ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი TBC Capital-თან ერთად პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში აწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ განხილვას
სიახლეები

for.ge

2018-03-09 14:11:55

12 მარტს, 13:30 საათზე,  ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი TBC Capital-თან ერთად პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში აწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ განხილვას.

წარმოდგენილი იქნება კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასება და გაიმართება დისკუსია.

ღონისძიებას დაესწრებიან: ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა და კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

მისამართი: ISET-ის საკონფერენციო დარბაზი (ზანდუკელის 16)

სარეკლამო ბანერი
1000 X 80