თიბისის შექმნილ პირველ ქართულ ჩათ ბოტს ახალი ფუნქციები დაემატა
სიახლეები

თიბისის შექმნილ პირველ ქართულ ჩათ ბოტს ახალი ფუნქციები დაემატა

თიბისის შექმნილ პირველ ქართულ ჩათ ბოტს ახალი ფუნქციები დაემატა
for.ge

2018-07-10 15:54:34

თი ბოტი  მესენჯერ აპლიკაციაში თიბისის ჩატ ბოტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება (თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება), ინფორმაციის მიღება (დაგეგმილი ივენთების, ახლომდებარე ბანკომატების, ამინდის შესახებ) და TKT.GE-დან ბილეთების შეძენა.

ახლა თი ბოტს ინოვაციური ფუნქციები - ხმოვანი შეტყობინება და თი ტრანსფერი დაემატა:

თის ახალი შესაძლებლობის გამოყენებით მომხმარებელი ზემოთხსენებული აქტივობების შესრულებას უკვე ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნითაც შეძლებს. თი ბოტი იგებს ხმოვანი შეტყობინებით მიღებულ დავალებებს და შესაბამისად, რეაგირებს მასზე.

ბოტის ახალი ფუნქციის გამოყენებისთვის მომხმარებელმა თი ბოტთან ჩათში უნდა დააჭიროს მიკროფონის ნიშანს და ხმოვანი ბრძანების სახით თხოვოს თის სასურველი ოპერაციის შესრულება. მაგალითად "გადარიცხე გიორგისთან  5 ლარი", „დღეს რა ამინდია თი", „ნახე რამდენი მაქვს ბალანსი" ანგარიშზე, მობილურზე მინდა ფულის ჩარიცხვა. თი ბოტს ესმის ეს ხმოვანი ბრძანებები და  პასუხებს წერილობით რეჟიმში აბრუნებს.

თი ტრანსფერის საშუალებით მომხმარებელი თანხის გადარიცხვას მეგობართან  საუბრის დროს მესენჯერის აპლიკაციიდან გაუსვლელად  შეძლებს.

გადარიცხვის შესასრულებლად საჭიროა:

·         შეხვიდეთ მესენეჯრის აპლიკაციაში იმ მეგობართან სასაუბროში, რომელთანაც გსურთ თანხის გადარიცხვა;

·         დააჭიროთ „+" ღილაკს და აირჩიოთ თი ბოტი (extension-ების მენიუდან);

·         მიუთოთოთ სასურველი ანგარიში და გადასარიცხი თანხა;

·         დაადასტუროთ გადარიცხვა;

·         მეგობარი თანხის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინებას მესენეჯრის საასუბროშივე მიიღებს.

·         „მიიღე თანხის" დაჭერის შემდეგ კი თანხა ჩაირიცხება მითითებულ ანგარიშზე;

ტექნოლოგიური სიახლე თიბისის მულტიჩენელის განვითარების განყოფილების უფროსმა ზვიად წოწკოლაურმა  9 ივლისს ფაბრიკაში წარადგინა. თიბისის თი ბოტი პირველი ქართულად მოსაუბრე ჩეტ ბოტია და ის კომპანია Pulsar AI -სთან კოლაბორაციით შეიქმნა. 

სარეკლამო ბანერი
1000 X 80