დღეს, გაიმართება პრესკონფერენცია „მარტინ პარი - თბილისი

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სიახლეები

დღეს, გაიმართება პრესკონფერენცია „მარტინ პარი - თბილისი

დღეს, გაიმართება პრესკონფერენცია „მარტინ პარი - თბილისი
for.ge

2018-06-14 09:57:53

14 ივნისს, 16:00 საათზე, წინამძღვრიშვილის 39 ნომერში, თბილისურ ეზოში გაიმართება პრესკონფერენცია „მარტინ პარი - თბილისი".

პროექტზე ისაუბრებენ ცნობილი ფოტოგრაფი მარტინ პარი,კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და პროექტის სხვა მხარდამჭერები.

11-16 ივნისს თბილისს ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი, „მაგნუმის" სრულუფლებიანი წევრი მარტინ პარი სტუმრობს. 1980-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფი

და პრესტიჟული სააგენტო „მაგნუმის" წევრი საქართველოში თბილისის მერიის მოწვევით ჩამოვიდა. ფოტოები, რომელსაც ის გადაიღებს თბილისში, „მაგნუმის" სხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ფოტოებთან ერთად, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონში გამოიფინება.

ასევე გაიმართება წიგნის „თბილისი მარტინ პარის მიერ/City Book Tbilisi by Martin Parr" პრეზენტაცია, რომელიც ფოტოგრაფის თბილისში გადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნება და  ერთ-ერთ ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან Prestel Publishing - თან თანამშრომლობით მიუნჰენში გამოიცემა.

 

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80