწუხაროა“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ტრამპის უკმაყოფილება სულ ახლახანს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ისრაელთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას მოჰყვა. გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობების შეწყვეტა მოსთხოვა, რაც ტრამპმა ანტიისრაელურ გადაწყვეტილებად აღიქვა. ეს გასაკვირი არცაა იმის ფონზე, რაც წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპსა და ისრაელს შორის ურთიერთობები დათბა.

ტრამპთან ერთად, ცხადია, აღშფოთების პიკს მიაღწია ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღიად აფიქსირებს, რომ ისრაელი გაეროს უშიშროების „სამარცხვინო რეზოლუციას“ არ შეასრულებს. ნეთანიაჰუს თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო არაფერს აკეთებს, რომ სირიაში ნახევარი მილიონი ადამიანის ხოცვა შეაჩეროს და ამ დროს თავს ესხმის აღმოსავლეთში ერთადერთ ჭეშმარიტ დემოკრატიას - ისრაელს და დასავლეთის კედელს ოკუპირებულ ტერიტორიას უწოდებს.

ნამდვილად საჭიროებს თუ არა გაერო რეფორმირებას და რის შეცვლას აპირებს ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ?

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ტრამპი მართლაც გააღიზიანა ამას წინათ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულმა ანტიისრაელურმა რეზოლუციამ, რადგან ტრამპმა დაიწყო პროისრაელური პოლიტიკა. ვახტანგ მაისაიას თქმით, რთულია იმის განსაზღვრა, რას გულისხმობს ტრამპი გაეროს რეფორმირებაში, მაგრამ ამერიკა ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც გაეროს რეფორმირებაზე მსჯელობს. გაეროს ახლანდელი მოდელი, რომელიც პოტსდამის მოლაპარაკების შედეგად ჩაისახა, უნდა შეიცვალოს. ამას გერმანიაც მოითხოვდა, იაპონიაც და ბრაზილიაც. რუსეთმაც კი ისურვა მისი მოდერნიზაცია და თანამედროვე ელემენტებთან მიახლოება.

„რას უწუნებენ გაეროს? გაეროს მთავარი წამყვანი ორგანო არის უშიშროების საბჭო და ის ხუთი მუდმივმოქმედი წევრი, რომელსაც გააჩნია ვეტოს უფლება. ფაქტობრივად, ისინი განაგებენ არა მარტო გაეროს, არამედ საერთაშორისო წესრიგის პირობებსაც. ამ დიდ ხუთეულს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი) გააჩნია ბირთვული შეიარაღება და გამოირჩევიან ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ძლიერების კომპონენტის ერთობლიობით. ახლა საუბარია, რომ ეს ხუთეული მოძველდა და კიდევ უნდა გაფართოვდეს. შესაბამისად, ცალკეულ სახელმწიფოებს გაუჩნდათ პრეტენზიები ამ მიმართულებით. სხვა ქვეყნებმაც ისურვეს გაეროს მუდმივმოქმედ საბჭოს წევრად გახდომა. მათი სურვილია, გარკვეულწილად, შეიზღუდოს მუდმივმოქმედი წევრების ფართომასშტაბიანი უფლებამოსილებები ვეტოს სახით, გაფართოვდეს უშიშროების საბჭო და შეყვანილ იქნას უფრო მეტი რაოდენობის ქვეყანა.

გაეროს რეფორმირების სხვა საკითხებიც დაისვა. კერძოდ, მთლიანდ უნდა მოხდეს მისი გადახალისება და ახალი ტიპის უფრო ქმედითუნარიან ორგანიზაციად გადაკეთება. გაეროს ერთ-ერთი მთავარი დონორია აშშ, მაგრამ გაერო ისეთი სტრუქტურაა, რომ ტრამპი მას დაფინანსებას ვერ მოუხსნის. იქ მსოფლიო გლობალური ტიპის პრობლემები და საკითხები წყდება. გაერო ნატო არ არის. ნატოში კიდევ შესაძლებელია, ამერიკამ რაღაც ნაბიჯები გადადგას, თუნდაც შეზღუდვის კუთხით, რადგან ნატო მაინც კოლექტიური თავდაცვის პრინციპზე მოქმედი სტრუქტურაა. თუმცა ამერიკა მთლიანად რომ გამოვიდეს ნატოდან, ეს ნატოს მაინცდამაინც ბევრ პრობლემას არ შეუქმნის“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

მისივე თქმით, ნატო არის ლოკალური ტიპის, უფრო მეტად ერთ რეგიონზე, ევროპულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა. ასეთი „ნატო“ აზიაშიც არსებობს და ის ეფუძნება კოლექტიური თავდაცვის პრინციპს. ამიტომ ამერიკამ შეიძლება უფრო თავისუფლად იმოქმედოს ნატოსთან, ვიდრე გაეროსთან მიმართებით. გაერო კი უფრო საერთაშორისო პასუხისმგებლობის ორგანიზაციაა. ამდენად, ამერიკა ვერ შეცვლის და ვერ შეამცირებს გაეროს ხარჯებს.

პოლიტოლოგი სოსო ციცნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შესაძლოა, ტრამპს გაეროს რეფორმირება მართლაც სურდეს და შესაძლოა, ეს საჭიროც იყოს, მაგრამ საეჭვოა, ამერიკის პრეზიდენტმა ამ მხრივ რაიმე შეცვალოს, ვინაიდან კონსენსუსის პრინციპს ტრამპი ვერ დაარღვევს.

სოსო ცინცაძის განმარტებით, მართალია, ტრამპი მიჩვეულია თავის კერძო კომპანიაში ცვლილებებს, რასაც უნდოდა, იმას გადაასხვაფერებდა, მაგრამ გაეროში რისი გაკეთებაც შეუძლია, ერთადერთი ისაა, რომ დანიშნავს თავის წარმომადგენელს, რომელიც ისე მოიქცევა, რასაც ტრამპი ეტყვის.

