თსუ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება
სიახლეები

თსუ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება

თსუ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება
for.ge

2018-10-08 11:53:27

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც ოფიციალურად 9 ოქტომბერს გაიხსნება, მასშტაბური პროგრამით წარსდგება. 

პროგრამა მოიცავს როგორც სამეცნიერო და საგანმანათლებლო ლიტერატურის გამოფენებს, ასევე ქართველი და უცხოელი მეცნიერების საჯარო ლექციებს. პროგრამის მიზანია, სრულად წარმოჩინდეს საუკუნეების განმავლობაში საქართველოში შექმნილი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიღწევები. აქედან გამომდინარე, ბაზრობის ფარგლებში გამოიფინება როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები, ასევე სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის დაბეჭდილი სამეცნიერო ლიტერატურა. მათ შორის, წარმოდგენილი იქნება, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, ასევე უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული წიგნები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე 50-ზე მეტ სამეცნიერო წიგნს, თარგმანს და სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო პერიოდულ ჟურნალს წარადგენს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება მრავალი საჯარო ლექცია, მათ შორის აქცენტი გაკეთდება  მრავალწლიანი გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის მიღწევებზე.

უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი პროგრამის შეფასებისას უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ განმარტა, რომ აღნიშნული პროგრამა საერთაშორისო მასშტაბით გაზრდის ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს სამეცნიერო საზოგადოებასა თუ სტუდენტებში ქართული სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას.


მრავალფეროვანი პროგრამა, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველა სტუმარს წარუდგენს, იქნება საერთაშორისო ინტერესის გაღრმავების წინაპირობა საქართველოს, ქართველოლოგიური მეცნიერებებისა და ქართული სამეცნიერო ლიტერატურის მიმართ.  

პროგრამაში რუსთველოლოგიას, როგორც ქართველოლოგიის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და სწორედ ამ მიზნით, ფრანკფურტის უნივერსიტეტთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალურ ღონისძიებას გეგმავს, რომლის დროსაც, სხვადასხვა ეროვნების სტუდენტები სტუმრებს ვეფხისტყაოსნიდან ნაწყვეტებს სხვადასხვა ენაზე წაიკითხავენ.

2018 წელს წიგნის ყველაზე მასშტაბურ ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანის სტატუსით იქნება წარმოდგენილი და ქვეყნის ისტორიას ანბანით მოყვება.

 

სარეკლამო ბანერი
1000 X 80