„სააკაშვილის პოზიცია, რომ რუსეთს უკრაინაში დავამარცხებ და საქართველოშიც 30-ათასკაციანი პარტია მეყოლება, „მანია გრანდიოზაა“
პოლიტიკა

„სააკაშვილის პოზიცია, რომ რუსეთს უკრაინაში დავამარცხებ და საქართველოშიც 30-ათასკაციანი პარტია მეყოლება, „მანია გრანდიოზაა“

„სააკაშვილის პოზიცია, რომ რუსეთს უკრაინაში დავამარცხებ და საქართველოშიც 30-ათასკაციანი პარტია მეყოლება, „მანია გრანდიოზაა“
მანანა ნოზაძე

2016-12-27 15:30:42

პარტიული ყრილობა ახლოვდება და „ნაციონალთა“ მოუსვენრობაც მატულობს. თვეში 100 ათასი ლარის დაზოგვის მიზნით შემცირებაში მოყვნენ აქტიური „ნაციონალები“ კობა ხაბაზი და გიორგი ონიანი, ანუ სააკაშვილის ფრთის ხალხი. როგორც აღმოჩნდა, კობა ხაბაზი საკუთარ თავზე არც კი ფიქრობდა და ხელფასს „თავისუფალ ზონას“ ახმარდა, მაგრამ ამას ბოკერიასთვის ხელი არ შეუშლია, კაბინეტში საქმის გასარჩევად დაებარებინა დამაშვრალი „ნაციონალი“.

„ნაციონალები“ ერთმანეთს არ ინდობენ და მზად არიან, საკუთარ ინტერესებს პარტიაც გადააყოლონ. ვინ არია სიტუაცია პარტიაში და რამდენად ძვირად დაუჯდებათ შეუცვლელი ლიდერის -სააკაშვილის ჩანაცვლებაზე ფიქრი თანაპარტიელებს? ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი ვაჟა ბერიძე ესაუბრა.

ვაჟა ბერიძე: ტრაგედიის დონეზე მისული პრობლემა ის გახლავთ, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე არცთუ მცირე პერიოდია გასული და ჩვენ კი დამოუკიდებელ სახელმწიფოსა და დემოკრატიულ საზოგადოებას ვაშენებთ არადემოკრატიული პარტიების მეშვეობით. დემოკრატია მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტები - პარლამენტი, მთავრობა, თავისუფალი მედია როდია. უპირველეს ყოვლისა, იმ ძალამ უნდა გვიჩვენოს დემოკრატიის მაღალი ხარისხი, რომელიც ხალხის ნებით ქვეყანას მართავს. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყოველთვის გვქონდა პრობლემა, რადგან ხელისუფლების სათავეში მყოფი ყველა პარტია ძირითადად იყო ლიდერის პარტია. სწორედ ლიდერის ნდობით აღჭურვილ ადამიანთა ჯგუფი წარმართავდა პარტიულ მშენებლობასაც, პოლიტიკასაც, აკომპლექტებდა ხელისუფლებასაც და ასე გრძელდება დღემდე. ეს საზოგადოების პრობლემაა, რადგან არ შეიძლება პოლიტიკურ ავანსცენას მართავდნენ არადემოკრატიული შიდაპარტიული სტრუქტურების მქონე ძალები.

