საიუბილეო პარაკლისი სამებაში

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სიახლეები

საიუბილეო პარაკლისი სამებაში

საიუბილეო პარაკლისი სამებაში
for.ge

2018-02-08 21:12:03

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მესაყდრემ მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა. სადღესასწაულო პარაკლისს სამების საკათედრო ტაძარში თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, პროფესორები, სტუდენტები, 50-მდე ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მოუწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„დღეს ჩვენი ეკლესია აღნიშნავს დიდი მეუფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეს.  წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ერის ისტორიაში. მის სახელს უკავშირდება საქართველოში განათლების კერების დაფუძნება, მათ შორის, გელათის აკადემიის. შემთხვევითი არაა, რომ თსუ დამფუძნებლებმა უნივერსიტეტის დაარსება გადაწყვიტეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. პირველი უნივერსიტეტი ეფუძნება სწორედ იმ ღირებულებებს, რასაც იზიარებდა აღმაშენებელი,“- განაცხადა მეუფე შიომ.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. „დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს უნივერსიტეტის გახსნა იყო სიმბოლური აქტი, რომლითაც ხაზი გაესვა იმას, რომ პირველი ეროვნული უნივერსიტეტი კავკასიაში არის იმ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის გამგრძელებელი, რომელიც იწყება ჯერ კიდევ გელათის აკადემიის დაარსებით. ეს არის ის უწყვეტი კავშირი, რომელიც მთელ ჩვენ განვითარების ისტორიას გასდევს - აკადემიური ტრადიციები, რომელიც გაგვაჩნდა საქართველოში და რომლითაც დღემდე ვამაყობთ,“ - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ქადაგების დასასრულს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შარვაშიძეს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80