2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეებს თავზე გადაგვახიეს კონსტიტუცია
სიახლეები

2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეებს თავზე გადაგვახიეს კონსტიტუცია

2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეებს თავზე გადაგვახიეს კონსტიტუცია
for.ge

2017-11-07 17:54:15

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

„2007 წლის 7 ნოემბრის შეფასება მაშინ, როგორც სახალხო დამცველმა დავყავი ორ ნაწილად, პირველი - საქართველოს მოქალაქეებს თავზე გადაგვახიეს კონსტიტუცია და დღემდე ამ შეფასებაზე ვრჩები. მეორე იყო სამართლებრივი შეფასება, რომ ეს იყო დარღვევა ყველანაირი უფლების, დარღვევა სიტყვის თავისუფლების. „იმედში“ შეჭრა იყო ძალადობის აპოგეა და ხაზის გადასმა ადამიანის უფლებებზე. მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა ძალადობა მოქალაქეებზე, შეუძლებელი იყო ეს არ დამთავრებულიყო, მართლაც ქართველმა ხალხმა არ აპატია არც სააკაშვილს და არც მის ბანდას, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო მოკალათებული და გაუშვეს პოლიტიკურ მოუსავლეთში”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სარეკლამო ბანერი
1000 X 80