„არ ვფიქრობ, რომ პარტია დაშლის პირასაა, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრად უფრო რთული პერიოდები გადაუტანია“
პოლიტიკა

„არ ვფიქრობ, რომ პარტია დაშლის პირასაა, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრად უფრო რთული პერიოდები გადაუტანია“

„არ ვფიქრობ, რომ პარტია დაშლის პირასაა, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრად უფრო რთული პერიოდები გადაუტანია“
თეონა მანაგაძე

2016-12-26 22:12:18

პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ის ადამიანები მაინც რჩებიან, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ პარტიას დაშლის საფრთხე არ ემუქრება. მათ შორისაა ლევან ბეჟაშვილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი გუნდია, რომელიც ერთ აზრზე არ არის, მაგრამ პარტიის წევრებს ისტორია, გაკეთებული საქმეები, გარკვეული შეცდომები და მომავალი გამარჯვება აერთიანებთ.

პარტიაში მიმდინარე პროცესების თაობაზე, for.ge ყოფილ დეპუტატს, პარტიის წევრს, ლევან ბეჟაშვილ ესაუბრა:

ნაციონალური მოძრაობისერთმა ნაწილმა საორგანიზაციო კომისია შექმნა, რომლის წევრებიც ეკა ხერხეულიძე, პეტრე ცისკარიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, დავით კირკიტაძე და ნუგზარ წიკლაური არიან. პარტიის მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კომისია არალეგიტიმურია. თქვენ როგორც კომისიის შექმნის ერთ-ერთი ავტორი, მოწინააღმდეგეების პოზიციას რას უპასუხებთ?

- ეს კომისია ვინმეს მიერ ხელოვნურად კი არ შეიქმნა, არამედ კომისიის შექმნა გათვალისწინებულია პოლიტსაბჭოს 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაში, რომელსაც მეშვიდე ყრილობის საორგანიზაციო წესი ჰქვია. განსაზღვრავრულია ასევე ის, დელეგატებად მოწვეული ვინ უნდა იყვნენ, საორგანიზაციო საქმიანობას ვინ წარმართავს, ხმების დათვლა როგორ ხორციელდება და ა.შ. ამ წესის თანახმად, ყრილობის საკითხებს საორგანიზაციო კომისია წარმართავს. ასევე კომისიის შემადგენლობას პოლიტსაბჭო განსაზღვრავს. კერძოდ, პოლიტსაბჭოს ხუთ წევრს კომისიის ერთი წევრის დასახელების უფლება აქვს. ანუ, 60 წევრიან პოლიტსაბჭოს 12 ადამიანის არჩევა შეუძლია, რომლებიც საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფენ. ეს კომისია პოლიტსაბჭოს ჩანაცვლებას, ან მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას არ აპირებს. ეს ისეთი კომისია იქნება, რომელიც ისეთ დეტალებს განიხილავს როგორიცაა: მანდატების გაცემა, საინფორმაციო უზრუნველყოფა და ა.შ. როცა საუბარია ლეგიტიმაციაზე, გეტყვით, რომ კომისია პოლიტსაბჭოს მიერ შეიქმნა.

როცა საორგანიზაციო კომისიას ქმნიდით, ეს პარტიის მეორე ნაწილს რატომ არ ამცნეთ? მათ ესსიურპრიზადრატომ მიიღეს?

- რას ჰქვია, წინასწარ საქმის კურსში არ ჩავაყენეთ? - ეს წესი პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნა განხილული და მიღებული. მას მხარი პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ დაუჭირა. ეს თემა არავისთვის მოგონილი არ ყოფილა და უცნაურ ტერმინებს იყენებენ, რაც მათი მხრიდან კარგი საქციელი არ არის. კომისიის შექმნა სიურპრიზი არავისთვის ყოფილა. კომისია ფუნქციონირებს, დღის წესრიგი მომზადდება და პარტია მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

არ ფიქრობთ, რომ უკვე იმ პოლიტიკურ ფაზაში ხართ შესულები, საიდანაც გამოსვლა რთულია და პარტია შესაძლოა, დაგეშალოთ?

