ICDI-მ საგანმანათლებლო პროექტი „თანამშრომლობა პოლიტიკური პარტიების განვითარებისათვის“ დაიწყო

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სიახლეები

ICDI-მ საგანმანათლებლო პროექტი „თანამშრომლობა პოლიტიკური პარტიების განვითარებისათვის“ დაიწყო

ICDI-მ საგანმანათლებლო პროექტი „თანამშრომლობა პოლიტიკური პარტიების განვითარებისათვის“ დაიწყო
for.ge

2018-08-06 14:50:50

სურვილი გვაქვს გაცნობოთ, ძალიან საინტერესო და ახალი ინიციატივის შესახებ. „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრ“-მა (ICDI) - პოლიტიკური პარტიების საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო სახელწოდებით: „თანამშრომლობა პოლიტიკური პარტიების განვითარებისათვის“

პროექტის მიზანს წამოდგენს პოლიტიკური პარტიების ადამიანური რესურსების განვითარება, თბილისის ხუთ საარჩევნო ოლქში. პროექტი მოიცავს შემდეგ ოლქებს: ისანი, სამგორი, დიდუბე, ნაძალადევი და გლდანი. ხოლო სწავლება ითვალისწინებს: პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა და პოტენციურ კომისიის წევრთა საარჩევნო კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიტიკური პარტიების და პოტენციურ კომისიის წევრთა უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას, პოლიტიკური კულტურის განვითარებას და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა თანამშრომლობის გაძლიერებას. რაც განსაკუთრებულად მომხიბვლელი და მნიშვნელოვანია შეკრება, მსჯელობა და ტრეინინგის პროცესი მრავალპარტიულ გარემოში ერთობლივი სწავლების მეთოდით მოხდება.

საგრანტო კონკურსის მოთხოვნების შესაბამისად, მოწვეულები იქნებიან არჩევნებში მონაწილე, როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელები და აქტივისტები. ჯგუფების დაკომპექტების მიზნით უკვე მიმდინარეობს დოკუმენტაციების მიღება და მონაწილეთა შესახებ ინფორმაციის მოგროვების მიზნით მომზადება სააპლიკაციო ფორმა.

პროექტი გაგარძელდება 2018 წლის 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.

სარეკლამო ბანერი
1000 X 80