ვერც მმართველი პარტია დაიკვეხნის შიდა პარტიული დემოკრატიით, ორგანიზაციების როლი, პარტიის წევრების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებაში პირობითი და სუსტია. მთელი ცხრაწლიანი მმართველობის განმავლობაში ეს იყო ტიპური ერთმმართველობა, სააკაშვილის ნებით დაწინაურებული პირები აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში. ყველაფერი ექვემდებარებოდა ერთი ძლიერი ავტორიტარული ინსტინქტების მქონე პიროვნების ნებას. შესაბამისად, ამან გამოიწვია კონფლიქტი საზოგადოების უმეტესობასთან და არენიდან გავიდა ეს ძალა, მაგრამ მაინც დარჩა საზოგადოების საკმაო ნაწილის ინტერესების გამომხატველად. არ შეცვლილა პრინციპი და ამის ნაწილია ისიც, რაც დღეს ამ პარტიაში ხდება. „ნაცმოძრაობამ“ ვერ მოახერხა, განეცადა კათარზისი, ანუ კრიტიკულად შეეფასებინა ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდი, სადაც იყო მიღწევებიც, მაგრამ იყო დარღვევები ადამიანის უფლების სფეროში, საკუთრების შელახვა. იმდენად მასშტაბური იყო ეს, რომ ხალხმა უარი უთხრა სააკაშვილის მმართველობას. ამ პარტიაში საკმაო ინტელექტუალური პოტენციალი იყო და, წესით, ამ მარცხს უნდა მოჰყოლოდა კრიტიკული ანალიზი. ამის შემდეგ თუ პარტია გადაწყვეტდა, რომ წინასახელისუფლებო პოლიტიკური ძალების მსგავსად, არ წასულიყო არენიდან და დარჩენილიყო, ეს უნდა მომხდარიყო წარსული საქმიანობის გადააზრების შედეგად. როგორც აღმოჩნდა, ამ არჩევნების შედეგების მიხედვით, „ნაცმოძრაობას“ ჰყავს ნახევარ მილიონამდე მხარდამჭერი და ათასობით წევრი. ამ ადამიანების ძალისხმევით უნდა მომხდარიყო ამ ორგანიზაციის მომავლის ჩამოყალიბება.

სამწუხაროდ, პარტიის წევრთა საკმაო ნაწილმა არჩია ძველი გზით სიარული და დღემდე ცდილობს მიხეილ სააკაშვილის ერთადერთ და უპირობო ლიდერად წარმოჩენას, თუნდაც ეს ადამიანი იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, იქაურ პროცესებში ჩართული და ფიზიკურად არმყოფი საქართველოში, სადაც მის მიმართ წარდგენილია ბრალი სერიოზულ დანაშაულებში. ბუნებრივია, ეს ასუსტებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და თავისთავად გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს თვითონ პარტიის შიგნით. ვითარება ისეთია, რომ სააკაშვილის ავტორიტეტის მიმდევრები ამ პარტიის მომხრეთა შორის უმრავლესობას წარმოადგენენ. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. აქედან გამომდინარე, ის ჯგუფი, რომელიც სააკაშვილს აიფარებს წინამძღოლად და თუნდაც დისტანციიდან იქნება მისი აქტივისტი და მისი იდეების განმახორციელებელი, მოცემულ შემთხვევაში, გაიმარჯვებს, რაც პარტიის მომავლისთვის კარგი არ მგონია.

რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, კარგი გზა შეთავაზებულია უმცირესობის მიერ პარტიის ხელმძღვანელობაში. ეს არის ცოცხალ ორგანიზმად პარტიის გადაქცევა, დემოკრატიული პროცესების წახალისება, გონივრული ფორუმების ჩატარება. ახლა ვერავინ დამაჯერებს, რომ 7-ათასკაციანი ყრილობა რაიმე გონივრულ გადაწყვეტილებამდე მივა და იქ მოხდება რაიმე საკითხების განხილვა. 7-ათასკაციანი ყრილობა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დროს იყო სანახაობა და ცირკი, გვახსოვს ეს წარსულიდან, ახლა ამდენივე ადამიანის შეკრება ცალსახად მიტინგი იქნება. მიტინგი კარგია ადამიანების ემოციის გამოსახატად, რაღაცის გასაპროტესტებლად, მაგრამ მიტინგი მიუღებელი ფორმაა გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად, პარტიული მშენებლობის გასაგრძელებლად. ვფიქრობ, ეს სიტუაცია მაინც დამთავრდება სააკაშვილის მომხრეების გამარჯვებით, რაც პარტიის პერსპექტივებს მეტისმეტად ბუნდოვანს გახდის.