- არ ვფიქრობ, რომ პარტია დაშლის პირასაა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრად უფრო რთული პერიოდები გადაუტანია. შიდა დისკუსია, პოლიტიკური თამაშის წესების განსაზღვრა და პარტიული აქტივის მოსმენა, ეს ის ნიშაა, რაც პარტიის სიძლიერეს და დემოკრატიულობას უზრუნველყოფს. საბოლოო ჯამში, პარტიის აქტივისტებისა და დელეგატების მონაწილეობით ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც პარტიას კიდევ უფრო ძლიერ და მონალითურ ძალად აქცევს.

პარტიის ერთი ნაწილი მეორე ნაწილს ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკურ გარიგებაში ადანაშაულებს და ერთიანობის შენარჩუნების იმედი მაინც გაქვთ?

- ასეთი ბრალდებები არ ყოფილა. ლოგიკური კითხვები და თემებია. მაგალითად - პარტიის თავმჯდომარეზე საუბარი რატომ დაიწყო?! ბათუმში 700 დელეგატს შევხვდით და მათ კითხვა დასვეს, ამ თემის წინ წამოწევა საჭირო რატომ გახდა, როცა სააკაშვილისგან პარტიის გამიჯვნაზე საუბრობენ და ზოგიერთები ამ პროცესის აღსაწერად სხვადასხვა ტერმინებს იყენებენო. ქვეყანაში ბევრად უფრო მძიმე ვითარებაა და ოპოზიციური პარტია ეკონომიკასა და ლარის ვარდნაზე უნდა საუბრობდეს, არადა, ამის ნაცვლად, იმ თემებზე ვსაუბრობთ, რაც არავის ინტერესებში არ შედის. ბუნებრივია, ეს კითხვებს აჩენს. ეს თემები საიდან მოდის? - მეორეს მხრივ, შეთქმულების თეორიაში გადავარდნა არ გვჭირდება და ამიტომ, ყველა კითხვას და საჭირბოროტო საკითხს პასუხი 20 იანვარს ყრილობაზე უნდა გაეცეს.

თქვენ ამბობთ, რომ ლოგიკური კითხვები გაქვთ. ალბათ, პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხსაც გულისხმობთ. როცა იმაზე აპელირებთ, რომ პარტია დემოკრატიულად ვითარდება, ეს პროცესი ახალი ხელმძღვანელის არჩევას არ ითვალისწინებს? ახალი თავმჯდომარის არჩევას რატომ ეწინააღმდეგებით?

- თქვენს მოსაზრებას თავისი ლოგიკა აქვს, მაგრამ პარტიას რა სჭირდება და როგორ უნდა განვითარდეს, ეს 24 ადამიანმა კი არ უნდა გადაწყვიტოს, არამედ პარტიის აქტივმა. ანუ, იმ ადამიანებმა, რომელთაც ამ არჩევნებზე იბრძოლეს და პროკურატურის მხრიდან ზეწოლა გაიარეს. როცა პარტიის განვითარებაზე ვსაუბრობთ და იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს ხელმძღვანელობაში, ეს ყველაფერი ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს და არა 24 ადამიანმა. პარტიის ისეთი მომავალი განვითარება ექნება, რასაც ყრილობა გადაწყვეტს. მეც იმას ვამბობდი, ამ თემის საჯაროდ გამოტანა რა აუცილებლობას წარმოადგენდა? რეალობა კითხვებს ბადებს, მაგრამ შეთქმულების თეორიები და წიაღსვლების გაკეთება საჭირო არ არის.

