თიბისი ბანკის მომხმარებლები "ერთგულ" ქულებს უკვე „კარფურშიც" დააგროვებენ
სიახლეები

თიბისი ბანკის მომხმარებლები "ერთგულ" ქულებს უკვე „კარფურშიც" დააგროვებენ

თიბისი ბანკის მომხმარებლები "ერთგულ" ქულებს უკვე „კარფურშიც" დააგროვებენ
for.ge

2018-09-07 12:17:06

დღეიდან თიბისი ბანკის მომხმარებლები „ერთგული" ქულების დაგროვებას ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურშიც"  შეძლებენ.

თიბისის ტერმინალები „კარფურის" სავაჭრო ობიექტებში უკვე განთავსდა. ერთგული ქულები მომხმარებლებს ერთგული ბარათით, ასევე  თიბისი ბანკის ნებისმიერი საკრედიტო ბარათითა და უკონტაქტო სტიკერით გადახდისას დაერიცხებათ.

გარდა ამისა, თიბისის მომხმარებლები კარფურის 6 წლის იუბილეს ფარგლებში დაგეგმილ გათამაშებაში მოგების მეტი შესაძლებლობითა და  გაორმაგებული ბილეთებით ჩაერთვებიან. კერძოდ, 5 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, "კარფურის"  სუპერმარკეტებში 35 ლარის, ხოლო ჰიპერმარკეტებში 65 ლარის შენაძენზე მომხმარებლები გათამაშების 1 ბილეთს მიიღებენ. თიბისის ბარათით გადახდის შემთხვევაში კი, იმავე რაოდენობის შენაძენზე 1-ის ნაცვლად, 2 ბილეთს დააგროვებენ.

კარფურის საიუბილეო გათამაშებაში მომხმარებლებს შემდეგი პრიზები მოგების შესაძლებლობა აქვთ:

·         ბინა ფრანგულ უბანში „უნიქს დეველოპმენტისგან"

·         ავტომობილი  Hyundai accent 2018 (5 ავტომობილი)

·         5 000 ლარიანი სასწავლო გრანტი (20 გრანტი)

·         1 წლიანი უფასო შოპინგი "კარფურში" (3 000 ლარის ღირებულების 5 სასაჩუქრე ბარათი)

·         კინოს, თატრისა და მუზეუმის ვაუჩერი (600 ვაუჩერი)

·         5 ლარიანი ფულადი ვაუჩერი (25 000 ვაუჩერი)

უახლოეს მომავალში თიბისის „ერთგული" ბარათი მომხმარებლებს  "კარფურში" შოპინგისას  არაერთი საინტერესო შეთავაზებას და სიურპრიზს ჰპირდება.

„ერთგულის" შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.ertguli.ge

 

 

სარეკლამო ბანერი
1000 X 80