საბჭოთა პერიოდი ახსენეთ და მიშასგან განდგომილნაციონალებსშორისაც იყო მცდელობა, ეს ყველაფერი დაეკავშირებინათგკჩპ“- ტრადიციისთვის. გივი თარგამაძის მხრიდან უხეშად ითქვა, რომშესტიორკაუფრო ეამა მიშას, ვიდრეტროიკა“, საბჭოთა ანალოგიის გამო. თქვენ ხშირად ახსენებთნაციონალთაკათარზისს, მაგრამ კათარზისის განხორციელება იმ სიმძიმის მქონე პარტიისთვის, როგორიცნაცმოძრაობააუაღრესად რთულია.

- თავისთავად, კათარზისი აუცილებელია, როგორც თითოეული ადამიანისთვის, ისე საზოგადოებისთვის, მისი პოლიტიკური ძალისთვის. ყველანი ცოდვილები ვართ ამქვეყნად და, თუ კრიტიკულად არ ვაფასებთ წარსულს, არ ვაღიარებთ დაშვებულ შეცდომებს, ისე არც ადამიანს და არც პარტიას მომავალი არ აქვს.

მაგრამ თვითონნაცმოძრაობისწევრები დასცინიან .. რეფორმატორებს, რომლებმაცნაციონალურიტვირთის ჩამოშორება ისურვეს. საუბარია გიორგი ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეზე. საქილიკოდ გამხდარა, რასაცმიაღწიესამ ადამიანებმა მიშას გარეშე. მათ ცინიკურად ახსენებენ, რომ რატომღაც ეგონათ, თავიანთი ავტორიტეტით რაიმეს მიაღწევდნენ.

- ამ ადამიანებმა რას მიაღწიეს? შესაძლოა, ვერც ვერავინ მიაღწია ვერაფერს, მაგრამ ეს გარდუვალი იყო, ისეთივე გარდუვალი, როგორც სიცოცხლე და სიკვდილი, თუ ზედმეტად პათეტიკური შედარება არ გამომივა. ვისაც სურს, ჰქონდეს მომავალი, მან კრიტიკულად უნდა გაიაზროს წარსული, სწორედ ამის შემდეგ ისახება გზა.

თქვენ ამბობთ, რომ იმ ჭაობიდანაც შეიძლება ამოსვლა, რაშიცნაციონალებიიმყოფებიან?

- ყველა მდგომარეობიდან შეიძლება გამოსვლა, თუკი სწორად შეხედავ დაშვებულ შეცდომებს. აკვიატებული იდეით ან რამდენიმე პიროვნების გაფეტიშებით, კერპების ან თუნდაც ერთი კერპის თაყვანისცემით შედეგის მიღწევა შეუძლებელია. თუ რაიმე მიღწევა იყო იმ ცხრა წელიწადში, რა თქმა უნდა, ამაში მისი ლიდერის - მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაცაა, მაგრამ ის ამას ვერ მოახერხებდა თანამებრძოლებისა და საზოგადოების გარეშე. ამიტომ ახლა ასეთი პოზიცია, რომ მე ახლა უკრაინაში მსოფლიო მასშტაბის მოვლენებს შევეჭიდები, რუსეთს უკრაინაში დავამარცხებ და, თუ ასეთი მაგარი ვარ, რა არის ერთი, თუნდაც 30-ათასკაციანი პარტია მყავდეს საქართველოში და ჩემს ყველა მითითებას უსიტყვოდ ასრულებდეს, ეს უკვე „მანია გრანდიოზაა“. თვითონ ამ ადამიანებისადმი უპატივისმცემლობის გამოხატულებაა, რადგან შენ გინდა, გემონებოდნენ და გადიდებდნენ, როგორც კერპს და შენ უნდა იყო ყველაფერზე მაღლა. ასეთი მიდგომა თვითონ დასავლურ ცივილიზაციას არ აქვს, რომლის მიბაძვასაც ცდილობს სააკაშვილი. იქ არის პიროვნების პატივისცემა, მაგრამ კერპებს არავისგან ქმნიან. საკუთარი თავის წინააღმდეგ რომ ამხედრდება ქალაქი, იმას რა მოუვა, ეს ბიბლიური ჭეშმარიტება კარგად ვიცით და, რომ დაიყოფა, ესეც ცუდი შედეგების მომტანია. ამიტომ ეს პროცესი უნდა იყოს ბუნებრივი.