თქვენ თქვით, რომ ოპოზიციური პარტია ეკონომიკასა და ლარის ვარდნაზე უნდა საუბრობდეს. „ნაციონალური მოძრაობისსაპარლამენტო გუნდი უმრავლესობას მწვავე ოპონირებას უწევს და პასუხებს როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე სთხოვს. მათგან სხვას რას ითხოვთ? ეს ადამიანები თქვენ უნდა გებრძოლონ და სააკაშვილის ბრალდებები მოიგერიონ, თუ საპარლამენტო საქმიანობა წარმართონ?

- მათ თავს არავინ ესხმის. ზოგიერთი თანაგუნდელის მხრიდან წინ ის თემები წამოვიდა, რომელიც საჯაროდ განსახილველი არ იყო. ვინმეს არ ვაკრიტიკებ და საპარლამენტო წარმომადგენლობა თავის საქმიანობას ახორციელებს, მაგრამ ამავდროულად, პარტიას სხვა სტრატეგია სჭირდება. მხოლოდ საპარლამენტო მუშაობით და ოპონირებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და პრობლემების წარმოჩენა ვერ ხდება. ამიტომ, საპარლამენტო ტრიბუნის ნაცვლად, ხალხთან უნდა გავიდეთ, მათი პრობლემები გავიგოთ და შევეცადოთ, რომ მათთან ერთად ხელისუფლებას პრობლემები დავანახოთ. სხვა პოლიტიკური აქტივობით უნდა შევეცადოთ, პრობლემების წარმოჩენა და მათზე ყურადღების გამახვილება მოხდეს.

სხვა რა პოლიტიკური ბერკეტიაქვთ, რითაც პრობლემების წარმოჩენას შეეცდებით?

- ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის არსენალშია სხვადასხვა პოლიტიკური ბერკეტები. იქ არის გამოსვლები, ხალხთან ურთიერთობა, შეხვედრები, სატელევიზიო გაშუქება. ანუ, ყველაფერი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში.

სააკაშვილის და თქვენი გუნდის გაღიზიანების მთავარი მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ბოკერიას .. ფრთა ყოფილი პრეზიდენტის მოთხოვნას არ დაემორჩილა, რომელიც აქციების მოწყობას და ბარიკადებზე გასვლას გულისხმობდა?

- რა ბარიკადებს გულისხმობთ?

იმ ფარულ ჩანაწერებს ვგულისხმობ, სადაც სააკაშვილი ქვეყანაში არეულობის მოწყობას ითხოვდა...

- ინტერპრეტაციები ხდებოდა და რა მონტაჟით, კაცმა არ იცის. სჯობს, ამაზე ყურადღებას ნუ გავამახვილებთ. საუბარია იმაზე, ჩვენ როგორც მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მაქსიმალურად მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პრობლემები სააშკარაოზე გამოვიტანოთ, რაც „გასაოცარი დემოკრატიის“ მეოთხე წელს ხდება.

არ ფიქრობთ, რომ ეს რადიკალური გზა არ გამოგადგებათ?

- არ ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება. პარტიის შიგნით ცხარე დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო. მთავარი ღირებულება ისაა, რომ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საქმიანობას ერთად ვაგრძელებდით. ჩვენი საერთო საქმიანობა ქვეყანას სჭირდება და გამოვრიცხავ, რომ რაიმე რადიკალური ცვლილებები განხორციელდეს.

შეგიძლიათ, თქვათ, რა არის ის, რაც ჯერ კიდევ გაერთიანებთ?

- რას ნიშნავს, ჯერ კიდევ გვაერთიანებს? - ჩვენ ერთი გუნდი ვართ, რომელიც ერთ აზრზე არ არის და შეიძლება, მიზნისკენ მისასვლელი სხვადასხვა გზაც იყოს, მაგრამ ჩვენი ისტორია, გაკეთებული საქმეები, გარკვეული შეცდომები და მომავალი გამარჯვება გვაერთიანებს. 

