"ივანიშვილი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ უნაკლოა, რომ რასაც აკეთებს, უკეთესად გაკეთება არ შეიძლება, რაც ასევე არა მგონია, რომ რეალური იყოს"
დაიჯესტი

"ივანიშვილი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ უნაკლოა, რომ რასაც აკეთებს, უკეთესად გაკეთება არ შეიძლება, რაც ასევე არა მგონია, რომ რეალური იყოს"

"ივანიშვილი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ უნაკლოა, რომ რასაც აკეთებს, უკეთესად გაკეთება არ შეიძლება, რაც ასევე არა მგონია, რომ რეალური იყოს"
"ყველა სიახლის" მასალების მიხედვით

2013-10-02 12:26:03

"ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს და რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მცდელობას თუ შევაფასებთ, შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით ახალი ხელისუფლების პოლიტიკა სწორად იყო შერჩეული. თუმცა ხელისუფლების შეცვლის ერთი წლის თავზე გვაქვს ვითარება, როდესაც პროცესები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ კვლავაც გართულებულია. რაც შეეხება ცხინვალსა და სოხუმს, მათთან ურთიერთობაშიც არ ჩანს გაუმჯობესება, პირიქით, უფრო ჩაიკეტნენ, გაწყდა კომუნიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა კონსტრუქციულობის გამოჩენას ცდილობს. დე ფაქტო ხელისუფლებები არათუ ჩვენს პოზიტიურ დამოკიდებულებას არ ეხმიანებიან, საერთაშორისო ორგანიზაციების ბლოკირებასაც ცდილობენ. ეს, ჩემი აზრით, თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებული დიალოგის მიზეზით ხდება. ეს დიალოგი უფრო მეტად იყო გაპიარებული, ვიდრე რეალურად მოიტანა რამე შედეგი. სოხუმსა და ცხინვალში აშკარად შიშით ფიქრობენ, რომ საქართველომ და რუსეთმა შეიძლება მათი ბედი მათ გარეშე გადაწყვიტონ", - აცხადებს კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "შესაძლოა, მძიმე პროცესები დაიწყოს" / "საოცარია, რომ "ჯიჰადის ვიდეოს" საქმის გამოძიება ერთი თვის წინ დასრულდა და საზოგადოებას არ აცნობეს"

"თუ შევადარებთ ჩვენში მიმდინარე პროცესებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან, ცხადი გახდება, რომ რუსეთი აშკარად აძლიერებს ზეწოლას იმისთვის, რომ ამ ქვეყნებზე გავლენა მოიპოვოს. სომხეთის შემთხვევაში ეს უკვე მოახერხა, ამ ცოტა ხნის წინ მოლდოვამაც განაცხადა, რომ მზად არის საბაჟო კავშირსა და რუსეთის დადგენილ რეგულაციებს შეუერთდეს, რაც ევროკავშირთან ასოცირებული წევ-რობისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარის თქმას ნიშნავს. საქართველო კი არ აპირებს ამაზე უარის თქმას, ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე ველოდებით ამ თვალსაზრისით წინ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც აღიზიანებს რუსეთს. მიუხედა-ვად ამისა, მიმაჩნია, რომ აუცილებელია რუსეთთან დიალოგის გაღრმავება და გაფართოება, ამის გარეშე ვითარება უფრო მეტად გართულდება. საქართველო შეიძლება იყოს რუსეთის პარტნიორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა შეიცვალოს. თუ ეს ბოლოს და ბოლოს გაიგეს კრემლში, მაშინ ალბათ უნდა ველოდოთ გარკვეულ დადებით ცვლილებებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი ხუციშვილი.

"ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ესკალაციის საფრთხე ნამდვილად არსებობს, შეიძლება უფრო მძიმე პროცესებიც დაიწყოს, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ეს გადაიზარდოს რამე შეტაკებასა და შეიარაღებულ დაპირისპირებაში, ეს არავის აძლევს ხელს, მათ შორის არც რუსეთს. ნამდვილად დიდი სიფრთხილეა საჭირო ჩვენი მხრიდან, კარგი იქნებოდა, ეს პრობლემა უფრო მაღალი დონის მოლაპარაკებებზე გადაწყვეტილიყო. მიმაჩნია, რომ ივანიშვილისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა უნდა მომზადდეს, რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა გაითვალოს ის საკითხები, რაზეც შეთანხმება შეიძლება. თუ ეს მოხერხდა, მაშინ მათი შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს", - განაგრძობს კონფლიქტოლოგი.

"პრემიერ-მინისტრისა და ექსპერტების შეხვედრას სამწუხაროდ, ვერ ვესწრებოდი, რადგან არ ვიყავი ქვეყანაში. მიმაჩნია, რომ ამგვარი შეხვედრები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა, თუნდაც ძალიან მწვავე დებატების ფორმატში, მეტად აუცილებელია, მაგრამ ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო მისი სატელევიზიო ტრანსლირება. იყო ერთი მომენტიც - როდესაც ის ექსპერტების მიერ მედიასაშუალებებში გამოთქმულ მოსაზრებებს მიმოიხილავდა, კარგი იქნებოდა, დასახელებულიყო ამ ინფორმაციის წყარო მედიასაშუალებები. მაგალითად, მან ჩემი ერთი ციტატაც მოიყვანა, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ, ამგვარი ფორმულირებით სად გამოქვეყნდა ჩემი მოსაზრება. შეხვედრას ძირითადად ესწრებოდნენ ექსპერტები, რომლებიც ახალი ხელისუფლების მხარდამჭერებად მიიჩნევიან, თუმცა სწორედ მათი კრიტიკული შეფასებები იყო ამოკრეფილი, რამაც დამაეჭვა, რომ პრემიერს ტენდენციურად მოუმზადეს მასალა", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"ამქვეყნად უნაკლო არავინ არის, არც მთავრობა, რომელიც წელიწადია, რაც ხელისუფლებაშია, თუმცა ივანიშვილი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ უნაკლოა, რომ რასაც აკეთებს, იმის უკეთესად გაკეთება არ შეიძლება, რაც ასევე არა მგონია, რომ რეალური იყოს", - დასძენს გოგი ხუციშვილი და შეკითხვას - შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. ჯიჰადის ვიდეორგოლების საქმის გამოძიება ერთი თვის წინ დასრულდა, მან ეს განცხადება მას მერე გააკეთა, რაც ამ გამოძიების შეფერხების გამო უკმაყოფილება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გამოთქვა..." - პასუხობს:

"მიჭირს კომენტარი გავაკეთო უწყებათაშორის არსებულ ურთიერთობებზე, მაგრამ ჩემთვისაც გასაოცარია, როგორ მოხდა, რომ ერთი თვის წინ დასრულდა "ჯიჰადის" ვიდეორგოლების საქმის გამოძიება, საზოგადოებას კი, რომელსაც განსაკუთრებით აინტერესებდა ეს საქმე, დღემდე არაფერი აცნობეს".

ნანახი?- 721

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80