გოგი ხუციშვილი: "ნაციონალებმა" იციან, რა უნდა გააპიარონ და დასავლეთის რა შიშზე ითამაშონ"
დაიჯესტი

გოგი ხუციშვილი: "ნაციონალებმა" იციან, რა უნდა გააპიარონ და დასავლეთის რა შიშზე ითამაშონ"

გოგი ხუციშვილი: "ნაციონალებმა" იციან, რა უნდა გააპიარონ და დასავლეთის რა შიშზე ითამაშონ"
"კვირის პალიტრის" მასალების მიხედვით

2013-01-21 10:43:22

"პრეზიდენტის ინიციატივა ეკონომიკური ამნისტიის შესახებ იმით არის განპირობებული, რომ ძველი ხელისუფლების დროს ჩადენილი ასეთი ტიპის დანაშაულის ამნისტირება მოახდინოს. როგორც ჩანს, "ნაციონალები" ელოდებიან ახალ სამართლებრივ პროცესებს, იციან, რომ ეს არ შეწყდება და უნდათ, დააბრკოლონ. ჩემი აზრით, საპარლამენტო უმრავლესობა ეკონომიკური ამნისტიის შესახებ პრეზიდენტის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ასეთი კანონის დამტკიცების შემთხვევაში გამოძიებას ხელი შეეშლება. ვგულისხმობ იმას, რომ მტკიცებულებები უნდა შეგროვდეს და თითოეულ საქმეს სამართლებრივი შეფასება მიეცეს", - აცხადებს ექსპერტი გოგი ხუციშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ძალიან მალე ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიება დაიწყება".

"პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოფირი სწორედ ძველი ხელისუფლების დროს არის გადაღებული და მას დაშანტაჟებისთვის იყენებდნენ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დანაშაულთან არა გვაქვს საქმე და ამ შემთხვევაშიც მკაცრად არის განსაზღვრული, რა როგორ უნდა იყოს. ჩემი აზრით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროება დაუშვებელია. სხვათა შორის, მახსოვს, გაუპატიურებაზე თუ სხვა პირადი ღირსების შემლახავ ბევრ საქმეზე ისეთი მასალები გამოქვეყნებულა, რაც არ უნდა გამოქვეყნებულიყო. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ეს ინიციატივა პოლიტიკური თამაშის ნაწილია და შესაძლოა, ისევ და ისევ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს უკავშირდებოდეს. ამაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ადამიანის პირადი ცხოვრება სახელმწიფოს ჩარევისგან კანონით უნდა იყოს დაცული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი ხუციშვილი.

"ბიძინა ივანიშვილის განცხადება რკინიგზის შესახებ არ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკური ვექტორის შეცვლად. ვექტორი, რომელიც ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს, არ იცვლება. მაგრამ იმავდროულად, ჩვენ გვქონდა ძალზე უპერსპექტივო და საშიში სამეზობლო პოლიტიკა. რეგიონული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ამის ნიშნები უკვე არის. კერძოდ, საწყის ეტაპზეა, მაგრამ მაინც დაიწყო ქართულ-რუსული დიალოგი. საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ცვლი¬ლებამ შეიძლება განაპირობოს ცვლილება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობაშიც. გარდა ამისა, საქა¬რთველო-სომხეთის ურთიერთობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის, ივანიშვილის განცხადება, რომ სომხეთი, რომელიც უთავსებს ერთმანეთს რუსეთთან, აშშ-სა და ნატოსთან კარგ ურთიერთობას, სამაგალითოა, სულაც არ ნიშნავს, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობის სქემა უნდა გადმოვიტანოთ. არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, ივანიშვილი ბალანსისა და დარეგულირების მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა. ეს იყო მეზობელ სახელმწიფოში ვიზიტით მყოფი კაცის კეთილგანწყობილი განცხადება და სულაც არ ნიშნავს, რომ სომხეთის მოდელი სტრატეგიად იქცევა. რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელსაც "ნაციონალური" ოპოზიცია აწარმოებს ახალ ხელისუფლებასთან, ეს განცხადებაც გამოიყენეს იმისთვის, რომ აეგორებინათ კამპანია, არიქა, საქართველო სტრატეგიულ კურსს იცვლისო", - განაგრძობს რესპონდენტი.

"საქართველოში უცხოური საელჩოების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თავიანთი ქვეყნების ხელისუფლებებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებაა და ამას აკეთებენ კიდეც. თუმცა, ამ ინფორმაციიდან ზოგს ექცევა ყურადღება, ზოგს არა, ზოგი ხდება გაანალიზების საფუძველი, ზოგი - არა. ხდება სელექცია, რა არის მათთვის საინტერესო და სათვალავში ჩასაგდები. მაგალითად, თეთრაძის საქმე დასავლეთში რატომღაც რეზონანსს არ იწვევს და ჰგონიათ, კერძო შემთხვევაა. არსებობს აღქმისა და გაცნობიერების წესები. ვაშინგტონსა და ბრიუსელში პრიორიტეტად არის დაწყობილი ყველაფერი და ქვეყნის შეფასებისას ყურადღება სწორედ იმას ექცევა, რა არის მათთვის პრიორიტეტული. სხვათა შორის, ეს კარგად იციან მიხეილ სააკაშვილმა და "ნაციონალებმა" და სწორედ იმ მომენტებს "ურტყამენ", რაც მტკივნეულია დასავლეთისთვის, მაგალითად, ახალი ხელისუფლების საგარეო კურსსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხს. "ნაციონალებს" აქვთ ტექნოლოგიები და იციან, რა უნდა გააპიარონ და დასავლეთის რა შიშზე ითამაშონ", - განმარტავს გოგი ხუციშვილი.

