საზოგადოება

სტატისტიკური რებუსი, რომლის ამოხსნაც ჯერ ვერ მოხერხდა

სტატისტიკური რებუსი, რომლის ამოხსნაც ჯერ ვერ მოხერხდა
ეკა ბაქრაძე

2013-05-31 15:00:13

ფაქტია, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იგვიანებს. მთავრობა, ამ მხრივ, ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტული მონაცემებით თავს ვერ იწონებს. თუკი სოფლის მეურნეობის პროგრამა, ფასების შემცირება და ბიზნესის წნეხისგან გათავისუფლება მათი საყვარელი თემებია, დასაქმებაზე ისინი ხალისით ვერ საუბრობენ.

სამაგიეროდ, ლამის, ყოველ დღე ამაზე აკეთებენ აქცენტს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი კონკრეტულ ციფრებსაც ასახელებენ თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო და შემოსავალი.

ზუსტი სტატისტიკური მონაცემები ამის თაობაზე (ისევე როგორც დასაქმების შესახებ) არ არსებობს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და აწ უკვე წინასწარ პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებდა. უშუალოდ მის დაპატიმრებამდე რამდენიმე საათით ადრე მან გააჟღერა მონაცემები, თითქოს, ახალი წლიდან მოყოლებული სამსახური 82 ათასმა ადამიანმა დაკარგა, ხოლო პირველი ოქტომბრიდან კი - 92 ათასმა ადამიანმა.

სამსახურდაკარგულებთან დაკავშირებით, გაცილებით მოკრძალებული მონაცემები აქვთ მერაბიშვილის თანაპარტიელებს. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, დავით ბაქრაძის თქმით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურიდან 5 ათასი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს.

არადა, სტატისტიკის ეროვნული სამსახური სულ სხვაგვარად უყურებს არსებულ ვითარებას. მათი ინფორმაციით, შარშან უმუშევრობის მაჩვენებელი სულაც შემცირდა. თუკი 2011 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 15,1% იყო, 2012 წელს - 15%-ზე ჩამოვიდა. მართალია, 0,1 პროცენტი, ფაქტობრივად, არაფერია, მაგრამ იმის დასტურად ხომ მაინც გამოდგება, რომ უმუშევართა რაოდენობა ქვეყანაში არ მატულობს.

თუკი სადმე დაუსაქმებელ ადამიანთა რაოდენობამ მოიმატა, ეს სოფლის ტიპის დასახლებებია, სადაც უმუშევრობის დონე გაიზარდა 0.5 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში კი, პირიქით, შემცირდა - 0.3 პროცენტული პუნქტით.

რაც შეეხება უმუშევრობის დონის მაჩვენებელს რეგიონულ ჭრილში, კახეთის რეგიონში ის იკლებს (2.4 პროცენტით), ასევეა აჭარაშიც (1.5 პროცენტით). უმუშევრობის დონე მომატებულია შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, შესაბამისად, 1.7 და 1.6 პროცენტული პუნქტებით.

“საქსტატის” ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის თქმით, 2009 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი მცირდება.

„ოფიციალური სტატისტიკით, უმუშევრობა იზრდებოდა 2007 წლიდან 2009 წლამდე. იგივე ოფიციალური სტატისტიკით, 2009 წლის შემდეგ უმუშევრობა მცირდებოდა. ჩვენ ვიყენებთ მეთოდოლოგიას, რომელითაც მსოფლიოში აბსოლუტურად ყველა ქვეყანა სარგებლობს. პარალელურ რეჟიმში ტარდება განსხვავებული გამოკვლევები. ამ გამოკვლევებს განსხვავებული ორგანიზაციები აკეთებენ. აქედან გამომდინარე, მაჩვენებლები განსხვავდება.

უმუშევრობის დონესთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები ისმის, რაც ჩვენთვის გასაგებია. როცა ადამიანთან მიდიხარ და ეკითხები მუშაობს თუ არა, თვითდასაქმებულების აბსოლუტური უმრავლესობა იტყვის, რომ ის არ მუშაობს. ბუნებრივია, უმუშევრობის მაჩვენებელი განსხვავებული იქნება

ჩვენ ადამიანებს სხვანაირად ვითვლით. მივდივართ და ვეკითხებით საკუთარი შრომით იღებენ თუ არა შემოსავალს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ის ადამიანები, ვინც არიან თვითდასაქმებულები, მათ შორის კერძო რეპეტიტორები ან სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, ყველა ეს ადამიანი დასაქმებულად ითვლება. გასაგებია, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა სახარბიელო არ არის და შეიძლება ისინი ძალიან მიზერულ შემოსავალს იღებენ. ამის მიუხედავად ჩვენ არ ვასხვავებთ ადამიანებს შემოსავლით.