ნანახია - 2854

მ ა რ ე

2016-12-26 22:43:37

ნაცებო, მიხედეთ თქვენს თავს! მიშას იმხელა გეგმები აქვს, თქვენთვის ვეღარ მოიცლის.
*
კითხვა:
- რას აპირებთ 10-15 წლის შემდეგ, როდესაც უკრაინაში ყველაფერი მოგვარდება და აღარ იქნება კორუფცია, გარიგებები და იმ სახის სირთულეები, რაც დღესაა, პენსიაზე ხომ არ გახვალთ"?
მიხეილ სააკაშვილი:
- არა, არა, არ ვაპირებ პენსიაზე გასვლას, მერე რუსეთს მივხედავთ. იმათაც ხომ უნდათ დახმარება, უკრაინას შევუერთებთ, ცივილიზაციას შევიტანთ. სახელს გადავარქმევთ და Новороссиа- ს დავარქმევთ".
*
თქვენი ინტრიგებისთვის სცალია ახლა ამ კაცს?!

prins

2016-12-27 00:13:32

მახსენდება ქუთაისის სააკაშვილისდროინდელი ვაიმერის ნუგზარ შამუგიას "ტორპედოს" ერთ-ერთი გადამწყვეტი თამაშის წინ დარიგება თუ მოთხოვნა: "ეს მაჩტი (და არა მატჩი) უნდა მოვიგოთ და 2 ქულა უნდა ავიღოთ", ერთ ერთი ფეხბურთელი: "ბ-ნო ნუგზარ, მოგებაზე 3 ქულაა", პასუხი: "რა ვიცი ჩემ დროს 2 ქულა იყო".
ამ უბედურებს ვერ გაუგიათ რა "მაჩტი" აქვთ სათამაშო და მოგება რამდენ ქულას მოუტანთ. ან საერთოდაც იქნებ წაგეგოთ, დაშლილიყავით, გამქრალიყავით და ჩვენც მოვისვენებდით და თქვენც.

prins

2016-12-27 00:16:17

მარეს მივესალმები, კარგა ხანია თქვენს ძალიან საინტერესო პოსტებს ვიყავით მოკლებული. ძალიან გამიხარდა თქვენი გამოჩენა.

მ ა რ ე

2016-12-27 06:05:13

prins,
მოგესალმებით!.. მეც მიხარია თქვენი გამოჩენა. ეტყობა, დადგა "ჟამი ქვათა მოკრებისა" :)

armagedevani

2016-12-27 12:22:31

ამასაც მოვესწარით, რომ ეს ჩვარი გიგა ბოკერიაზე რომ "ისინი"-ს ამბობს.
;)




papa

2016-12-27 13:59:03

serapina2016-12-26 21:18:46
აქ, არაფერია გასარკვევი(და წასაკითხი).
მას შემდეგ რაც ბიუჯეტი ჯიბეში არ უდევთ, ქართველი ხალხის სისხლს ვერ სვამენ,ციხეში, ქუჩაში,ომში...
ფინანსები შემოაკლდათ და ამიტომ ერთმანეთის ჭამა დაიწყეს.

ყველაზე უძლიერესი,დაუნდობელი კანიბალისტი გადარჩებაო, არ უთქვამს ჯერ კაკულიას?!



papa2016-12-27 12:17:36
სერაპინა ზუსტია შენი ნათქვამი, ზუსტი!!....
თანაც იდეალურად ზუსტი!!

100%%--გეთანხმები
არა,.. არააა 1000%--ით მართალი ხარ!!
სწორად ეგააა ნაციონალური მოძრაობის არსი--კანიბალებია არიან ეგენი უკლებლივ ყველა,
ისემც უქნიათ ჯიშიან ჯილაგიანად--დაუჭამიათ ერთმანეთი

