ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით მათემატიკის ოლიმპიადა ,,გახდი ოლიმპიელი 2018" დასრულდა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სიახლეები

ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით მათემატიკის ოლიმპიადა ,,გახდი ოლიმპიელი 2018" დასრულდა

ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით მათემატიკის ოლიმპიადა  ,,გახდი ოლიმპიელი 2018"  დასრულდა
for.ge

2018-06-11 18:19:16

საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე- 6 კლასელებისთვის მათემატიკის ოლიმპიადა მესამედ ჩაატარა.  

,,გახდი ოლიმპიელი - 2018"  წელს განსაკუთრებული მასშტაბით წარიმართა. თბილისში, აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ბათუმში დასავლეთ საქართველოს რეგიონის  200 სკოლის 1337 მოსწავლე მონაწილეობდა.

,,ლიბერთი ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის  პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს მათემატიკის ოლიმპიადის მხარდაჭერას. წელს ორმა მოსწავლემ ფინალურ ტურში ქულების თანაბარი რაოდენობა მიიღო და ამიტომაც გადავწყვიტეთ ორივე გამარჯვებულის - ირაკლი  სულამანიძის და  ანანო ბახტაძის დაჯილდოვება.  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სისტემის  ხელშეწყობა და მომავალშიც არაერთ მასშტაბურ პროექტს გამოვუცხადებთ მხარდაჭერას, წავახალისებთ მომავალ თაობას და წვლილს შევიტანთ მათი განათლების საქმეში"  – განაცხადა ლიბერთი ბანკის  დირექტორის მოადგილემ დავით ვერულაშვილმა.

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80