Art-გენი 2018-ის თბილისის ტური 8-15 ივლისს გაიმართება
სიახლეები

Art-გენი 2018-ის თბილისის ტური 8-15 ივლისს გაიმართება

Art-გენი 2018-ის თბილისის ტური 8-15 ივლისს გაიმართება
for.ge

2018-07-06 15:53:00

Art-გენი 2018-ის თბილისის ტური თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8-15 ივლისს გაიმართება. წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს, მათ შორის იქნება, ჰიპ-ჰოპის დღე. ერთი კვირის მანძილზე დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. ტრადიციულად მოეწყობა  ჰამაკების და პუფების ზონა,  ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო და სხვადასხვა ტიპის კრეატიული სივრცეები.

8 ივლისს თბილისის ტურს ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი" გახსნის".   15 ივლის კი ნიაზ დიასამიძის და 33-ას კონცერტით დაიხურება.

წელს პირველად Art-გენ-ზე ჰიპ-ჰოპის დღე  გაიმართება. Art-გენის მაყურებელს ტრადიციულად ელოდება „სუხიშვილების" რობი კუხიანიძის, ჯგუფ ფრანის და ჯგუფ ReGGaeon -ს  კონცერტები. ასევე უკვე მეორედ  Art-გენის სცენა დაეთმობა ჯგუფ Asea Sool-ს რომლის სიმღერის ჩანაწერიც სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში ჰიტად იქცა და მაყურებლის ფართო აუდიტორიის განსაკუთრებული მოწონება მოიპოვა.

Art-გენი 2018-მა  სტარტი   21 ივნისს  რეგიონული ტურნეთი აიღო .  Art-გენი  წელს საქართველოს 4 რეგიონში - აჭარა, გურია, იმერეთი, ლეჩხუმი,  9 დღის განმავლობაში  მოგზაურობდა.

2004  წლიდან დღემდე ფესტივალმა Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის,  ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა . ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს და დებიუტანტებს სთავაზობს მაყურებელს .

ფესტივალი „Art-გენი" 2004 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში  " ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დაარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.

 

 

 

 

 

სარეკლამო ბანერი
1000 X 80