ესტონელებს უყვართ საქართველო!

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სიახლეები

ესტონელებს უყვართ საქართველო!

ესტონელებს უყვართ საქართველო!
for.ge

2018-06-12 14:49:22

საქართველოს ესტონეთის პოლიტიკოსთა, ბიზნესისა და კულტურის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა.

კულტურული დიპლომატიური პროექტი „ყველას უყვარს საქართველო“, რომლის ფარგლებშიც 43 წლის შემდეგ თბილისსა და ბათუმს ესტონეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი (ERSO) კონცერტებით ეწვევა, 12 - 16 ივნისს გაიმართება.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ორასამდე ესტონელი პოლიტიკოსი, კულტურის მოღვაწე, პრომოუტერი და ჟურნალისტი ეწვევა. დელეგაციას უხელმძღვანელებს ესტონეთის კულტურის მინისტრი ბატონი ინდრეკ საარი და ესტონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბატონი კალე ლაანეტი. ვიზიტს 10 -მდე ესტონური მედია საშუალება გააშუქებს.

პროექტი „ყველას უყვარს საქართველო“ სამოქალაქო ინიციატივაა, რომელიც ემსახურება ესტონეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღნიშვნას და ფინანსდება ესტონეთის მთავრობის, ესტონელი ბიზნესმენების და ასევე, ესტონითისა და საქართველოს საელჩოებისა და კულტურის სამინისტროების უშუალო მონაწილეობითა და თანადგომით.

პროექტის მთავარი ღონისძიება თბილისის ჯ.კახიძის მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება, სადაც ესტონეთის სიმფონიური ორკესტრი (ERSO) კონცერტს დიდი მაესტროს, ესტონელი დირიჟორის ნეემე იარვის დირიჟორობით გამართავს.

ERSO მანამდე ერევანს ეწვევა სადაც 11 ივნისს კონცერტს გამართავს, 13 ივნისს მათ თბილისი უმასპინძლებს ხოლო ორკესტრის ბოლო კონცერტი ქალაქ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 15 ივნისს ჩატარდება.

ესტონეთის კულტურის მინისტრის განცხადებით, ესტონეთის სახელმწიფოებრიობის 100 წლის აღნიშვნა გვაძლევს შესაძლებლობას გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი მრავალფეროვანი კულტურა:

„საქართველო და სომხეთი მნიშვნელოვანი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებია ესტონეთისთვის. ჩვენი კულტურული ურთიერთობები უფრო და უფრო ღრმავდება ბოლო წლების განმავლობაში. აქტიური და ენთუზიაზმით სავსე სამოქალაქო დიპლომატია ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსნაციონალური კულტურული ურთიერთობების გასააქტიურებლად. მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა კულტურული დიპლომატიის პროექტისა „ყველას უყვარს საქართველო“, რადგან ეს არის სწორედ ის რაც ამდიდრებს განსაკუთრებული მომენტებით ჩვენი საიუბილეო დღესასწულების აღნიშვნას“.

ამ პროექტის სულისჩამდგმელისა და კულტურული დიპლომატიის ინიციატორის მეელის კუბიცის თქმით, ურთიერთობები საქართველოსა და ესტონეთს შორის იდეალურია. კულტურული ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის არის ინტენსიური და მრავალფეროვანი. კინოში ჩვენი თანამშრომლობა შეიძლება ამ ურთიერთობების გვირგვინად ჩაითვალოს, თუმცა ეს არა არის ერთადერთი. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ვიყო ორგანიზატორი ისტორიული კონცერტისა, რომელიც 13 ივნისს თბილისის ჯანო კახიძის მუსიკალურ ცენტრში ესტონეთის სიმფონიური ორკესტრისა და ლეგენდარული ნეემე იარვის მონაწილეობით ჩატარდება. ბათუმში კი (erso) ჩვენი დიდი მეგობარი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით წარსდგება მსმენელის წინაშე“, - აღნიშნა კუბიცმა.

 .პროექტი „ყველას უყვარს საქართველო“ გაგრძელდება ბათუმში 15,16 ივნისს, რომელიც შემოიერთებს მინი-ფესტივალ odessaclassics batumi weekend-ს.

15 ივნისს გაიმართება ესტონეთის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. სოლისტები გიორგი ცაგარელი (ალტი) და უკრაინელი პიანისტი ალექსეი ბოტვინოვი. პროგრამაშია რახმანინოვისა და ყანჩელის ნაწარმოებები.

16 ივნისს კი ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში თქვენ ისევ შეხვდებით ნიკოლოზ რაჭველს, გიორგი ცაგარელსა და ალექსეი ბოტვინოვს არვო პიარტის, ასტორ პიაცოლასა და გია ყანჩელის უკვდავ მუსიკას. The odessa classics batumi weekend გააერთიანებს ესტონელ, უკრაინელ და ქართველ მუსიკოსებს. 

ამ ორი დღის განმავლობაში ბათუმში გაიმართება თემატური კონფერენცია ევროპული გზა.

„ბათუმის ფესტივალის ჩატარება შესაძლებელი გახდა აჭარის პრემიერ-მინისტრის ზურა პატარაძის უდიდესი დახმარებითა და ხელშეწყობით. დიდი მადლობა მას“, - დასძინა კუბიცმა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80