შოთა რეხვიაშვილი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სიახლეები

შოთა რეხვიაშვილი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

შოთა რეხვიაშვილი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
for.ge

2018-04-13 17:01:33

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამა, სახელმწიფოს დაფინანსებით, 2015 წლიდან ამოქმედდა და წელს მისი ბიუჯეტი 650 000 ლარს შეადგენს.  

პროგრამა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალური პროექტების დაფინანსებას, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, უფასო სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების დაფინანსებასა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2017 წლიდან პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიას ფარავს და სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა მომართვიანობა წლიდან წლამდე იზრდება.

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა და მათი რეკომენდაციები მოისმინა. 

სარეკლამო ბანერი
1000 X 80