ისე კი ... ჩვენ და უნებურად, ბოლო-ბოლო ამ ,,ევროებისგან,, ქართველმა ხალხმაც ნახა ხეირი---ბიძოს ნაცები რომ არ დაასჯევინეს
ეგონათ ჩვენთვის ვაკეთებთ საქმესო, მაგრამ..... საჩვენოდ გამოვიდა!! .
ნაცებს ბიძოსთან(როგორც მათ უპირველეს მტერთან) ბრძოლაში ენერგია, შემართება ემატებოდათ, ანუ ვამპირებივით თუ ვინმესთან არ ბრძოლობენ, ვინმეს სისხლს რომ არ სვავდნენ, სისხლ მოწყურებულები მერე ინერციით ერთმანეთს დაერივნენ
ეგენი რომ მართლა მასიურად დაესაჯათ, გადარჩენილები ერთი ათად გამამაცდებოდნენ, ,,წამებულ რაინდებად,, გადაიქცეოდნენ, უფრო უარესები გახდებოდნენ, ,,ბრძოლაში,, უფრო გაძლიერდებოდნენ--გაკაჟდებოდნენ (პლიუს როგორც მათ ,,წამებულ რაინდებს,, გაძლიერებაში ევროებიც უფრო წაეხმარ-დაეხმარებოდნენ)
მოკლედ მაგათ მართლა საბრძოლველი ფრონტი რომ აღარ ჰქონდათ.......დარჩნენ უფუნქციოდ,..უენერგიოდ. ხოოდა სხვას რომ ვეღარ ქინძავენ, ენერგიის შესავსებად ერთმანეთს დაერივნენ.
მათი სისხლი ითხოვს ამას, მათი სისხლი!!
ეგენი რომ მართლა სისხლისმსმელები იყვნენ და სისხლის სუნის გარეშე ვერ ძლებენ, ამას მათი პარტიის დაშლის პროცესიც ადასტურებს. რომელი პარტია არ დაშლილა მაგრამ ასე დედდდდდდის პჭჭჭჭჭ--ის გინებით ერთმანეთს არავინ არ დაშორებულა-დაშლილა
ეს სწორედ მათი კანიბალობის დასტურია და მეტი არაფერი

ხალხნოოო....კანიბალები მოგვაშორა ბიძომ, კანიბალები!!!

არადა აფსუუუუს.... თან რამდენი საკვები ჰქონდათ, რამდენი დაკარგეს--- მთელი სამი მილიონი ადამიანი :--ზოგს შემწვარს მიირთმევნენ, ზოგს მოხარშულს, ზოგს მარილწყალში გამოყვანილს, ზოგს ცივად, ..ზოგს ტაბაკად...
.. ხან ქალებს,,ახრამუნებდნენ,, ხან კაცებს...
მოკლედ ეხლა ეგენი ძააან ლომკებში არიან, ძაან ლომკებში... მაგარი ნიხვატკა აააქვთ, მაგარი..... უკვე აკანკალებთ...აკანკალებთ.
.. წასულია უკვე მაგათი საქმე , წასული ..მაგათ უკვე ევროებიც ვეღარაფერს უშველიან. მით უმეტეს ეგენი ეხლა უკვე ცოტანიღა არიან, ერთმანეთის გადაჭმას რა უნდა--- ორ სამ თვეში სუ გადაჭამენ ერთმანეთს
არადა რომ დავფიქრდები ხოლმე.......მაგათ ადგილზე ალბათ მეც დავაპიპინებდი...
როგორია!!..... დაიძახებდნენ---------- აფიციანტ(ანუ ვანო) მოგვართვი........და სუფრაზე სუ ნაირნაირი მისდიოდათ... სულო და გულო...
ხოოოდა ეხლა ეს ყველაფერი რომ აღარაააქვთ??...
ჰოოოდა კანეშნა გაგიჟდებიან ეხლა ეგენი, გაგიჟებიან, აბა მაშ რა მოუვათ
....ისემც უქნიათ საჯიშეც აღარ დარჩენილიყოს!!!
ამინ!!!

