თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სიახლეები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება
for.ge

2018-02-08 18:30:43

დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. 100 წლის წინ, ამ დღეს, ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა საფუძველი ჩაუყარეს პირველ ეროვნულ უნივერსიტეტსა და მეცნიერული  კვლევის და უმაღლესი განათლების  მდიდარ ტრადიციას საქართველოში. უნივერსიტეტის იუბილე 2018 წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით იმართება.  იუბილეს აღნიშვნა გასული წლის 15 დეკემბერს, „უნივერსიტეტის საზოგადოების“ აღდგენით დაიწყო და მთელი 2018 წლის მანძილზე 500-ზე მეტი სამეცნიერო კონფერენციით, გამოფენითა და სტუდენტური ღონისძიებით გაგრძელდება, რომლებზეც დასწრება თავისუფალია მედიისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის. ამიტომ ჩვენთვის გაურკვეველია, იმ დღეს, როდესაც მთელი საქართველო სიამაყით აღნიშნავს პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაფუძნებას,  რა მიზანს ემსახურებოდა რამდენიმე სტუდენტის საზეიმო ღონისძიების ჩაშლის მცდელობა, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ  მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, აკადემიური პერსონალი და  სტუდენტები, მათ შორის აუდიტორია 115-ის წევრები, რომლებიც წარმომადგენლობითი საბჭოს - სენატის წევრები არიან. 

გვსურს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ უნივერსიტეტის რექტორატისა და ადმინისტრაციის კარი მუდამ ღიაა ნებისმიერი განსხვავებული აზრისა და პოზიციის მოსასმენად და განსახილველად.
სარეკლამო ბანერი
1000 X 80