„გაეროსთან მიმართებით ჩიხური სიტუაციაა. წარმოუდგენელია, ვინმე დათანხმდეს, რომ უმრავლესობით გადაწყვიტონ კენჭისყრა უშიშროების საბჭოში. ამას ვერც ტრამპი დათანხმდება, რუზველტიც რომ გაცოცხლდეს, ბარაკ ობამაც რომ დაბრუნდეს, ისინიც არ დათანხმდებიან, რადგან არავინ იცის, ხვალ-ზეგ როგორ შეიცვლება გაეროში ხმათა ბალანსი. თანაც, რუსეთი უკვე მარტო აღარ არის გაეროს უშიშროების საბჭოში. ჩინეთი მისი მუდმივი მხარდამჭერია. მოსკოვი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს კონსენსუსის პრინციპის დარღვევას. გენერალური ასამბლეის სესიაზეც ვერაფერს შეცვლის ტრამპი, რადგან იქ 200 წევრია და ტრამპი ვერ იტყვის, 200 წევრი არ მინდა, როგორც იყო გაეროს დაარსების დროს, ბევრად ცოტა წევრი იყოსო. რაც შეეხება სულ ახლახანს გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას, მისი შესრულება ისრაელისთვის აუცილებელია. მართალია, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ჩვენ არ შევასრულებთო, მაგრამ ისრაელს ზედმეტი მოსდის, არაერთხელ არ გაუთვალისწინებია მსოფლიო საერთაშორისო აზრი. იორდანიის ნაპირებზე ებრაული დასახლებების წინააღმდეგ მთელი მსოფლიოა განწყობილი. ამერიკის ყველა პრეზიდენტი ამ დასახლებების წინააღმდეგი იყო“, - აცხადებს სოსო ცინცაძე, რომლის თქმითაც, ერთადერთი, ტრამპს შეუძლია, შეამციროს ამერიკის საწევროს გადასახადი და თქვას, არ გადავიხდიო.

პოლიტოლოგი იხსენებს, რომ ასეთი რამ ადრეც მომხდარა. კისინჯერმა, როდესაც ის სახელმწიფო მდივანი იყო, წინადადება წამოაყენა, ექვსი თვე ნიუ-იორკში ყოფილიყო გაეროს შტაბ-ბინა, ექვსი თვე - მოსკოვში. მაგრამ მერე თვითონ ამერიკელები გამოვიდნენ ამის წინააღმდეგ. ნიუ-იორკის მერმა კისინჯერს უთხრა, რას ლაპარაკობ, ნიუ-იორკის ბიუჯეტის 60%-ს სწორედ გაეროს თანამშრომლები ავსებენ, ამოდენა ხელფასები რომ აქვთ, ამ ხელფასებს ნიუ-იორკში ხარჯავენო. ამ დროს რუსი ჩინოვნიკები კაპიკს-კაპიკზე აგროვებდნენ, რომ რუსეთში ბინა ან ჟიგული ეყიდათ ჩეკებით. მისივე თქმით, ტრამპს შეუძლია გადაიკიდოს ნახევარზე მეტი მსოფლიო, როგორც 60-იან წლებში ნიქსონმა, ეიზენჰაუერმა, კენედიმ გადაიკიდეს მთელი მსოფლიო, მთელი არაბული სამყარო.

„თუ ტრამპს სურს, მთელი არაბული სამყარო, მილიარდნახევარი მუსლიმანი გადაიკიდოს ისრაელის მხარდაჭერის გამო, ეს იქნება რუსეთისთვს ზღაპრული საჩუქარი. ეს იგივეა, ალი ბაბას მთელი ქონება ყუთით მიუტანონ პუტინს კრემლში. რასაკვირველია, ამხელა მონსტრი - გაერო რეფორმირებას საჭიროებს, მაგრამ ტრამპი ახლა სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობებს. ახლა სწავლობს მექანიზმს, ზოგადად, კი იცის, რომ გაერო უშველებელი მონსტრია, რომელიც გადაიქცა „დომ სვიდანიად“, ანუ შეხვერების სახლად, მაგრამ ესეც ძალზე მოხერხებულია დიპლომატიური თვალსაზრისით“.

სოსო ცინცაძის თქმით, გაერო პირდაპირ ზედგამოჭრილია „შემთხვევითი“ შეხვედრებისთვის, როცა რომელიმე სახელმწიფოს მეთაურს პოლიტიკური მოსაზრებებით არ სურს მეორე სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა. ასეთ დროს დიპლომატიური არხით შეთანხმდებიან და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ზუსტად ერთ დროს ჩავა ორივე პრეზიდენტი. „შემთხვევით“ შეხვდებიან ისევე, როგორც თავის დროზე ბარაკ ობამა შემთხვევით ლიფტთან შეხვდა სააკაშვილს. ამ მხრივ გაეროს ასამბლეა უნიკალური ინსტიტუციაა, რადგან ყველაზე ცუდია, როცა შეხვედრების საშუალება აღარ არის.

სწორედ ამის ნაკლებობა იყო პირველი მსოფლიო ომის დროს, რომელიც, შესაძლოა, არც დაწყებულიყო, მოკლული ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მეუღლე სამეფო ოჯახის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო. ამ შემთხვევაში, ფერდინანდის პანაშვიდზე ჩავიდოდა ნიკოლოზ მეორეც და იმპერატორი ვილჰელმ მეორეც, მაგრამ ასე არ მოხდა და მაშინდელი ეტიკეტი არასამეფო ოჯახის წარმომადგენლის სამძიმარს არ ითვალისწინებდა. თვითონ ფერდინანდიც მეფის შვილი არ იყო, იგი ავსტრიის იმპერატორის ფრანც იოსების შვილი არ გახლდათ. ამიტომ თავად ფრანც იოსებიც არ დასწრებია ტახტის მემკვიდრის გასვენების ცერემონიალს.

 

ნანახია - 3061

papa

2016-12-29 21:18:37

კაცი კაცური!!