papa

2016-12-27 14:03:00

პარდონ შესწორება

მარტო მარილ წყალში არა .....................ზღვაში გამოყვანილი უნდა ყოფილიყო

qwas

2016-12-27 14:04:26

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იდეები გაიმარჯვეებს და მათი მოწინავე მომხრეები მოვლიან ხელისუფლებაში, რათა განადგურებული და გაბანძებული ქვეყანა კვლავ ფეხზე წამოაყენოს და განვითარების გზაზე დააბრუნოს. მათ ვერც ქურდი შეაჩერებს და ვერც ოლიგარქი.
ნაცმოძრაობა პარტია არაა. ის თვით ისტორიული განვითარების მიერ განპირობებული პროცესია, რომელიც სამშობლოსთვის თავდადებულ, ნიჭიერ, საღად მოაზროვნე, პატიოსან, მშრომელ, მუდამ წინსვლისკენ მიმართულ, ოპტიმისტურ ძალებს აერთიანებს.
ეს განათლებული და ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ადამიანების სულიერი ერთობაა. ნაციონალია ყველა, ვისაც კი ოდესმე ერთი აგური მაინც დაუდევს ქართული სახელმწიფოს ასაშენებლად.
ნაციონალი იყო ფარნავაზი, გორგასალი, დავით აღმაშენებელი, ილია, მერაბი, ზვიადი... სწორედ ისინი ხდებოდნენ სამიზნე. ქართული სახელმწიფოს პათოლოგიურმა მოძულეებმა, პროფესიონალმა ავაზაკებმა და ქურდებმა მოკლეს ილია, მერაბი, ზვიადი, მაგრამ ვერ მოკალეს ნაციონალური იდეა.

serapina

2016-12-28 00:51:16

qwas,
ერთი მეზობელი ქალბატონი მყავდა(სამწუხაროდ გარდაიცვალა) გერმანიაში... ჩემი გაკეთებული საჭმელები მოწონდა(არც ვიცი ამ დროს ნორმალურად სამზარეულო).
დალევდა მერე ორ ჭიქას და ჰიტლერით გვაშინებდა.
მე ვეუბნები ერთხელ, კი მაგრამ სანამ გშია მანამდე კარგად მეჭორავები და ნაჭამ-ნასვამზე რატომ მაშინებ ჰიტლერითთქო.
-სუ, შენ არ გეხება, მე სხვებს ვაშინებ...
...და მართლა თუ მოვა,შენზე კაის მეტს არაფერს ვეტ/ყვიო.

ქვას,ჯერ მიშას მობრუნება არ გამომაპარო(დანარჩენები არსად წასულან)...
მაგრამ ის მაინტერესებს,ის ოლიგარქი ახლა რატომ გახდა ასეთი მტერი და საზიზღარი?! დაგავიწყდათ, ის რომ აკეთებდა და მიშა რომ ლენტებს ჭრიდა?!
მე პირადად,უმადურებს ვერ ვენდობი.ყველაზე საშიში კატეგორიაა.

papa

2016-12-28 10:19:52

ქვას

ვიცი ამჯერადაც არ მიპასუხებ,(წყ/ლის ნაყვაა შენთან ლაპარაკი) მარტო ლოზუნგის დახეთქება იცი, არგმენტირებული პასუხი სად შეიგიძლიათ....მარტო გინება
ან კიდევ რაც არ იცი, რას მიპასუხებ?
მაგრამ მე ჩემსას მაინც კიდევ ერთხელ ვცდი...

მშენებლობა მიშას სახელთან ასოცირდებაო...
ეგ ვინ გითხრა?? კითხე აბა შენ მშობლებს??.
.თუ რამე ააშენა კიდევ, სურამის ციხესავით ყველგან კაცი(ადამიანის სიცოცხლე) ჩააყოლა--- ეგააა აშენებააა?? ხომ მითომ ადამიანებისთვის ,,აშენებდა,, ხალხს რაღას ხოცავდა?? ვიღასთვის უნდოდა ის მითომ აშენებული??
მშენებლობა,.. გაზი... დენი... გზების დაგება, ადამიანის უფლებების დაცვა და ესეთი რაღაცეები კიდევ, კომუნისტებმა რომ იცოდნენ, წესით ისეთი უნდა ყველაფერი..დენიც, გაზიც და გზებიც და ა.შ(ტემ ბოლე ეგენი მაშინ მუქთა იყო).. რაღამც ესენი ყ/ველაფერი იყო, რაო,...ისინი არ უნდა გადაგვეყარააა??

