ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სიახლეები

ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია
for.ge

2018-05-17 18:17:15

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოში ამერიკისმცოდნეობის დაარსების 20 წლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენცია თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციას ესწრებოდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ამერიკი შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები, ფროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები. 

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩატარდა,   20 წელი შეუსრულდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან მძლავრ მიმართულებას, ამერიკისმცოდნეობას. კონფერენციაში 130 მომხსენებელი მონაწილეობდა, მათი მოხსენებები ეხებოდა ამერიკის პოლიტიკურ მოწყობას, საგარეო პოლიტიკასა და ურთიერთობებს. კონფერენციაში ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი და სტუდენტია ჩართული“, - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

კონფერენციაზე მოწვეული იყო პუბლიცისტი გელა ჩარკვიანი. მისი თქმით ,,ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკისმცოდნეობის მიმართულებაა, რადგან ამერიკა ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ არა ამერიკა საქართველოს ისტორია უარესობისკენ წარიმართებოდა. ამერიკა არის ქვეყანა თავისუფლების ბასტიონი, ადამიანები ბედნიერებას აიგივებენ თავისუფლებასთან და სწორედ რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის თავისუფლების ქვეყანა, ეს ქვეყანა ბუნებრივი ექსპერიმენტია ეს კი იძლევა უძლიერეს ეფექტს“.

ღონისძიებას უძღვებოდა თსუ პროფესორი, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილ კაჭარავა. მისი თქმით ,,ქართველი ამერიკანისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ჩვენ დღეს 20 წელი შეგვისრულდა.ჩვენი ინსტიტუტი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის, ერისთვის და არა მხოლოდ უნივერსიტეტისთვის. ჩვენ გადავცემთ საზოგადოებას მეცნიერულ, ობიექტურ ინფორმაციას ჩვენს მთავარ მოკავშირესა და მსოფლიოს მთავარ სახელმწიფოზე. ჩვენ გამოვეცით 7 კრებული, ვაწყობთ ყოველწლიურ კონფერენციებს და ვფიქრომ კარგ საქმეს ვაკეთებს ქართული საზოგადოებისთვის. „

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80