ეგრე რაღა...რაც ჩქარა მით უკეთესი

Jon Do

2016-12-29 21:41:25

პაპა,

ჩევლებურივად უფრო ვრეც კომენტარს წერ. ბოდიში და რა იგილსხმე, ვერ მივხვდი, იქნებ ცოტა განავრცო. მართლა მაინტერესბეს, თან ძალიან საინტერესო თემაა.

Jon Do

2016-12-29 22:14:45


რამდენაც ვიცი, გაერო შეიქმნა ერთა ლიგის მაგივრად, რომელმაც ვერ უზრუნველყო გერმანიის ქცევა იმ მონსტრად, რადაც ჩამოყალიბდა ფაშისტური გერმანიის სახით. ამაში პირდაპირი წვლილი მიუძღვის ინგლისს და აშშ-ს.

გაეროს შექმნის იდეა ეკუთვნის სტალინს, გაჟღერდა მის მიერ იალტის კონფერენციაზე და ამავე დროს იქნა მიღებული გადაწყვეტილება მისი შექმნის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფდა მსოფლიო წესრიგს (მაგ მომენტისთვის შექმნილ საზღვრებს, ასევე მშვიდობას).

გაეროს, ისევე როგორც ერთა ლიგის გადაწყვეტილებების უგულებელყოფას/იგნორირებას პირველ რიგში ანხორციელებდა აშშ, შემდგომში სსრკ-ც. მაგრამ მისი წესდების დარღვევა თავიდან არანაირად არ შედიოდა სსრკ-ს მხრიდან, ვინაიდან 19945 წლის მერე დადგენილი საზღვრების გადახედვა არ იყო "წითლების" ინტერესებში.

მაგრამ ატმოური იარაღის შექმნამ, შემდგომში კიდევ კაპიტალისტური სამყაროს აშკარა ეკონომიკურმა უპირატესობამ, კერძოდკი აშშ-ს დააყენა დღის წესრიგში ბევრი რამის შეცვლა (უპირატების რეალობაში ასახვა).

ძალიან გრძელი თემაა, მარა აშშ-ს მიერ გაეროს რეაზოლუციის უგულებელყოფამ ერაყის ომის წამოწყებაზე, მთლად დაანგრია ამ ინსტიტუტის რეპუტაცია, მიიყვანა "რეზოლუციანაბანას" და მისი იგნორირების თამაშამდე.


იდეაში გაერო უნდა იყოს მსოფლიო წესრიგის, მშვიდობის გარანტი. მაგრამ "მავანთა" ძალისხმევამ მიზანმიმართულად მოახდინა ამ ინსტიტუტის დაკნინება.


ამიტომ აეხლა ტრამპის გამოსვლა, მხოლოდ აშშ-ს მორიგ პოპულისტურ გამოხტომად მიმაჩნია და არა იმის მცდელობად, რომ გაერო მართლა გახდეს მსოფლიო მშვიდობის და სამართლიონობის გარანტი. ასეთი ორგანიზაციის აუცილებლობა კი აშკარაა, მარა აწყობს აშშ-ს???

Jon Do

2016-12-29 22:19:26

რუსეთმაც რომ აშკარად "დაიკიდა" გაერო ბალკანეთის ამბების მერე, ეგეც ფაქტია, რაც ჩვენს თავზეც მწვავედ ვიწვნიეთ.

Maverick

2016-12-29 22:23:44

ვ.მაისაია: გაეროს ერთ-ერთი მთავარი დონორია აშშ, მაგრამ გაერო ისეთი სტრუქტურაა, რომ ტრამპი მას დაფინანსებას ვერ მოუხსნის... გაერო... უფრო საერთაშორისო პასუხისმგებლობის ორგანიზაციაა. ამდენად, ამერიკა ვერ შეცვლის და ვერ შეამცირებს გაეროს ხარჯებს.
---------------------------------
ბატონო მაისაია, მარტო ამერიკა არ უნდა იყოს დონორი, გაეროს ყველა წევრი უნდა იხდიდეს იმდენს, რამდენიც მისი შენახვისთვის არის საჭირო, რადგანაც, თუ დაგავიწყდათ შეგახსენებთ: "ვინც ი.ხ.დ.ი.ს, იგი უკვეთავს... რასაც უნდა იმას!"
---------------------------------
ს. ცინცაძე: რაც შეეხება სულ ახლახანს გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას, მისი შესრულება ი.ს.რ.ა.ე.ლ.ი.ს.თ.ვ.ი.ს აუცილებელია. მართალია, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ჩვენ არ შევასრულებთო, მაგრამ ი.ს.რ.ა.ე.ლ.ს ზედმეტი მოსდის, არაერთხელ არ გაუთვალისწინებია მსოფლიო საერთაშორისო აზრი. იორდანიის ნაპირებზე ე.ბ.რ.ა.უ.ლ.ი დასახლებების წინააღმდეგ მთელი მსოფლიოა განწყობილი."
---------------------------------
ბატონო ცინცაძე, რატომ უნდა შეასრულოს? არაბული სამყაროს უმრავლეს ქვეყნებს ნავთობის შპრიცზე თითქმის მთელი მსოფლიო ყავს შესმული და ნავთობ დოლარით ყირაობს, ნავთობი რომ გაუთავდებათ რა დედითავისას იზამენ? უდაბნო მორწყეს, არხები გაიYVანეს, სოფლის მეურნეობა ააყვავეს თუ ბანკებში შენახულ დოლარებს ჩაახრამუნებენ?
უდიდესი ტერიტორიების მფლობელი არაბები ერთ ციდა ი.ს.რ.ა.ე.ლ.ზ.ე ჩაიციკლნენ, ოღონდ ეს ერთი ბეწო მიწა ჩაიგდონ ხელში და მერე "გაყოჩაღდებიან" და "აყვავდებიან".