ეს ჯგუფი, რომელიც ცდილობს პარტიისა და რეპუტაციის გადარჩენას, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის სერიოზული ოპონირების გაწევას, შესაძლოა, მართლაც ას ან ათას კაცს წამოადგენდეს, მაგრამ შესაძლოა, ეს ჯგუფი მართალი იყოს. ჰიპოთეზურად და თეორიულად მართალია და, ჩემი აზრით, უფრო მართალია, ვიდრე ის ძალა, რომელიც ამბობს, ჩვენ გამოვიყენებთ ტექნიკის მიღწევებს, ეკრანზე გამოვა ჩვენი მეთაური და კიევიდან მოგვცემს მითითებებს. მაშინ სადღაა სამუშაო პროცესი? მაშინ რა ფუნქცია აკისრიათ პარტიის რიგით წევრებს, რეგიონულ ორგანიზაციებს, პარტიის ცენტრალურ სტრუქტურებს? ეს ყველაფერი უნდა მოექცეს დემოკრატიული პროცესის ჩარჩოებში, რადგან არადემოკრატიული პარტიებით დემოკრატიული ქვეყანა არ აშენდება.

„ნაციონალების“ ზოგიერთ ლიდერს პირადად ვიცნობ და ისინი ამბობდნენ, რა დროს დემოკრატიაზეა საუბარი, როდესაც აგერ, მტერი რუსეთი მოდის, მეხუთე კოლონას აქეზებს და თავისი გავლენის ქვეშ ჩვენი ქვეყნის მოქცევა სურს. დაახლოებით იმავე რიტორიკით ამართლებდნენ თავიანთ მძიმე ქმედებებს დიქტატორები ნებისმიერ ქვეყანაში. მათ შორის, 30-იანი წლების მოვლენებს ამართლებდნენ კომუნისტური რეჟიმის მაშინდელი ხელმძღვანელები. ისინი ამბობდნენ, რა დროს სამართლებრივ პროცესებზეა საუბარი, როდესაც ჰიტლერი მოდის საბჭოთა კავშირის დასანგრევად და მშრომელთა ინტერესების დამცველი ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში უნდა დაამარცხოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ რაღად გვინდა ხანგრძლივი სასამართლო მოსმენები, სად გვაქვს ამის დრო, შემოვიღოთ „ტროიკები“, ანუ სამეულები და იმათ განსაჯონ ადამიანების ბედი, ხოლო მთავარი არგუმენტი ასეთი ადამიანების წინააღმდეგ მაშინდელი გენერალური პროკურორის - ვიშინსკის თქმით, შემდეგი იყო: „მტკიცებულებათა დედოფალი გულწრფელი აღიარებაა“. ეს „გულწრფელი აღიარება“ კი მიიღწეოდა წამებით. ასე ამართლებდნენ იმ განუკითხაობას. ვთქვათ, ვიღაცა აფხაზეთიდან გადმოვიდა, მათ ჩათვალეს, რომ ისინი აგენტები იყვნენ და უსაშინლესი წამებით მოექცნენ მათ, უფრო სიმკაცრით, ვიდრე საკონცენტრაციო ბანაკებში ფაშისტები ექცეოდნენ ებრაელებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სააკაშვილის მომხრე იქნება, თუ ე.წ. ბოკერიას დაჯგუფების წარმომადგენელი, პირიქით, ყველას უნდა უხაროდეს, რომ რაღაც იცვლება. იქნებ, ამ მიმართულებითაც გვიჩვენონ სიახლე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

