ლიბერთი ბანკის კამპანია #მემოხუციარვარ გრძელდება
სიახლეები

ლიბერთი ბანკის კამპანია #მემოხუციარვარ გრძელდება

ლიბერთი ბანკის კამპანია #მემოხუციარვარ   გრძელდება
for.ge

2018-03-07 20:21:24

საახალწლოდ დაწყებული სოციალური აქცია #მემოხუციარვარ, ლიბერთი ბანკმა გააგრძელა და 8 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 მოხუცთა პანსიონატის 200-ზე მეტი ბენეფიციარი ქალბატონისთვის გაზაფხულის განსაკუთრებული დღე მოაწყო.

,,მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკი ასეთ მასშტაბურ პროექტს აგრძელებს. დღეს, მოხუცთა პანსიონატის ბინადარ ქალბატონებს საჩუქრები და განსაკუთრებული სიურპრიზი დახვდათ: პროფესიონალმა სტილისტებმა ჩვენი ქალბატონები ლამაზი ვარცხნილობით და სადღესასწაულო მაკიაჟით გაანებივრეს. თითოეულ მათგანს, მართლაც რომ, ახალგაზრდობა გაახსენეს და გაზაფხულის ეს დღე გაულამაზეს. იცით, ლიბერთი ბანკი სწორედ იქ მოვიდა, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სითბო და თანადგომა’ - განაცხადა პანსიონატ ‘ბასილიადა’-ს ხელმძღვანელმა რუსუდან ბერიძემ.

,,დღეს, მე ჩემს წარსულში დამაბრუნეს, როცა 8 მარტისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. ახალგაზრდობა გავიხსენე... 96 წლის ქალს სარკეში ჩახედვის სურვილი დამიბრუნეს და ნამდვილი დღესასწაული მომიწყვეს’ - განაცხადა თავშესაფრის ყველაზე ასაკოვანმა ბინადარმა, ნინა მამფორიამ.

,,ლიბერთი ბანკმა, ჩვენს პროფესიონალ სტილისტებთან ერთად, სპეციალურად მოგვიწვია  8 მარტი რომ გაგველამაზებინა ამ ქალბატონებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია #მემოხუციარვარ აქციაში მონაწილეობა“ - განაცხადა სილამაზის სალონ  “Jungle Fever”-ის მენეჯერმა, მარიამ გოდერძიშვილმა.

სარეკლამო ბანერი
1000 X 80