შეკითხვა: ნუთუ ი.ს.რ.ა.ე.ლ.ი უშლის ხელს არაბულ სამყაროს ისეთივე წალკოტად აქციონ თავიანთი ქვეყნები, როგორადაც გადააქცია ე.ბ.რ.ა.ე.ლ.მ.ა ერმა თავიანთი ქვეყანა?

papa

2016-12-29 23:20:45

გაერო ამერიკის ინსტრუმენტია, ჰოოდა რაც ჩქარა აღარ ექნება მას ,,ის,, --ის მინდა ანუ .......უკუღმა უკუღმა ..რომ წაღმა გამოვიდეს
ეხლაააა გამიგეეე??

NEVRO

2016-12-29 23:25:29

პაპა, აქ ვინმე მეგრელი შემოსულა, ისეთ ჭკვიანურ პოსტებს დებს ჩემი ადგილი აღარაა! თან არც სხვებს ამცირებს და ერჩის!

NEVRO

2016-12-29 23:26:42

ძალიან მომზადებული ადამიანია, მე ასე ვხედავ! ადრეც იყო?

Maverick

2016-12-30 00:20:41

NEVRO,
იყო, ახალი არ არის, ძველი გვარდიაა, ხანდახან ურევდა და გვქონდა კამათი, მაგრამ ახლა უფრო დადინჯდა...

მეგრელი

2016-12-30 00:28:24

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ტრამპი მართლაც გააღიზიანა ამას წინათ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულმა ანტიისრაელურმა რეზოლუციამ, რადგან ტრამპმა დაიწყო პროისრაელური პოლიტიკა.
----------------------------------------------------------------------------------

1. თუ არდე აშშ ადმინისტრაცია წინაამღდეგი იყო ახალშენების (ისრაელის მიერ ოკუპირებულ არებების ტერიტორია) აშენებაზე, ტრამპი პირდაპირ ეუბნება ებრაელებს. ააშენეთ.ეს იცით რას ნიშნავს? ტრამპი მზადაა აღიაროს ისრელის მიერ ოკუპირებული იორდანიის და ს/ირიის ტერიტორიის ნაწილი როგორც ისრაელის ტერიტორია.
2. უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ანტიისრაელური რეზოლუზია -აშშ უკვე ყოფილ ადმინისტრეაციის მიერ არის ინსცენირებული.
3. ტრამპის პროისრაილური პოლიტიკა იმას ნიშნავს რომ სავარაუდოთ ტრამპის ადმინისტრაცია ყირიმს აღიარებს როგორც რუსეთის ნაწილს. შეგახსენებთ : 1967 წ ექვსდღიანი იმის შედეგად ისრაელმა სრული კონტროლი დაამყარა სინაის ნახევარკუნძულზე, გაზას სექტორზე, აღმოსავლეთ იერუსალიმზე, მდინარე იორდანის დასავლეთ ნაწილზე და გოლანის მაღლობზე .ანუ ისრაელმა ოკუპირება გაუკეთა იორდანიის და ს/ირიის ტერიტორიის ნაწილს.ამ ტერიტორიებზე არის დღეს დავა ისრაელ და პალესტინებს შორის. თიმცა 1967 წელს ასეთი სახელმწიფო და ხალხი პალესტინა არ არსებიბდა. ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ეკუთვნოდა იორდანიას და ს.ირიას.
თუ ისრაელს აქვს უფლება თავის იურისდიქციაში ჰქონდეს აღმოსავლეთ იურუსალიმი და ზემოთ ჩამოთვლილი ტერიტორია ეს იმას ნიშნავს რომ იგივეს უფლება აქვს რუსეთსაც ყირიმზე. ყირიმი არის რუსეთისთვის იგივე რაც ისრაელისთვის გოლანის მაღლობი.
4. თუ რუსეთმა ჩათვალა , რომ მარტო ყირიმი არ უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას შავ ზღვაზე მთლიანად ის ამ არეალს გააფართოებს.და ეს დამოკიდებულია შავი ზღვის აკვატორიის არანატოს წევრ ქვეყნების შემდგომი პოლიტიკური გადაწვეტილებაზე. იქნება შეცდომმა იფიქრო , რომ აშშ ახალი ადმიონისტრაციას ეს საკითხი აინტერესებს საერთო გლობალური გეოპოლიტიკიდან. მერწმუნეთ არ აინტერესებს. აინტერესებს ეს საკითხი მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობის ჭრილში. აშშ ახალი ადმინისტრაციის გადაუდებელი სითხებია ა) ჩინეთი თავისი მზარდი და აშშ უსუალოდ კონკურენტული ეკონომიკით ბ) ტეროსიზმის საფრთხე რაც ადრე თუ გვიან შესაძლებელია გადაინაცვლოს ამერიკის კონტინენტზე. ორივე ვარინატში აშშ პოტენციულ სტრატეგიულ პარტნიორად მოიაზრე რუსეთი. გამომდინარე თავისი ა) გეოგრაფიული ადგილმდებარეობით აზიის კონტინენცინეტზე. ბ) გამომდინარე რუსეთ-ჩინური ანატაგონიზმისა აზიის კონტინეტნტის იმ ნაწილში. რუსეთ-ჩინეთის ,, მეგობრობა" მეჩვენება მაინც აშშ -რუსეთის დაპირისპირების პირმშოდ. სამომავლოდ სავარაუდოთ შესაძლებელია აშშ -რუსეთის და არა ნატო რუსეთის ალიანსი მიმართული ჩინეთის საწინაამღდეგოდ.
5. აშშ გამომდინარე ახალი რეალიებიდან დააყმაყოფილებს რუსეთის ყველა მოთხოვნას ვინაიდან აშშ უმთავრესი ეკონომიკური მოწინაამღგდეგე 21 საუკუნეში არის არა რუსეთი არამედ ჩინეთი. ეკონომიკური პრაგმატიზმი იქნება გადამწყვეტი ამ საუკუნეში.

