სოზარ სუბარი სოფელ ბაზალეთში დევნილ ოჯახებს შეხვდა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სიახლეები

სოზარ სუბარი სოფელ ბაზალეთში დევნილ ოჯახებს შეხვდა

სოზარ სუბარი სოფელ ბაზალეთში დევნილ ოჯახებს შეხვდა
for.ge

2018-03-08 15:45:59

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი და დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი სოფელ ბაზალეთში დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

სოფელ ბაზალეთში, 8-სართულიან კორპუსში მცხოვრები დევნილები წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და შენობაში ლიფტის დამონტაჟებას ითხოვდნენ. ამ მიმართულებით, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტში 118 167 ლარი გამოიყო და დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში არსებული პრობლემები გადაიჭრა.

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით კი, ამავე შენობაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი მოეწყო. ამ დრომდე, დევნილ ოჯახებს საბავშვო ბაღამდე მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ. ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღს 9 აღსაზრდელი ჰყავს. გარდა ამისა, შენობაში დევნილი ოჯახებისთვის ბიბლიოთეკა და საკვირაო სკოლაც ფუნქციონირებს.

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80