„ჯიპიაი ჰოლდინგის“ პარტნიორობით საქართველომ გაყიდვების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა
სიახლეები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ პარტნიორობით საქართველომ გაყიდვების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ პარტნიორობით  საქართველომ  გაყიდვების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა
for.ge

2017-11-07 17:45:43

3-4 ნოემბერს, სასტუმრო ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში  საქართველოში ყველაზე მასშტაბური გაყიდვების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება IBF-მა  (international Business Forum) გაუწია, რომელმაც სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” პარტნიორობით, საერთაშორისო და  ადგილობრივი კომპანიების ტრენერებსა და სპიკერებს  ერთ ფორუმზე მოუყარა თავი.

ფორუმი განკუთვნილი იყო ადამიანებისთვის, რომლებიც გაყიდვების სფეროში არიან დასაქმებულნი. ღონისძიება, მისი პრაქტიკულობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად ბიზნესის მფლობელებსა და გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებზე იყო ორიენტირებული, რომელსაც 200-ზე მეტი დელეგატი ადგილიბრივი და საერთაშორისო 150 კომპანიიდან დაესწრო.

გაყიდვების მასშტაბურ ღონისძიებაზე, საერთაშორისო სპიკერებთან და ტერენერებებთან ერთად, მონაწილეობა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელმა, ტრენერმა და ლექტორმა  ვახტანგ კორძაიამ მიიღო, რომელმაც წარმატებული და პროდუქტიული გაყიდვების გუნდის შექმნისა და განვითარების მიდგომებსა და სტრატეგიებზე ისაუბრა და ამ მხრივ დამსწრე საზოგადოებას კომპანიის 11 წლიანი გამოცდილება გაუზიარა.

„ჯიპიაი ჰოლდინგს“ საქართველოში გაყიდვების უმსხვილესი ქსელი აქვს. კომპანიის მიზანია ქვეყანაში გაყიდვების, როგორც პროფესიის პოპულარიზება და სფეროს გავითარება.

ჯიპიაიმ 2016-17 წლებში საქართველოში  მასშტაბური დასაქმების ფორუმის შედეგად  500-ზე მეტი გაყიდვების სპეციალისტი რეკრუტირება მოახდინა, დაატრეინინგა  და მათი აბსოლუტური უმრავლესობა დღემდე წარმატებით მუშაობს.

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80