NEVRO

2016-12-30 00:29:05

მავერიკ? მინდა მოგაწოდოთ ერთი სხვის მიერ კარგად დაწერილი შენიშვნა, რომელსაც სრულიდ ვიზიარებ - სიმართლე რომ გითხრათ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ამდენი ტელევიზია საჭირო არ იყო. თუნდაც იმიტომ, რომ მათი გადაცემების უმეტესობაში მე ვხედავ ამბიციას და ავადმყოფურ სურვილს, რომ რაც შეიძლება ხშირად გამოჩდნენ ეკრანიდან. მავანთა ხშირი გამოჩენა კი, თავად ვერ ხვდებიან, რომ უარყოფით რეაქციას იწვევს საზოგადოებაში. მე ვხედავ ერთ რამეს, რომ გადაცემებში არ არის მრავალფეროვნება და შეხედულებათა სხვაობა. ერთი და იგივე გადაცემებია და ძალიან უგემოვნო. რაც შეეხება ტელეარხების გაერთიანებას, ეს იქნება მცდელობა იმისა, რომ ადმიანმა დაისვენოს ამ გულისამრევი პოლიტიკური სივრცისგან, რომელსაც არაფერი კარგი არ მოაქვს, გარდა საშინელი დეზინფომაციისა. ამიტომ, მე რა საკვირველია მივესალმები მსგავს გამსხვილებას. კაცმა რომ თქვას, კიდევ უფრო უნდა შემცირდეს ტელეარხთა რაოდენობა და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არ გავათელინოთ გემოვნება იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ნიჭი, მაგრამ აქვთ ტელეამბიცია.
ახლა ამას ოდნავ შევცვლი!-სიმართლე რომ გითხრათ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ამდენი პარტია საჭირო არ იყო. თუნდაც იმიტომ, რომ მათი გამოსვლების უმეტესობაში მე ვხედავ ამბიციას და ავადმყოფურ სურვილს, რომ რაც შეიძლება ხშირად გამოჩდნენ ეკრანიდან. მავანთა ხშირი გამოჩენა კი, თავად ვერ ხვდებიან, რომ უარყოფით რეაქციას იწვევს საზოგადოებაში. მე ვხედავ ერთ რამეს, რომ ამ პარტიების იდეოლოგიაში არ არის მრავალფეროვნება და შეხედულებათა სხვაობა. თითქმის ერთი და იგივეს ამბობენ და ძალიან უგემოვნოდ. რაც შეეხება პარტიების გაერთიანებას, ეს იქნება მცდელობა იმისა, რომ ადმიანმა დაისვენოს ამ გულისამრევი პოლიტიკური სივრცისგან, რომელსაც არაფერი კარგი არ მოაქვს, გარდა საშინელი დეზინფომაციისა. ამიტომ, მე რა საკვირველია მივესალმები მსგავს გამსხვილებას. კაცმა რომ თქვას, კიდევ უფრო უნდა შემცირდეს პარტიათა რაოდენობა და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არ გავათელინოთ პოლიტიკური სივრცე იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ნიჭი, მაგრამ აქვთ ამბიცია!

ენქერი

2016-12-30 00:29:24

ტრამპის შეფასებებში ჯერ ნუ ვიჩქარებთ. სასურველს რეალობად ნუ ვაქცევთ. ეგ ძაღლი იმ ძაღლისააო და ორივე ერთი სახლისააო, ასე უთქვამთ ჩვენს წინაპრებს.

NEVRO

2016-12-30 00:34:48

ტერორიზმი ამერიკის კონტინენზე რა ხანია გადანაცვლებული და დამკვიდრებულია. მაგალითად 11 სექტემბერი აშშ-ს ისტორიაში. ან კლუმბიაში ნარკოკარტელის მიერ ათეული წლების განმავლობაში მშვიდობიანი მოქალაქეების, პოლიციის და პოლიტიკოსების ხოცვა ჟლეტა ეს რაღაა თუ არა ტერორიზმი?!

NEVRO

2016-12-30 00:41:21

პუტინს ისე სურს და აწყობს ამერიკის მხრიდან ლოიალური დამოკიდებულება, რუსეთის თანაბარ პარტნიორად აღიარება, რომ მზად იქნება ამერიკას დაუთმოს არაპრინციპულ საკითხებში. საკითხავია არის საქართველოს მთლიანობის საკითხი პუტინისათვის პრინციპული? და თუ არა, მაშინ მოინდომებს კი აშშ ახალი ადმინისტრაცია საქართველოს გამთლიანების ხარჯზე, რაღაც დაუთმოს რუსეთს მის ამბიციებში, თუნდაც ყირიმი?! ან რა შეიძლება იყოს ასეთი საკითხი?!

Maverick

2016-12-30 00:44:40

NEVRO,
ტელევიზიებისა და განსკუთრებით პარტიების საკითხთან დაკავშირებით გეთანხმებით, ორთავე მდარე, დრომოჭმული და დაშტამპული, დასავლეთიდან უგემოვნოდ გადმოტანილი კლიშეებია, რომელებიც ქართული სხეულისათვის უცხოა, მკბენარებივითაა!..

papa

2016-12-30 01:04:19

ნერვო


კი ძველია...ფერიცვალება განიცადა...
განათლება არ დაეწუნება, მაგრამ მაგას სხვა რამე ,,სჭირს,, სხვა რამე
ღმერთმა ქნას სუ ესეთ განწყობებზე იყოს ხოლმე ...
ჩათვალე რომ მეტი ინფორმაცია არ გესაჭიროება..

