საჯარო ლექცია უნგრელი ტიპოგრაფის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე
სიახლეები

საჯარო ლექცია უნგრელი ტიპოგრაფის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე

საჯარო ლექცია უნგრელი ტიპოგრაფის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე
for.ge

2017-12-04 18:09:35

5 დეკემბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნგრული კულტურული დღეების ფარგლებში  ისტორიის დოქტორის პიტერ პალ კრანიცის საჯარო ლექცია გაიმართება, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი, სტუდენტები, პროფესორები დაესწრებიან. პიტერ პალ კრანიცის საჯარო ლექცია უნგრელი ტიპოგრაფის მისტოტფალუში კიშ მიკლოშის ცხოვრებასა და მოღვაწეობას დაეთმობა. 

უნგრელი ტიპოგრაფი მისტოტფალუში კიშ მიკლოში პირველი იყო, ვინც იმერეთის მეფის არჩილის დავალებით, 1684 წელს, პირველად მოჭრა ქართული ანბანი. არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ მისი ქართული ასოები, მანამ სანამ მიაღწევდა დანიშნულების ადგილის - მეფის კარის გამომცემლობას, დაიკარგა შვედეთში (სადაც არჩილ მეფის შვილი იმყოფებოდა ტყვეობაში). ნიკოლას კიშის (კიშ მიკლოში) უმნიშვნელოვანესი ნაშრომი აშკარა დასტურია იმისა, რომ ქართულ-უნგრული ურთიერთობები გასცდა დიპლომატიურ და სამხედრო თანამშრომლობას. ეს ურთიერთობა სათავეს იღებს შუა საუკუნეებში და აისახება თანამედროვე დროის ადრეულ ეპოქის კულტურაზე.

ნიკოლას კიში აღმოსავლური ბეჭდვის პიონერი ამსტერდამში მომუშავე, ტრანსილვანიელი ტიპოგრაფი იყო. მისი, სომხური, ჩინური, ებრაული, სირიული კოპტური და სხვა მრავალი დამწერლობის ასოები იყო პირველი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა ევროპულ გამომცემლობებში. 




მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ  I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
სარეკლამო ბანერი
1000 X 80