გივი მაჭავარიანის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა
სიახლეები

გივი მაჭავარიანის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა

გივი მაჭავარიანის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა
for.ge

2017-12-05 17:58:56

6 დეკემბერს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის გივი მაჭავარიანის დაბადებიდან 90 წლისთავის აღსანიშნავად  საიუბილეო სხდომას გამართავს.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, მეცნიერები, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.      

გივი მაჭავარიანის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ცენტრალური ადგილი ეკავა კავკასიური და ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს, აგრეთვე, ზოგად ენათმეცნიერულ პრობლემატიკას. მის მიერ შექმნილმა ფუნდამენტურმა მონოგრაფიებმა: „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ (თამაზ გამყრელიძესთან ერთად) და „საერთო-ქართველური კონსონანტური სისტემა“, ავტორს საბოლოოდ მოუხვეჭა ქართველური ენების გამოჩენილი მკვლევრის სახელი. იგი სისტემატურად მონაწილეობდა საკავშირო კონფერენციებსა და საერთაშორისო კონგრესებში. 1954 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიური ენების კათედრისა და ძველი ქართული ენის კათედრის დოცენტი, შემდეგ ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

 

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80