,,ბოტები" ,,აჭარაბეთზე" - როგორ გამოიჭირეს კაზინო თაღლითობაში(ვიდეო)
Yellow

,,ბოტები" ,,აჭარაბეთზე" - როგორ გამოიჭირეს კაზინო თაღლითობაში(ვიდეო)

 ,,ბოტები" ,,აჭარაბეთზე" - როგორ გამოიჭირეს კაზინო თაღლითობაში(ვიდეო)
bfm.ge

2015-05-28 09:32:06

თბილისის ფორუმზე ერთ-ერთი მომხმარებელი ,,აჭარაბეთთან" დაკავშირებით საინტერესო ვიდეოს ავრცელებს. როგორც ვიდეოში ჩანს ონლაინ კაზინო ,,აჭარაბეთზე", პოკერის მაგიდაზე რამდენიმე მეტსახელით ეგრეთწოდებული ,,ბოტი" თამაშობს, ანუ პროგრამა რომელიც რეალურად არ არსებობს. ონლაინკაზინოზე ,,ბოტების" არსებობა კატგეგორიულად დაუშვებელია, ვინაიდან იგი რეალურ მომხმარებლებს ფულს ყველა შემთხვევაში უგებს და თამაში ყოველგვარ აზრს კარგავს.

როგორც ვიდეოდან ჩანს, ავტორი მიხვდა პროგრამის თამაშის მეთოდებს და მას ფულს საკმაოდ ადვილად უგებს, ვინაიდან აღნიშნული პროგრამა მუდმივად ერთი და იმავე კომბინაციით მოქმედებს, თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მის გამოვლენამდე, პროგრამა უამრავ ადამიანს მოუგებდა ფულს. ონლაინ კაზინოების უკონტროლო საქმიანობაზე ,,ბ&ფ" ადრეც ხშირად საუბრობდა და ამის დამადასტურებელი ფაქტები კიდევ ერთხელ გამოვლინდა.

როგორც ვიდეოს ავტორი აცხადებს, მან აღნიშნული ვიდეო ,,აჭარაბეთის" ადმინისტრაციასაც გადაუგზავნია, თუმცა მათი მხრიდან არანაირი სათანადო გამოხმაურება არ ყოფილა. თუკი კაზინოს წარმომადგენლები ამ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებას არ მოახდენენ, მოსალოდნელია, რომ კომპანიამ უამრავი მომხმარებელი დაკარგოს, ვინაიდან ,,ბოტებთან" თამაშს ყველა მომხმარებელი თავს არიდებს, ვინაიდან იცის, რომ ყველა შემთხვევაში წაგებული დარჩება. 


გთავაზობთ აღნიშნულ ვიდეოს და შეგიძლიათ თავადაც იხილოთ ,,აჭარაბეთის" თაღლითობის ფაქტები. 

ნანახია - 3296

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80