შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მემორანდუმი გააფორმა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სიახლეები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მემორანდუმი გააფორმა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან  მემორანდუმი გააფორმა
for.ge

2017-12-29 14:53:25

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა“ ახალი პროექტი დაიწყო. „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა კადრების გადამზადებას საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტების შესაბამისად.

პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს 6 უმაღლეს სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

„ჩვენი პროექტის მიზანია, საჯარო სექტორის აუდიტორული საქმიანობისთვის მოვამზადოთ შესაბამისი პროფესიის მქონე ბაკალავრები და მაგისტრანტები, რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ საჯარო სექტორის კვალიფიციური აუდიტორები“

- აღნიშნა ირაკლი მექვაბიშვილმა.

გენერალური აუდიტორის განცხადებით, სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

საჯარო სექტორის აუდიტის სასწავლო კურსი ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკოსებისა და მოწვეული ექსპერტების ჩართულობით. პროგრამის დასრულების შემდეგ, შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად, გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი ხუთწლიანი სერტიფიკატი. სასწავლო კურსის ხანგძლივობა 3 თვეს შეადგენს.

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80