Maverick

2016-12-30 01:14:50

papa,
როგორ ფიქრობ, კოლუმბს მიუვიდა შენი მრავალწლიანი ლოცვა-კურთხევა?...

papa

2016-12-30 01:19:10

ნერვო

საქართველოს ისევ ლექსს ათქმევინებენ(პალე როიალის მაგივრად ამჯერად ვაშინგტონში) და ეგ იქნება სულ
კი მაგრამ შენი ადგილი აქ რატომ აღარააა??...ეგ რა შუაშია??
აქ ყველას თავისი ადგილი აქვს. ასე რომ იყავი აქ და თუ რამე სათქმელი გექნება თქვი ხოოლმე...
იყავი, იყავი. სხვებიც გვყავს მასეთები ..ისინიც დაბრუნდებიან..მერე ძაან გესიამოვნება აქ ყოფნა
მე ჯერ ლამეს ველოდები... ლოგოსს... ხიროხიტო.... ხალიბს
მოკლედ იყავი აქ და თუ წერის ხალისი არ გექნება, იკითხე ხოლმე
თავიდან მე ორი წელი მხოლოდ მკითხველი ვიყავი. მანამდე არ მეცალა, სხვაგან ვრევოლუციონერობდი

arichopra 2

2016-12-30 01:30:19

მოკლედ ჩემს გარდა ყველას ელოდები?! ))) ის კაცი თუ მაგრად დაგაკლდა შემიძლია 1-2 ისეთი პოსტი დავდო იმავ წამს შემოვარდება გამძვინვარებული და ქვას ქვაზე დაადუღებს! მე კი ყველას გილოცავთ ახალ წელს ახლებსაც და ძველებსაც! ღმერთმა მოგასწროთ დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს! ახლა კი გავიქეცი სანამ ქვა არ მომხვდა ზურგში! ))))

NEVRO

2016-12-30 01:32:50

პაპა, სახელის (მეგრელი) მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ეს კაცი სეპარატისტი უნდა იყოს?! ისე, აქ იმერელიც შევნიშნე კიდევ!

papa

2016-12-30 01:35:38

ჩოპრა

მე შენ უკვე დაბრუნებულადა გთვლი-- უკვე ერთი კვირაა რაც აქ გხედავ
ცოტა კი მორცხვობ, მაგრამ მაინც უკვე გაგახსენდა აქაურობა..
ორჯერ გამოგეკიდე მაგრამ ,,დაიმალე,, ---- ეგრე არ იცოდი

papa

2016-12-30 01:39:28

ნერვო

ჰოო..რაღაცა ცოტა მაგდაგვარები ახასიათებს, მაგრამ... მხოლოდ მაშინ როცა გააბრაზებდნენ ხოლმე


papa

2016-12-30 01:44:52

მავერიკ

ადრე ჩვენი ძველი იუზერი ჯრუჩი მეუბნებოდა... ეს რა დღეში ჩააგდე კოლუმბი, საწყალი შენს გამო საფლავში სუ ვერტალიოტის პროპელერივით ტრიალებსო....
ჰოოდა ბოლო ხანებში აღარა ვლანძ/ღავ, თავისიც ეყოფათ.....წავიდა უკვე მანდ რეაქცია

NEVRO

2016-12-30 02:09:13

პუტინს ისე სურს და აწყობს ამერიკის მხრიდან ლოიალური დამოკიდებულება, რუსეთის თანაბარ პარტნიორად აღიარება, რომ მზად იქნება ამერიკას დაუთმოს არაპრინციპულ საკითხებში. საკითხავია არის საქართველოს მთლიანობის საკითხი პუტინისათვის პრინციპული? და თუ არა, მაშინ მოინდომებს კი აშშ ახალი ადმინისტრაცია საქართველოს გამთლიანების ხარჯზე, რაღაც დაუთმოს რუსეთს მის ამბიციებში, თუნდაც ყირიმი?! ან რა შეიძლება იყოს ასეთი საკითხი?!

მეგრელი

2016-12-30 13:06:36

https://conservativedailypost.com/the-judge-has-ruled-clinton-email-case-now-reopened-due-to-critical-errors-during-1st-trial/
-----------------------------------------------------------------------------
ტრამპი შეტევაზე გადავიდა.


tngh

2016-12-30 13:49:17

წარმავალმა აშშ-ს პრეზიდენტმა მორიგი სანქციები დაუწესა რუსეთს "კიბერშეტევებისათვის"... და ალეპოს განთავისუფლებისა და მიღწეული სამშვიდობო ხელშეკრულებისათვის. წვეთი შამპანური და არაყი აღარ გადაუვათ ყელში რუსებს საახალწლოდ.

თენგო

2016-12-30 15:02:17

რაღაცა ეჭვი გამიჩდა ,რომ ტრამპის ბაბუა ქართველი იყო!!!

დომნა

2016-12-30 16:40:59

რას ნიშნავს დიდი ქვეყნის პრეზიდენტობა. გამსახურდია გაეროს რომ შეეხო ნახევარი ოპოზიცია გამოუვარდა და ზოგი მოსკოვის აეროპორტშიც კი კუნტრუშებდა საქართველოსთვის დემოკრატიის სახელით. ეხ უბედურო საქართველოვ ყველას ჯინაზე გაბრწყინდები და კიდევ იტყვიან შენი შვილები სათქმელს, რომელიც მსოფლიოს აღაფრთოვანებს.

NEVRO

2016-12-30 16:55:54

რა მაგის პასუხია და მომივიდა ტელეფონზე შეტყობინება, ზიპ.კრედიტ მთავაზობდა თუნდაც 2000 ლარ სესხს სახლიდან გაუსვლელად. დავთვალე იქვე და დამიწერა თუ 2000 ავიღებდი 2 წლით, სრულიად დაფარვის შემდეგ თითქმის 6000 ლარი მექნებოდა შეტანილი! მაგარია არა?! ერთი ზღაპარი გამახსენდა, ქართული (ჯეჯელავას არ უთხრათ!), კაცი უადგილო ადგილას იძახის ნასწავლ ფერაზებს და ყველგან მუჯლუგუნებს თავაზობენ. მაინც გავრისკავ, ონლაინ გამსესხებლებო ახალი წლიდან - მუჭა ნახევარი, მუჭა ნახევარი... თქვე გაუმაძღრებო! ))))

DDDzia

2016-12-30 17:51:04

Путин решил не высылать американских дипломатов

Владимир Путин: «Возвращающиеся на Родину российские дипломаты проведут новогодние каникулы в кругу родных и близких — дома. Мы не будем создавать проблем для американских дипломатов. Мы никого не будем высылать».

