ბოტანიკური ბაღი მოუწოდებს სტუმრებს, მაქსიმალურად დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების წესები
სიახლეები

ბოტანიკური ბაღი მოუწოდებს სტუმრებს, მაქსიმალურად დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების წესები

ბოტანიკური ბაღი მოუწოდებს სტუმრებს, მაქსიმალურად დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების წესები
for.ge

2018-06-11 17:14:48

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სტუმრების მაქსიმალური კომფორტისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრი პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, წესრიგდება გზები და ბილიკები, ეწყობა დეკორატიული უბნები, უმჯობესდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, თუმცა, კვლავ რჩება არაერთი პრობლემა, რომელთა გადაჭრაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მცენარეთა კოლექციების დაცვისა და დამთვალიერებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბოტანიკური ბაღის ხალხმრავალ ტერიტორიაზე დამონტაჟდა ვიდეოდაკვირვების სისტემა. პარალელურად, დრონის მეშვეობით მიმდინარეობს ბაღის ტერიტორიის აერო-ფოტოდაკვირვება.

მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, სამწუხაროდ, კვლავ ფიქსირდება მცენარეების, საინფორმაციო დაფებისა და მანიშნებლების დაზიანების შემთხვევები. ასევე, ბაღის ტერიტორიაზე ადგილი აქვს არაეთიკურ და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ ქცევას, რაც საჯარო სივრცეში დაუშვებელი და მიუღებელია. თითოეულ მსგავს შემთხვევაზე ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს.

გვსურს, შევახსენოთ ბოტანიკური ბაღის სტუმრებს, რომ ბაღში სეირნობს უამრავი უცხოელი დამთვალიერებელი, დასასვენებლად მოდიან ოჯახები, ბავშვები და სტუდენტები. ასევე, ჩვენთან ერთად მუშაობენ კოლეგები სხვადასხვა ბოტანიკური დაწესებულებიდან. მათ აქვთ უფლება ყოველგვარი უხერხულობის გარეშე იმოძრაონ ბაღის ტერიტორიაზე და ჰქონდეთ კომფორტული დასვენებისა და მუშაობის პირობები.

ბოტანიკური ბაღი მოუწოდებს სტუმრებს, მაქსიმალურად დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების წესები.

სარეკლამო ბანერი
1000 X 80