"საბიუჯეტო კრიზისი არ იქნება. რა თქმა უნდა, ბიუჯეტი უფრო უარეს დღეში ყოფილა, ვიდრე გვეგონა. შესაბამისად, ზოგიერთი სოციალური პრობლემის მოგვარება შეფერხებულია. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მთავარია, კარგი მმართველობა. სწორედ კარგი მმართველობა გახდა ყოველგვარ რესურსს მოკლებული ესტონეთის წარმატების საფუძველი. საქართველოში ადგილობრივი მმართველობა არ უნდა უშლიდეს ხელს ცენტრალურ ხელისუფლებას და კოორდინირებულად უნდა მუშაობდეს. სამწუხაროდ, საქართველოში კოჰაბიტაცია მხოლოდ იდეა იყო და სინამდვილეში მიმდინარეობს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, რომელშიც ადგილობრივ მმართველობას იარაღად იყენებენ. ეს ქვეყნის წინაშე მდგარ გეგმებს დიდად აზარალებს. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, რღვევები მართლაც იყოს. სხვათა შორის, თუ ხალხმა დაინახა, რომ საბოტაჟს აწყობენ, სწორედაც ზეწოლას მოახდენს ადგილობრივ თვითმმართველობაზე, რათა ის პირები შეიცვალონ, რომლებიც დაბრკოლებებს ქმნიან", - დასძენს გოგი ხუციშვილი.

ნანახი?- 842

გოგი.

2013-01-21 11:03:23

ამერიკელებს ააქვთ მხოლოდ ერთი რამის შიში,რომ უკიდურესობამდე მისულმა არმენმა, მიშა გიულის ასულმა არ განაცხადოს,რომ 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო მან,და იგი ამის გსაკეთებლად აიძულეს ამერიკელებმა!

მიშა წამსვლელია ასეთ სიცრუეზე და შანტაჟზე!

პლატონი

2013-01-21 11:54:13

გოგი,
მართალი ხარ მეც ბევრჯელ მიფიქრია რატომ ელაქუცებიან და პრინციპში მმართველობას უხანგზლივებენ კოჰაბიტაციით. ასეთი მშიშარა კაცი ომს ვერ დაიწყებდა, თან არ დაგავიწყდეს ბუში და პუტინი, რომ შეხვდა ოლიმპიადაზე ერთმანეთს მეორე თუ მესამე დღეს დააყარა ცხინვალს. გამსახურდიაც შევიდა ცხინვალში მაგრამ ომის სახე არ მიუცია და ვერც რუსები შემოვიდოდნენ. ოლიმპიადაზე გადაწყდა ყველაფერი, კონდოლიზაც ომამდე სამ თვეში ორჯელ იყო ჩამოსული. კოსოვოს შემდეგ რუსეთიც დააწყნარეს და იმის შემდეგ აღარ ახსენებს კოსოვოს.

romani

2013-01-21 21:38:54

"ნაციონალებს" აქვთ ტექნოლოგიები და იციან, რა უნდა გააპიარონ და დასავლეთის რა შიშზე ითამაშონ", - განმარტავს გოგი ხუციშვილი.

ბ-ნო გოგი, საქმეც მაგაშია. რატომ არ იყენებს კოალიცია იგივე ტექნოლოგიებს. აშკარად აკლიათ პიარი. ზოგჯერ ინიციატივას თმობენ. ამავე დროს, საქმის კეთებაც დაიწყო, პროცესები პოზიტიურად ვითარდება, წინასაარჩევნო დაპირებები სრულდება , ასე რომ, საპიარო საკმაოდ დაგროვდა.
პირიქით კი უნდა ხდებოდეს, კოალიციის პოზიტიური ინფორმაციული ნაკადმა უნდა გადაფაროს და გაანეიტრალოს ოპონენტების პიარი. მოკლედ, ვფიქრობ, რომ ეს პოზოცია არის მკვეთრად და დაუყონებლივ გასაძლიერებელი.

Yuri Buri

2013-01-21 23:57:27

პლატონი!
სწორედ კონდოლიზას ვიზიტის მაგ პერიოდში, მაკკეინი გახურებულ საარჩევნო კამპანიაში
აქცენტს აკეთებდა უმრავლეს ანტირუსულად განწყობილ ამომრჩეველზე. კერძოდ ის რუსებს
ბარბაროსებად მოიხსენიებდა, ბრალს დებდა ჩეჩნების გენოციდში, რომელიც სინამდვილე
იყო მაგრამ მანამდე დიდად არ გაუპროტესტებია.რაც მაკკეინმა თეორიულად თქვა,მიხომ
პრაქტიკულად "გაუპრავა" მას იდეა. ომი მოვიგეთო ზეიმობდა სასტიკი წაგებიდან მესამე
დღეს, რუსები ვამხილეთო (თიტქოს ჩვენ არ გამოგვიცდია რუსის ჩექმა) და მაკკეინის
დავალება წარმატებით შეასრულა ქართველთა უბედურების ხარჯზე. ასე რომ გოგიმ სწორად
გამოტქვა მართლაც გონივრული ეჭვი ჩოყლაყის აღიარებასტან დაკავშირებით, აი ჩვენ რა
გავაკეთეთ ამის სამხილებლად ეს არის საკითხავი!!!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80