По словам президента, Москва оставляет за собой право на ответные меры, но не собирается опускаться до уровня «кухонной», безответственной дипломатии.

Владимир Путин: «Дальнейшие шаги по восстановлению российско-американских отношений будем выстраивать исходя из политики, которую будет проводить администрация президента Д.Трампа».

Ранее администрация президента США Барака Обамы ввела санкции против девяти российских учреждений, компаний и физлиц, за «вмешательство в выборы» и «давление на американских дипломатов», работающих в России. В рамках санкций, в частности, 35 российских дипломатов были объявлены персонами нон грата.

Пресс-секретарь президента РФ Дмитрий Песков ранее заявил, что действия американской стороны выглядят «как абсолютно непредсказуемое проявление агрессии». Он предупредил, что ответные санкции могут нанести существенный дискомфорт США в этих же областях. При этом Песков выразил уверенность, что Владимир Путин не будет спешить с принятием ответных шагов.

papa

2016-12-30 19:43:16

ნახეთ.. ნახეთ.. რა ქაჯები არიან ეს ამერიკელები თავიაანთი ... მრჩევლების ჩათვლით
ტრამპის გამარჯვებით გამწარებულები ყველაფერს იპუტავენ
ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ გაჰკივიან---ტრამპი პრეზიდენტად პუტინმა დასვაო-- ქაჯები....
. არა, არა...ქაჯები კი არა, ქაჯანები არიან ქაჯანები, ქაჯებამდე ვერ ქაჩავენ
კი მაგრამ ეს რომ ეგრეც იყოს, ესე უნდა გაჰყვიროდნეენ მსოფლიო მასშტაბიით??

ეხლა კიდევ ოღონდ რუსეთთან ვერც ტრამპმა დაალაგოს ურთიერთობაო და ყოველ ნაბიჯზე ამერიკა რუსეთის ურთიერთობაში აჯ/ვამენ და აჯ/ვამენ
ეხლა ხომ მაინც კარგადა სჩანს ვინ არის აგრესორი--- ეგენი თუ რუსეთი...ანუ ლიბერასტულად რომ ვთქოთ ამერიკას,,ასე ვთქვათ ნიღაბი ჩამოუვარდა,,-- ჩამოვგლიჯეთ,,
ეხლა კიდევ მორიგი ქაჯობა ჩაიდინა იმ მართლა ქაჯმა ობამამ---- პუტინს 35 დიპლომატი გამოუგდო.
საპასუხოდ კიდევ პუტინმა, ნაცვლად იმისა რო ამასაც გაეყარა რუსეთიდან ამერიკელები... პირიქით ამერიკელი დიპლომატების ბავშვები კრემლში საახალწლო ნაძვის ხეზე წაიყვანა..
აქაც აჯობა პუტინმა დიპლომატიაში მთელ ამერიკულ ანალიტიკურ ცენტრებს(დაცენტრილებს), თანაც ყველას ერთად აღებულებს
მერე იტყვიან პუტინიო..........სი/რობას სი/რობაზე აკეთებენ და პუტინი რა შუაშია??
მაგათ ეგონათ პუტინს პროვოკაციაზე წამოვიკიდებთო და პირიქით კი გამოვიდა...თავიაანთ პრიომზე თვითონვე დაეცენ--დაეხეთქენ, თანაც მაგრად!!!
ჩქარობენ ამერიკელები უკვე, ჩქარობენ. ისე ძაან უნდათ ტრამპს რომ მომავალში პუტინთან დალაპარაკების საშუალება მოუსპონ, რომ სიჩქარეში შეცდომას შეცდომაზე უშვებენ
აგონიას ჯერჯერობით არ ვიტყვი, მაგრამ ახლოს კი არიან უკვე მასთან.
მიქელა დასტრიალებთ მაგათ უკვე ახლოს, მიქელა

ტორი

2016-12-30 19:52:20


"По словам президента, Москва оставляет за собой право на ответные меры, но не собирается опускаться до уровня «кухонной», безответственной дипломатии"....
---------------------------

მაგარია!!! პუტინს არ სცოდნია, თორემ, ქართულ კუხნაში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები წყდებაააა...დუმას არც დაესიზმრება...

Maverick

2016-12-31 02:09:44

ტორი,
ბრავო, ჩაგეთვალა, ნატალის "კუხნის" კლუბის წევრობა რუსეთის დუმისა და დადუმებულ, დაყრუებული ქართული პარლამენტისუმრავლეს წევრებს დაამშვენებდა.

Maverick

2016-12-31 02:15:56

მეგობრებო, ქალბატონებო, ბატონებო, გილოცავთ დამდეგ 2017 წელს!
გისურვებთ აყვავებას, აღზევებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მხნეობას, ხვავს, დოვლათს ბარაქას, აღორძინებულ, გამრავლებულ, ერთიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას და მოღვაწეობას, მრავალ ახალ წელს დაგვასწროს მაღალმა ღმერთმა!
ედ.გა--ლი

papa

2016-12-31 02:19:51

მავერიკ


შენ რა ხუმროობ??
ჩვენზე ლაპარაკოობ??
......მოგინდა ჩუსტებით მთვარეზე სიარულიო ..... გახსოოვს?? --იგრეა ზუსტად
ისე ოცნებნა კარგი რამეა კია, ხო იცი...

Maverick

2016-12-31 03:19:15

papa,
მახსოვს ძმაო, მახსოვს!
კარგი რამეა,კარგი!

ტორი

2016-12-31 07:23:26


ტრამპი რომ პუტინის აგენტია, ამაზე მეტი დამამტკიცებელი საბუთი საჭიროა?

https://twitter.com/realDonaldTrump/status/814919370711461890

საკითხავი ის არის, ჩვენ რა ვქნათ, ჩ ვ ე ნ?!

Jon Do

2016-12-31 10:59:10


ვუერთდები მავერიკის მოლოცვას, ყველას გუსრვებთ ღვთის წყალობას, ყველაფერს საუკეთესეოს!!!