მოგეხსენებათ, პოლიტიკური პარტიები ჩვენთან ძირითადად ერთი კაცის პარტიებია. ნაკლებად ვიცი პარტია, რომელიც გარკვეული იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანების ერთობაა. თუმცა ასეთებიც, რა თქმა უნდა, არიან. საქართველოს არ აქვს ნავთობი, გაზი, განსაკუთრებული მოცულობის წიაღისეული, რომ ამის საფუძველზე განვავითაროთ დემოკრატია. დემოკრატია ჩვენი ხალხის მთავარი საგანძურის - გონიერებისა და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებაა. დიქტატურის პირობებში, რა თქმა უნდა, გენიოსები აღწევენ შედეგებს, მაგრამ ამ შედეგების მიღწევა მასობრივად უფრო დემოკრატიის პირობებშია შესაძლებელი, როგორც ამას დასავლური დემოკრატიები ადასტურებენ. ჩვენ თუ გვინდა დემოკრატიული საზოგადოება ვიყოთ, თან ეროვნული ინტერესები, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დავიცვათ, უნდა მივეჩვიოთ, რომ თითოეულ ადამიანს, რაღაც ჯგუფს აქვს თავისი უფლებების დემოკრატიულად დაცვის საფუძველი. არც პარტიაში და არც საზოგადოებაში ხალხი, ადამიანები, პარტიის წევრები ისეთ ბრბოდ არ უნდა ვაქციოთ, რომლებიც კერპებს დაუჭერენ მხარს.

სააკაშვილი აქამდე ცდილობდა, არ დამსგავსებოდა დამყაყებულ პერსონას და სხვების მიმართ ცინიკური გამონათქვამებისას სწორედ ამ სიტყვებს იყენებდა - „დამყაყებულები“, „ჩარეცხილები“. დღეს კი პარტიული ეჭვიანობა მისი მხრიდან იმ დონემდე ხომ არ მიდის, რომ სააკაშვილი შეგნებულად წავა ვა ბანკზე, როდესაც თავის ყოფილ თანაპარტიელებს მოიხსენიებსახირებულ ბლანჟიანებად“, „პეროიანებად“, „ივანიშვილთან გარიგებულებად“? მას ამხელენ ყოფილი თანამებრძოლები, რომ სააკაშვილი მის მიერვე დაფუძნებულ პარტიას თვითონვე უთხრის ძირს და იგი ტვირთიცაა ამ პარტიისთვის.

- მიხეილ სააკაშვილი ტვირთია თუ არა ამ პარტიისთვის, თვითონ პარტიის წევრებისა და პარტიის ელიტის გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ის გავა პოლიტიკური პროცესიდან, რადგან ამ ეტაპზე მას არ შეუძლია პარტიულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოში მონაწილეობის მიღება შექმნილი კონკრეტული გარემოებების გამო. პარტიის წევრებს შეუძლიათ, მიხეილ სააკაშვილი აირჩიონ საპატიო თავმჯდომარედ. მას უფლება აქვს, პერიოდულად მიმართოს ყოფილი პარტიის წევრებს, მაგრამ პოლიტიკური პროცესი უნდა მართონ აქ მცხოვრებმა და მომუშავე ადამიანებმა, რომ მაჯისცემაზე ხელი ეჭიროთ და აბსტრაგირებულები არ იყვნენ რეალობიდან, როგორც ამჟამადაა სააკაშვილი. მას ეგონა, რომ მისი შემოსვლა საარჩევნო კამპანიაში გამოიწვევდა ხალხის მასობრივ გადასვლას ოპოზიციის მხარეს. მან მოახდინა თავისი მხარდამჭერების მობილიზება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებით უკმაყოფილოთა მობილიზება. ჩემი გათვლით, ეს დაახლოებით 10%-ია, მაგრამ 16-17% იმ ადამიანებისა (თუ 20% არა) წავიდა და ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ ზუსტად იმიტომ, რომ სააკაშვილის დაბრუნების პერსპექტივა მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ესეც კარგად ვერ გაიაზრა და ვერ გათვალა მიხეილ სააკაშვილმა. ამიტომ ვფიქრობ, სჯობს, ის დისტანცირდეს გარკვეული პირობითობის მეშვეობით თავისი პარტიიდან და ამ პარტიას რეალურად ფუნქციონირების და მუშაობის საშუალება მისცეს. თუ მას ეშინია, რომ მისი გასვლა დაასუსტებს პარტიას, საპატიო თავმჯდომარის პოსტი ნიშნავს, რომ პარტია იქნება მისი ხედვების ერთგული. გარკვეული პირობების შექმნის შემთხვევაში, ის დაუბრუნდება პარტიას, თუკი ეს მიზანშეწონილად ჩაითვლება. სააკაშვილი არის, ერთი მხრივ, ძალა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფი და უმძიმესი მემკვიდრეობის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, მაგრამ, ამავე დროს, ის არის ცნობადი სახე, საერთაშორისო მასშტაბით იციან მის შესახებ პოზიტიური და არ იციან ნეგატიური. ასე რომ, რაღაც გადაწყვეტილება პარტიამ უნდა მიიღოს, თანაც ისე, რომ მიღებული გადაწყვეტილება ხელს უწყობდეს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და არა ბრბოს მიერ მიტინგების ჩატარებას პარტიული ყრილობის ფირნიშით.