თუ მიშა რომ გეუბნებოდათ საქართველოს ისტორია 2003 წლიდან დაიწყოვო, მართლა ეგრე გგონია?..ალბათ ეგრე თვლი!!
გეუბნები კომუნისტების დროს, ბასტი ბუბუსავით, ყველაფერი ციდან ცვიოდა მეთქი და არ გჯერა(კითხე მშობლებს) ..
შენ, შენი ასაკიდან გამომდინარე, მარტო სიცივე,მარტო პაკრიშკების დაწვა გახსოვს, დენი პირველად მიშას დროს დაინახე, მეტი არაფერი იცი და კანეშნა მიშა შენთვის ღმერთია..
ისე კი,..... იმ მართლა ძაან არეული წლების პერიოდში, ბავშობა ბევრს გაუმწარდა.. შესაბამისსად ბევრს იმ პერიოდზე(ანუ თავიაანთ ბავშობაზე) მხოლოდ მწარე და მწარე მოგონებები აქვთ, რომლიც სძულთ და ეჯავრებათ. მათ დაჟე იმ პერიოდის სამყაროც კი ეჯავრებათ, არამც თუ თავიაანთი ბავშობის, ანუ იმ დროის საქართველო, სადაც არც დენი იყო, არც გაზი,.. არც სათამაშოები ჰქონდათ და ა.შ.
შესაბამისად იმ პერიოდის ბავშობა გამოვლილ ახალგაზრდებს, მძიმე პირობების გამო, ფსიქიკაც დაუმახინჯდათ..(და ეს თითქმის გასაგებიცაა) ისინი იმ თავის გამწარებული ბავშობის გამო დღეს შურს ძიობენ, თანაც ყველაზე და ყველაფერზე-- დღევანდელ საზოგადოებაზე, დღევანდელ საქართველოზე. მათ ეჯავრებათ ყ/ველაფერი რაც იმ პერიოდთან ასოცირდება, მაშინდელი მათ მხოლოდ მწარე ახსოვთ
ესე ხარ შენც და სუ რომ ტომები დაგილაგოთ... რომ არა ბატონო, არაა მასეო, შენ მაინც იმას იტყვი ,,მიშა მაგარიაო,, მაშინდელი მწარე მოგონებები გონებას და საღ აზროვნების უნარს გიკარგავს...და ვინც იმ პერიოდს გალანძ/ღავს შენთვის ყველა შენი სულიერი ძმაა
კი იმ პერიოდში ცუდი ბევრი იყო,სათქმელიც ბევრია, მაგრამ რასაც შენ აკეთებ--- ეგ შურისძიებააა მიშაში განსხეულებული
იმიტომ აფანატებ მიშაზე......და ის რას და რამდენს აფუჭებდა სულაც არ გაინტერესებს.
აი ზუსტად შენი ასაკის და შენნაირი ხალხი ედგა მიშას გვერდით--ყველა ფსიქიკა დამახინჯებულები. მათ საქართველო უბრალოდ ეჯავრებოდათ და შურს ძიობდნენ მასზე
(ეს მათი ,,ნამოღვაწარითაც,, ნათლად გამოჩნდა)



კიიიიიიო... კაცი ზღვაში გადაგდეს......მაგრამ რადგან გვამი ვერ იპოვნეს, ზნაჩიტ არ მოუკლიათო..
აი.... ესენი ხაართ თქვენ, ესენი!!
ან იქნებ იმ პროკურორისა არ იყოს.... ეგეც აღსდგა და ცოცხალია??

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80