ოღონდ თუ ვინმემ იცით იქნებ განმიმარტოთ "აყვავება" რას მიშნავს? ან "აღორძინება" კიდევ ძალიან უცნაურად ჟღერს და რატომ ასოცირდება კარგთან? )))

DDDzia

2016-12-31 11:09:50

Невероятно Бараш Асад Все Сказал! Запад Этого Не Простит!

https://www.youtube.com/watch?v=TxUaKZex5AI

papa

2016-12-31 11:17:12

პირველში მაკეინი ჩამოდისო
იმ ოხერ--ტიალს ან სახლი არა ააქვს ან კარიიი, ამ ახალ წლებში რას დაწანწალებს, რა უნდა ჩვენგან??
ეგ ეხლა ჩვენ ფანდარასტებს უკაზანიებს მისცემთ---ეტ/ყვით....რა არის, რუსეთის ლანძ/ღვაში თქვენი ხმა ბოლო-ხანებში რატომღაც ომახიანად აღარ ისმის, ასე არ შეიძლებაო და დატუქსავთ .. სუ ყურებს აუწევთ ამათ
მერე ეტ/ყვით--- ჩვენ მიშასთან ასე არ მოგვილაპარაკია, ფულები განა ტ/ყუილად მივეცით, იმას ფიცი აქვს დადებული, რომ საქართველო სუ მარად მწვანე ეკალი უნდა იყოს რუსის ტ/რაკშიო..ესე არ შეიძლება, მერე რა რომ მიშა აღარ არი, თქვენ მისი მემკვიდრეები ხართ, თქვენ უნდა გააგრძელოთ რუსის ლანძ/ღვაო..
პლიუს კიდევ ეტ/ყვის--- რაღაც აღარც ნატო ნატოს ძახილის ტემპი აღარ გივარგათო ..და აქაც წამოუთაქებთ თავში
მერე ცოტა.. დროებით... ნაცებიც გამოცოცხლდებიან

ცუგო

2016-12-31 14:38:47

ქალბატონებო და ბატონებო, მრავალ ახალ წელს დაესწარით, ბედნიერ საქართველოში გვეცხოვროს 2017 წლიდან დაწყებული ...

ტორი

2016-12-31 16:17:34

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ყველას...უფალი წყალობდეს ჩვენს ქვეყანას...

ტორი

2016-12-31 17:27:48

papa2016,

პირველში მაკეინი ჩამოდისო
იმ ოხერ--ტიალს ან სახლი არა ააქვს ან კარიიი, ამ ახალ წლებში რას დაწანწალებს, რა უნდა ჩვენგან??
--------------------------------
რა უნდა უნდოდეს პაპა?
ინდაურის საცივი და ელარჯი მონატრებია ძალიან და იმის საჭმელად ჩამოდის...:::)))


პაპა,
მრავალ ახალ წელს...
ღმერთმა ჯანი მოგცეს, შინაურების გამრავლება-გახარებას გისურვებ და ისეთ საქართველოში ცხოვრებას, შენს სულს და გულს რომ გაუხარდება...

papa

2016-12-31 19:40:45

ტორი

მადლობა

ეხლა კი ....ყველას გილოცავთ ახალ წელს!!!
სიკეთე საქართველოს და ყველა აქაურს....
მავერიკს გუშინ ვუთხარი..... ბევრი მოგნდომებია მეთქი.....
მაგრამ მშვიდობა რომ იყოს და ქვეყანა მთლიანი ეს რათაა ბევრი?/
მათხოვრები და გაჭირვებულები აღარ მენახოს საქართველოში..
ბევრი ქართველი დაბადებულიყოს და ნაკლები გარდაცვლილიყოს ჩვენს ქვეყანაში და ,,გარეთაც,,

.....მერე მეც კარგად ვიქნები და ... ყველანიც....

Maverick

2017-01-01 01:16:06

Jon Do,
ყაყაჩო აყვავებულა...
................
დავით IV აღმასენებელმა დაშლილი, დაქუცმაცებული ქვეყანა გააერთიანა, ააღორძინა-ფეხზე დააყენა

papa

2017-01-01 12:25:51

,,ტრამპის ორბიტაზე ქართველები არ ვჩანვართო,,...

ეს კი გაგრძელებაააა....

kitanoo2016-12-29 18:12:58

ნეტა რომელ ორბიტაზე ვჩანვართ.

ლაუაზიე2016-12-29 23:12:52

მოკრძალებულად ვეცდები ვთქვა: წელს ქვემოთ რომ ორბიტაა, აი მანდ ვჩანვართ ალბათ აქეთ–იქეთ მოქანავე

kitanoo2016-12-30 12:56:15

ლაუაზიე -თქვენი ახალი კანონი ფრიად დამაფიქრებელია.


ესე დიდი ხანია არ მიცინია ...მოკლედ შედევრია შედევრი ....
მალადეც ორივეს!!!!

papa

2017-01-01 12:31:08

ასე გულიანად ადრე ასე 3-4 წლის წინ ჩოპრამ მაცინა---ქართულ ანბანზე, პლუტარქეზე და მროველზე, ოდაბადეს ეკამათებოდა ......
. ეხლა კიდევ ამათ
მაგარია!

kolxi

2017-01-02 10:17:29

თითოეულს ცალ-ცალკე და ყველას ერთად გ ი ლ ო ც ა ვ თ ახალ წელს, ძველსაც და ახალსაც!!!
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბეეევრ სიკეთეს და წარმატებებს, ასევე ჩვენ სამშობლოში მშვიდობას, აღმავლობასა და განვითარებას, რისი ფერმკრთალი, მაგრამ აშკარა ნიშნებიც სახეზეა (თუ რა თქმა უნდა შავ სათვალეებს არ გავიკეთებთ და ყველაფერს უკუღმა არ შევხედავთ).
ჩვენ ქვეყანას კი გაერთიანებას, გამრავლებას, ეკონომიკურად გაძლიერებას და ავისმოსურნეთა პირში ჩალაგამოვლებულად დატოვებას უსურვებ!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80