დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დღეები თსუ-ში

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სიახლეები

დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დღეები თსუ-ში

დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დღეები თსუ-ში
for.ge

2018-05-15 15:28:47

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის კვირეული გაიხსნა. კვირეული თსუ 100 წლისთავს და დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტის (ამჟამად ინსტიტუტის) დაარსების 70-ე წლისთავს მიეძღვნა.

„დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტი განსაკუთრებული ადგილი იყო საუნივერსიტეტო სივრცეში,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მან მადლობა გადაუხადა ინსტიტუტის წარმომადგენლებს ქვეყანაში ევროპული იდეების გავრცელებისთვის:  „ჩვენი დიალოგი ევროპასთან ყოველთვის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტზე  გადიოდა და მისი მეშვეობით ძალიან ბევრი სიახლე შემოდიოდა. ეს ყველაფერი დღეს ჩვენი განვითარების ქვაკუთხედია და დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც დღემდე ამ ფასეულობების სადარაჯოზეა.“

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა ინსტიტუტის უხუცესი წევრი დარეჯან სირია, რომელმაც უნივერსიტეტში მოღვაწეობის 67 წლის განმავლობაში ინგლისური ენის სპეციალისტთა მრავალი თაობა აღზარდა.

„ჩემთვის დიდი პატივია უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დაჯილდოება,“- აღნიშნა დარეჯან სირიამ და ღონისძიების მონაწილეებს მიმართა: „დასავლეთევროპის ფაკულტეტი ნამდვილად მოწინავე ფაკულტეტი იყო ჩვენს უნივერსიტეტში. ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, უნივერსიტეტმა ძალიან ბევრი კადრი გამოუშვა.  გიყვარდეთ თქვენი საქმე და გიყვარდეთ სტუდენტები.“

ღონისძიების მსვლელობისას ჩატარდა საჯარო ლექცია, დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებლის ერეკლე ტატიშვილისა და სხვა ცნობილი პიროვნებების შესახებ.

კვირეულის ფარგლებში, 16 მაისს გაიხსნება ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების კონფერენცია: „ინგლისური ფილოლოგია: გუშინ, დღეს, ხვალ.“ კონფერენცია ეძღვნება საქართველოსა და მთელ რეგიონში პირველი დოქტორი ქალი ანგლისტის მერი იანქოშვილის დაბადებიდან 100-წლისთავს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ დარგის განვითარებაში. კონფერენციაზე იმუშავებს ოთხი სექცია: თარგმანმცოდნეობა, ლექსიკოგრაფია, ლიტერატურათმცოდნეობა და ლინგვისტიკა. 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80