ჯიპიაი ჰოლდინგმა ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის დარეგულირება უკვე დაიწყო

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სიახლეები

ჯიპიაი ჰოლდინგმა ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის დარეგულირება უკვე დაიწყო

ჯიპიაი ჰოლდინგმა ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის დარეგულირება უკვე დაიწყო
for.ge

2018-03-12 17:01:30

სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება  უკვე მობილური აპლიკაციის GPIMobile-ს მეშვეობით პატრულის გამოძახების გარეშეა შესაძლებელი

9-10 მარტს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებისა და  ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ქოლ ცენტრში 20-ზე მეტი  განაცხადი დაფიქსირდა, რომელთა უმრავლესობა, 14 განაცხადი, ავტომობილებზე მოდის.  კომპანიის ანაზღაურების სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყო ზარალის შეფასებისა და დარეგულირების პროცესი.  

დაზღვეული ავტომობილები ძირითადად  საგნების ვარდნის და ძლიერი ქარის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა.  „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ავტოდაზღვევის მფლობელებს, ამიერიდან, მსგავს შემთხვევებში, საშუალება ექნებათ პატრულის გამოძახების გარეშე, მობილური აპლიკაციის GPIMobile-ს მეშვეობით, დისტანციურად გააკეთონ განაცხადი და 1 დღეში აინაზღაურონ 1000 ლარამდე ზარალი. 

ძლიერი ქარის შედეგად  ასევე დაზიანდა   კომერციული ობიექტები  და კერძო საკუთრებაში არსებული სახლები, რომლებიც დაზღვეულია ქონებისა დაზღვევის პოლისებით. 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80