მაგალითად, ჩვენთან მუშაობს ძალიან ბევრი თანამშრომელი, დაქირავებული, რომელთაც თვეში 100 ლარი არ გამოსდით. ხომ არიან დასაქმებულები? ჩვენ რომ თვითდასაქმებულები უმუშევრებად დავწეროთ და უმუშევრობის მაჩვენებელი 15-ის ნაცვლად 60 პროცენტი იყოს, ამ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდება? 60%-იანი უმუშევრობა არის ყველაზე ღარიბ და ჩამორჩენილ ქვეყნებში. ეს არის აფრიკის ქვეყნები, სადაც აბსოლუტურად არაფერი არ იქმნება, სადაც არის ჰიპერინფლაცია, ომი და სამოქალაქო დაპირისპირება”, - აღნიშნა ზაზა ჭელიძემ “კომერსანტთან” საუბრისას.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დასკვნა ერთია: ქვეყანაში თითქმის ყველა თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, ამ დროს მათი შემოსავალი წლიდან წლამდე უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იზრდება. ოპოზიცია სამუშაო ადგილების დაკარგვაზე საუბრობს, ამ დროს კი უმუშევრობის მაჩვენებელი მცირდება. ეს არის სტატისტიკური რებუსი, რომლის ამოხსნაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ნანახია - 1530

კომენტარები - 8

ბიკენტი

2013-05-31 15:46:12

ამ თემას არ ეხება,მაგრამ

ბიკენტი

2013-05-31 15:46:57

ghn.ge:"ორი სასულიერო პირის პროცესი 15 ივლისს დაინიშნა. დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც საქმის არსებითი განხილვის თარიღი დაადგინეს."

ბიკენტი

2013-05-31 15:49:55

ყველას ესმის,ან(უნდა ესმოდეს),რომ სახელმწიფოს მდრადობას მისი შემადგენელი ყველა კომპონენტის და სოციალური ფენების ურთიერთნდობა განსაზღვრავს უწინარესად და არა უხეში ძალა.
ხოლო კანონის "უზენაესობა",როცა ის შესაბამისობაში არ მოდის მოსახლეობის მრწამსსთან,არის ფიქცია.
ასეთი კანონის 'უზენაესობის" დამკვიდრება სახელმწიფოს მხრიდან ნიშნავს რეჟიმს,(ეს რბილად,რომ ვთქვათ)
რისი მომსწრენიც ვიყავით ბოლო ცხრაწლეული და რის გაგრძელების მცდელობასაც ადგილი აქვს დღესაც

ხოლო სახელმწიფო,რომელიც ასამართლებს ნ დ ო ბ ა ს (ამ შემთხვევაში ეკლესიას) ყურით მოთრეული
სეკულარიზმის, პრინციპების "განუხრელი" დაცვით თვითონვე აყენებს თავის თავს ნდობის მიღმა

ასევე სახელმწიფო,რომელიც თავისი ძირძველი მოსახლეობის ინტერესებს,არას დაგიდევთ,ამ შემთხვევაში (აჭარელი ეკომიგრანტებს ვგულისხმობ)და ერთ სამართლებრივ სივრცეში აქცევს მათ,სხვა ეროვნების ხალხთან;(ამ შემთხვევაში;ვინც თავის თავს ბერძნებს უწოდებს,ხან აქ არის და ხან იქ) არც ნდობას იმსახურებს და არც პატივისცემას

ასევე არანაირ ნდობას არ იმსახურებს სახელმწიფო,სადაც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე უცხოურ
დაფინანსებაზე მყოფი არასამთავრობოები სხედან

ასევე არანაირ ნდობას არ იმსახურებს სახელმწიფო,სადაც მისი პირველი პირები ანგარიშვალდებული არიან
უწინარესად უცხოელი დიპკორპუსისა და არა ამომრჩევლის წინაშე