 

ნანახია - 3484

davituna

2016-12-27 15:45:37

აბა, დავჯდეთ ახლა და იმაზე ვიფიქროთ,როგორ გადავარჩინოთ ნაცხროვა?! ვაი,თქვენს პატრონს - ჯანდაბამდე გზაც ჰქონიათ!

მ ა რ ე

2016-12-28 02:21:56


davituna :))
აბა, რა სადარდებელი გაგვიჩნდა!
არადა, როგორი იმედი მქონდა, ახლა უკრაინას დაალაგებს მიშა, მერე 10-15 წელიწადში რუსეთს შემოუერთებს უკრაინას (როგორც თვითონ განაცხადა) და საბოლოოდ საქართველოს დროშის ქვეშ მოაქცევს ამ ორ ქვეყანას-მეთქი!..

gio2000

2016-12-29 00:00:10

საეჭვოა,მაგრამ (რა იცი, რა ხდება!!!)მაინც ვუსურვოთ ბატონ მიხეილს მიზნების ასრულება,მაგრამ...
ამას დიდი დრო ხომ არ დასჭირდება?! :::)))
რა ქნას ამ დროის მანძილზე საქართველომ ?!
ცარიელი მუშტები უქნიოს რუსეთს?
მერე- გამოვა აქედან რამე?!
ნათქვამია:
"სანამ პეტრე მოვიდოდა- პავლეს ტყავი გააძვრესო"

ამიტომ, ჩვენ სჯობს-მუშტების ქნევის გარეშე- მოთმინებით დაველოდოთ
ბატონი მიხეილის მიზნების შესრულებას...
მერე კი ვნახოთ !!!
:::::::::::::::::)))))))))))))

მ ა რ ე

2016-12-29 17:58:28

gio2000,
რა არის საეჭვო, შე კაიკაცო?! გაუჭირდება უკრაინის დალაგება, თუ რუსეთს ვერ დაამარცხებს და ვერ შემოიერთებს?
მთვარია, წიკლაური, ბადრი შუბლაძე, მაია ორჯონიკიძე და ემა გოცირიძე უჭერდნენ მხარს!

მ ა რ ე

2016-12-29 22:33:19

ან რუსეთის დამარცხება რა პრობლემაა მიშასთვის... ოღონდ თვითმფრინავების ძრავები არ უნდა ჩართონ ძალიან მაღალ ხმაზე!

Maverick

2016-12-31 06:37:28

"ვითარება ისეთია, რომ სააკაშვილის ავტორიტეტის მიმდევრები ამ პარტიის მომხრეთა შორის უმრავლესობას წარმოადგენენ...."
----------------------------------
სააკაშვილის ავტორიტეტის კი არა, ქართველი ერის ნაძარცვი თანხების ყულაბაზე შემომჯდარი ღორის ტილის ავტორიტეტის მიმდევრები, თავადაც წურბელები, მკბენარები, უქნარები და უმაქნისები, მუქთი მაყუთის მოტრფიალეები. მათ მიშაც, გრიშაც, ნაცმოძრაობაც, შაშაც და კოლაც ფეხებზე კიდიათ, მამა-მარჩენალ მიშKUტას შესციცინებენ მისი სათქვლეფი სალაფავიდან ნარჩენები რომ გადმოუდორბლოს!...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80