პრობაციის სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროკომისიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული
სიახლეები

პრობაციის სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროკომისიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული

პრობაციის სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  ევროკომისიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული
for.ge

2017-11-10 17:30:07

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტის მიერ 2017 წელს დამტკიცდა, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული.

ანგარიშის თანახმად, საკანონმდებლო პაკეტი პატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე ცვლილებას მოიცავს, მათ შორისაა ახალი ტიპის დაწესებულების შექმნა, რომელიც მსჯავრდებულებს გათავისუფლების მოამზადებს, ასევე, შინაპატიმრობის, როგორც ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობის გაზრდა და დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.

ამასთან, ევროკომისია დადებითად აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა წინასწარი დაკავება და პატიმრობა შემცირებულია ალტერნატიული ზომების უფრო ფართო გამოყენების შედეგად.

ევროკომისიის ანგარიში 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს და მასში საქართველოს მიერ ევროკავშირთან შეთანხებული მიმართულებებით რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესია შეფასებული.

 

 

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80