და,რაც მთავარია არანაირ ნდობას არ იმსახურებს ის,ვინც "გაურკვეველ" პრინციპების დანერგვასა და მათ მიმართ შემგუებლობას ქადაგებს, მრწამსისა და საუკუნეობრივი დადგენილი ნორმების საწინააღმდეგოდ

ბიკენტი

2013-05-31 15:53:36

ამას წინათ,ჩვენმა ditplomat-მა გაიხსენა დომინიკ ვენერი,რომელმაც საფრანგეთში ერთსქესიანი ქორწინების
დაკანონების გამო, პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა

დომინიკ ვენერი:(სუიციდამდე,ერთი დღით ადრე)

"ახლა წყდება ჩვენი ბედი. ეს ის წამია, რომელიც მთელ ცხოვრებას უდრის. ამიტომაა მნიშვნელოვანი, სიცოცხლის ბოლო წამამდე ვიყოთ ის, რაც ვართ" - წერდა ვენერი, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თავის ბოლო მიმართვაში

zakariazakaria

2013-05-31 15:55:02

ვისაც როგორ აწყობს ისე ითვლის.
ისეთი მწირი ეკონომიკის ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა, 15% უმუშევრობა არც თუ ისე ბევრია, თუმცა აქ არსებობს მეორე ფაქტორი. საკითხავია დასაქმებულთაგან რამდენი იღებს, ღირსეულ ანაზღაურებას.
ჩემი ხედვით საქართველოს პირობაზე ეს არის 1000 ლარს ზემოთ ანაზღაურება.
გამოსავალი მცირე და საშუალო წარმოების სფეროს განვითარებაშია. რაც დიდი ხანია დაამტკიცეს მაღალგანვითარებულმა ქვეყნებმა.
=================================
ერთი ჩემეული ხედვა მინდა შევთავაზო მთავრობას.
რა თქმა უნდა ამ ჩემს შეთავაზებას მთავრობიდან არავინ წაიკითხავს, მაგრამ მაინც.
მცირე საწარმო, სადაც დასაქმებული იქნება საშუალოდ ათიდან თხუთმეტ კაცამდე, რომელიც ყოველ თვე ამ დასაქმებულებზე გასცემს შრომის ანაზღაურებას, უნდა გათავისუფლდეს მოგების გადასახადიდან.

Maverick

2013-05-31 18:01:19

ეი, "საქსტატი" ხარ, თუ საქსაჯდომი, რა დიდი ანგარიში უნდა იმას ადამიანი დასაქმებულია თუ არა... აიღეთ საყოველთაო საყოფაცხოვრებო სავალდებულო მინიმუმი, ვინც მინიმუმს ქვევითაა და სულს ღაფავს როგორ უნდა ჩაითვალოს დასაქმებულად?

100 ლარიან ხელფასზე უნდა დასვა ეს გაზულუქებული ჩინოვნიკი და მერე ვნახოთ, როგორ დაიწყოს ჭიკჭიკი...

Maverick

2013-05-31 18:44:10

ქუთაისის მერიის ყველა თანამშრომელს დაეგზავნა ოფიციალური შეტyობინება, რომ 1 თვეში უწყდებათ შრომითი ხელშეკრულება, სანაცვლოდ მიეცემათ 2 თვის კომპენსაცია.

ამ სიაში ნაცარასტ ნა ბოზვრებთან ერთად მიაყოლეს პატიოსანი, საქმის მცოდნე, და რაც მთავარია ოცნებისათვის ხმის მიმცემი ადამიანები /ალბათ ამის გამოც იყრიან ჯავრს V კოლონის მამამთავრები/.

ვეკითხები კუკავას მის მიერ აბლატავებული გოგია წულაიას, თუ თანაგუნდელების შესახებ, ასევე ოცნების შემოქმედთ, რას ნიშნავს ამგვარი წნეხი?!?!?!

sertoriusi

2013-05-31 20:00:43

ბიკენტი

რაღაც სხვა ზომისთვის უნდა მიემართა, სუიციდი, თანაც ეკლესიაში ძალიან ცუდია. ჩვენთანაც დაიწვა ხალხმა თავი და რა? ვინმე შეაწუხა სინდისმა?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი: