რეტრომედია

გიული ალასანია - „მიშას ბავშვობაში ველოსიპედი უყვარდა“

გიული ალასანია - „მიშას ბავშვობაში ველოსიპედი უყვარდა“
„ასავალ-დასავალი“, 31 მაისი - 6 ივნისი, 2004 წელი

2013-04-14 10:53:28

(იბეჭდება შემოკლებით)

2003 წლის ნოემბერში თბილისში და 2004 წლის მაისის თვეში აჭარაში განვითარებული მოვლენები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ხავერდოვანი რევოლუციის, ანუ ვარდების რევოლუციის შემდეგ, გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის სათავეში 36 წლის მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მოგვითხრობს, რომ სააკაშვილი ბავშვობის ასაკიდან ყოფილა პოლიტიკით დაინტერესებული. ქალბატონ გიულის პატარა მიხეილისთვის შეუმჩნევია ლიდერის თვისებები და ხელი შეუწყვია ამ თვისების განვითარებაში.

თქვენ ბრძანდებით ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის დედა, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც მნიშვნელოვანი ფიგურა. ბუნებრივია, რომ როგორც დედამ, იმ საყოველთაო მღელვარებისას მძიმე დღეები გადაიტანეთ...

- ყველაფერი კარგად მახსოვს, მძიმე დღეები იყო არამარტო ჩემთვის. საერთოდ, ოპტიმისტი ვარ. ჩვენ ბეწვის ხიდზე გაგვატარეს ჩვენმა ლიდერებმა. ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. გარანტიები არ იყო. ისტორია ჩვენ თვალწინ იქმნებოდა. საქართველოში მოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც არ დაიწყეს ცდა, რომ ვიღაცა მათ სანაცვლოდ საქმეს გააკეთებდა. მათ გადაწყვიტეს, რომ თვითონ შეექმნათ თავიანთი მომავალი და ამას მიაღწიეს კიდეც. იმედი გაუჩინეს ყველას. ახალი ცხოვრებისკენ მოხდა შემობრუნება. იმ დღეებში ლიდერებმა დაგვანახეს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საქმე თავად უნდა ვაკეთოთ., ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა.

ყველას მსგავსად, ჩვენც დავინტერესდებით პრეზიდენტის ბავშვობით. ბატონი მიხეილი აქტიური, დინამიური და მოძრავია. ბავშვობაშიც ასეთი იყო?

- ყოველთვის იცოდა, რა უნდოდა და მიზანს აღწევდა კიდეც. რასაც ჩაიფიქრებდა, აკეთებდა. ძალიან ფრთხილი იყო. გონიერი ბავშვები ფრთხილები არიან. როცა რაღაცას აკეთებდა, გარანტიები უნდა ჰქონოდა. ახლაც ასეა, მოუფიქრებელ ნაბიჯს არ გადადგამს. აწონილ-დაწონილი აქვს ხოლმე წინასწარ. ძალიან ცნობისმოყვარე იყო. რაც აინტერესებდა, იმას ყოველთვის ბოლომდე აკეთებდა. უნდოდა, ყველაფერი თვითონ გაეგო.

თუ გიფიქრიათ, რომ თქვენი შვილი შეიძლებოდა ქვეყნის ლიდერი გამხდარიყო?

- ბუნებით იყო ლიდერი. არასდროს არ სჭირდებოდა კარნახი. იცოდა, რაც უნდოდა. მე მხოლოდ მის ნიჭს ვაძლევდი მიმართულებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ძალით რამეს ვაკეთებინებდი. ერთი პერიოდი სურათების გადაღებით იყო გატაცებული.

ბავშვობაში თუ ჰქონდა პროფესიული არჩევანი გაკეთებული?

- გამოკვეთილი ჰქონდა პოლიტიკა. იმდენად ბევრს კითხულობდა პოლიტიკის შესახებ, რომ როდესაც მოხვდა უცხოელებთან, აქეთ ასწავლიდა - ეს მოვლენა ამ და ამ დროს მოხდაო. ერთხელ სადღაც მივდიოდი და პატარა მიშა ჩემს მეგობართან დავტოვე. ჩემს მეგობარს უფიქრია, ზღაპარს წავუკითხავ და გავართობო. მიშას კი უთქვამს, ზღაპარს ნუ მიკითხავ, პოლიტიკა უფრო მაინტერესებსო. ეს იმ დროისთვის ძალიან გასაკვირი იყო, რადგან პოლიტიკით მაშინ არავინ ინტერესდებოდა, მითუმეტეს - ბავშვი.

თქვენის ნებართვით, მსურს, მისი პირადი ცხოვრებითაც დავინტერესდე. მაგალითად, ბავშვობაში როგორი სათამაშოებით თამაშობდა?

- უყვარდა მოძრავი სათამაშოები, მაგალითად ველოსიპედი. უყვარდა ფეხბურთის თამაში და ბავშვებთან ერთად სირბილი. საერთოდ, ეზო უყვარდა.

სკოლაში წარმატებული მოსწავლე იყო?

- საერთოდ, ინტერესით სწავლობდა. მე არ მახსოვს, რომ მის გამო სკოლაში პრობლემა მქონოდა. როცა რაღაცა გამოგდის, უფრო ინტერესით სწავლობ. ასე იყო მის შემთხვევაშიც. სპორტზე დადიოდა, სწავლობდა მუსიკას.

რომელი საჭმელი უყვარს ყველაზე ძალიან. ჩაცმაში პრეტენზიული თუ არის?

- საჭმელებიდან გამორჩეულად არცერთი არ უყვარს. ჩაცმის თავისი სტილი აქვს. საზღვარგარეთ ხშირად დადის და საშუალება აქვს, თვითონ შეიძინოს სამოსი. თან სიმაღლე აქვს ისეთი, რომ დამოუკიდებლად ტანსაცმელს ვერ შეურჩევ, თუ თვითონ არ ჩაიცვა და არ მოიზომა.

სპორტის სახეობებიდან და ხელოვნების დარგებიდან რომელს აძლევს უპირატესობას?

- სპორტი ყოველთვის უყვარდა. სამწუხაროდ, ახლა ძალიან დაკავებულია და დრო არ რჩება. სპორტის ყველა სახეობა მოსწონს - ჩოგბურთი, თხილამურები, კალათბურთი, მუსიკაშიც კარგად ერკვევა. სოციალურად აქტიური ადამიანია. ძალიან დახვეწილი ლიტერატურული გემოვნება აქვს, რადგან ბევრი წიგნი აქვს წაკითხული.

 

ნანახია - 1447

კომენტარები - 4

მ ა რ ე

2013-04-14 16:05:16

გიული ალასანია:
-------------------
(მიშას) " ძალიან დახვეწილი ლიტერატურული გემოვნება აქვს"... განსაკუთრებით უყვარს ბიზნესმენ კაკალაშვილის პოეზია.

"მუსიკაშიც კარგად ერკვევა"... მოგეხსენებათ, კრის დე ბურგის სიმღერების მოსმენისათვის დაპატიმრებულიც იყო და მრავალი წელიც ხეხა კაგებე-ს ჯურღმულები. ზვიადები და კოსტავები სად იყვნენ მაშინ, ჩემი შვილი რომ დისიდენტობდა!

"საჭმელებიდან გამორჩეულად არცერთი არ უყვარს"... თუ არ ჩავთვლი სუშის და ჰალსტუხს. უფრო სწორად, ყველა საჭმელი ერთნაირად უყვარს, ენაცვალოს დედა! თან - ისე ძალიან, რომ ხანდახან, მისი დანაყრების შემდეგ, ექიმის ჩარევაც ხდება საჭირო. ამიტომაც, მის კორტეჟში მუდმივად არის ექიმი-დიეტოლოგი. ისე, ერთი მეფეც გვყავდა ასეთი, გიორგი... ნომერი კარგად არ მახსოვს,- მე ხომ თურქოლოგი ვარ,- მგონი მეთორმეტე თუ მეცამეტე. ზაქიჭამია შეარქვა ხალხმა. ვიღაც მოცლილმა და ჩემი შვილის მოძულემ კი, იცით, რა აკადრა ინტერნეტ-ფორუმში? --

მემატიანე წერს: "გიორგი - ზაქიჭამია".
მემატიანე დაწერს: "მიშა - ქაქიჭამია".

წარმოგიდგენიათ?.. აი, ასეთი საზიზღრები არიან. პრეზიდენტობაც კი არ მოგინდება კაცს ამ უმადურებთან!

asa

2013-04-14 23:13:09

...ყოველთვის იცოდა, რა უნდოდა და მიზანს აღწევდა კიდეც. რასაც ჩაიფიქრებდა, აკეთებდა.
=ჩაიფიქრა, რომ ვინც რამე აწყენინა ბავშვობასი, შემდგომ სამაგიერო გადაეხადა. ამის საუკეთესო საშუალება კი პრეზიდენტობა აღმოჩნდა.

...ძალიან ფრთხილი იყო. გონიერი ბავშვები ფრთხილები არიან. როცა რაღაცას აკეთებდა, გარანტიები უნდა ჰქონოდა. ახლაც ასეა, მოუფიქრებელ ნაბიჯს არ გადადგამს. აწონილ-დაწონილი აქვს ხოლმე წინასწარ.
=აბა, აბა, სულ აწონილ-დაწონილი და გააზრებული აქვს თავისი ნაბჟუტურევ-ნამოქმედარის რისკები.

...ძალიან ცნობისმოყვარე იყო. რაც აინტერესებდა, იმას ყოველთვის ბოლომდე აკეთებდა. უნდოდა, ყველაფერი თვითონ გაეგო.
=განსაკუთრებით ქალების ხორცის (ძუძუს და ალბათ ზოგი სხვა მიდამო) გემოს შეცნობა სწადია.

TUTASHKHIA

2013-04-14 23:22:31

მ ა რ ე მაგარი ხარ!


მაგრად ვიხალისე და ბოლოს შემრცხვა, მე საქართველოს ამაოხრებლების (მიხოს ბანდის) მხარდამჭერი ვიყავი.

2012 წლის 5 ოქტომბერს გავიფიქრე, რომ დავით |V იყო აღმაშენებელი, ხოლო ივანიშვილი იქნება გადამრჩენელი საქართველოსი.


ვოცნებობ მალე დავბრუნდე თავისუფალ საქართველოში და ამაყად ვიარო!!!!!!

მ ა რ ე

2013-04-15 03:34:59

TUTASHKHIA,
ნუ შეგრცხვებათ ამისი: საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი იყო მაგათი მომხრე, მათ შორის - მეც, ვიდრე მხოლოდ "რუსთავ 2"-ს ვუყურებდი ინტერნეტში. მერე ერთმა მეგობარმა მომწერა საქართველოდან: არის ასეთი ტელევიზია, პატარკაციშვილის კუთვნილება, "იმედი" ჰქვია. ნახე, დაგაინტერესებსო.
ერთი კვირის შემდეგ მაგათი სახელის გაგონება აღარ მინდოდა! :)

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი: