პოლიტიკა

აფხაზეთის მთავრობას ახალი მინისტრთა კაბინეტი ეყოლება

აფხაზეთის მთავრობას ახალი მინისტრთა კაბინეტი ეყოლება
მარინა ხარძიანი

2013-09-19 12:32:31

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა. ვახტანგ ყოლბაია, რომელიც მოვალეობის შემსრულების რანგში ახალი პრეზიდენტის არჩევამდე დარჩება, ყველა მინისტრის შეცვლას გეგმავს.

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარემ გია გავაზავამ  for.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ ვახტანგ ყოლბაიას მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატთა განხილვა დღესვე დაიწყება.

მისი თქმით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილია სოხუმის თეატრის ყოფილი ხემძღვანელი დიმიტრი ჯაიანი, ფინანსთა მინისტრის პოსტზე ხორავა, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე  ავთანდილ ძაგანია, ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე იქნება,

დევნილთა საქმეების დეპარტამენტს დავით გვაზაბია უხელმძღვანელებს, იუსტიციის დეპარტამენტს გივი კაცია, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტს ვასილ ბასარია, მინისტრი ზემო აფხაზეთის საკითხებში ისევ მევლუდ ჯაჭვლიანი იქნება,  განსაკუთრებულ დავალებათა ხელმძღვანელი აბესალომ მიქელაძე და რეგიონალური განვითარების სამსახურს კონსტანტინე კუჭუხიძე უხელმძღვანელებს.

„უმაღლეს საბჭოში მათი განხილვა დღესვე დაიწყება და დამტკიცება მოხდება ყველა პროცედურის გავლის შედეგად. სავარაუდოდ ეს მომავალი კვირის ბოლოს მოხდება“. - აღნიშნა გია გავზავამ.

იგეგმება თუ არა სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში, ამ ეტაპისთვის გია გვაზავა ვერ აკონკრეტებს, თუმცა მომავალში ამ საკითხის დასმას არ გამორიცხავს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელად ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნაზე კატეგორიული უარი განაცხადა, იგი დღეისათვის თავმჯდომარის ყველა უფლებამოსილებით სარგებლობს.  მიხეილ სააკაშვილის მიერ კოლაბორაციონალისტად წოდებული ვახტანგ ყოლბაიასთვის აფხაზეთის უმაღლეს საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები 20 აგვისტოს  განახორციელა, რომლის თანახმადაც, მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის  ყველა უფლებამოსილება მიენიჭა.

ნანახია - 1018

კომენტარები - 7

ტო

2013-09-19 15:42:25

ესენი არიან ამოუცნობი ჟიშის ღორები

12345

2013-09-19 17:43:25

რაა ამოუცნობი?ჩვენიანები არიან...

prins

2013-09-19 18:41:05

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელს ბ-ნ ვ. ყოლბაიას
ასლი: აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბ-ნ გ. გვაზავას



განცხადება
დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირის რაიონში, დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი პროგრამისტის სპეციალობით. მაქვს საწარმოებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება. შეგიძლიათ დამნიშნოთ რომელიმე სამინისტროს ხელმძღვანელად, მით უმეტეს, რომ სწორედ ახლა, ერთი თვის უკან გავხდი უმუშევარი. ნებისმიერ სამინისტროს გავუძღვები და ვიქნები წარმატებული მინისტრი. წარმატების წინაპირობა კი ისაა, რომ არავითარი საქმე არ მექნება და ხელფასის აღება კი ჩემთვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს. შემიძლია სამინისტროს სახლიდანაც კი გავუძღვე, პრობლემა არაა. მოუთმენლად ველოდები გამოხმაურებას!

პატივისცემით,
მომავალი მინისტრი

doctor

2013-09-20 09:33:46

ადამიანის უსინდისობას საზღვარი არა აქვს, თურმე.
ენა როგორ უნდა მოგიტრიალდეს ადამიანს, რომ აფხაზეთიდან დევნილებს ღორები უწოდო. შეურაცხყო ის ხალხი, ვინც ყველაფერი შესწირა თავის სამშობლოს, ვინც ბოლომდე იცავდა ქართულ სულს, ქართულ მეობას აფხაზეთის სისხლით მორწყულ მიწაზე.
ადმინ, /ყ/-სა და ს/ი/რ-ის შემცველი სიტყვების გაფილტვრის ნაცვლად ასეთი ნაძირლური გამოხტომები დაბლოკე.

filosofosi

2013-09-20 12:02:17

ეს რა ჯანდაბაა, ესენი ვინ არიან? ამ კანდიდატებს ვინმე იცნობს? იძულებით ადგილნაცვალ აფხაზეთელებს სპეციალისტები არ ჰყავთ?
არ დამთავრდა ნეპოტიზმი თუ ახლა კიდევ უფრო ყვავის?

კონსუელო

2013-09-23 05:16:48

სრულებით ვეთანხმები დოქტორს, რა ენა გიბრუნდებათ 20 წელი უსახლკაროდ დარჩენილი ხალხის გასალანძღად? დღეს ეს ადამიანები შეიძლება მინისტრები გახდენენ ხვალ კი ისევ რიგითი მოქალაქეები.

კონსუელო

2013-09-23 05:18:45


filosofosi მაქვს ბედნიერება თითქმის ყველას ვიცნობდე ბატონი ვახტანგის მეთაურობით, ნეპოტიზმს სად ხედავ მაინტერესებს, რომელიმე აღიარა ერთმანეთის ნათესავები ვართო?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი: