საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“
სიახლეები

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“
for.ge

2017-09-11 10:58:41

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“ გაიხსნა.

საზაფხულო სკოლაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა  და  კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები მონაწილეობენ. საზაფხულო სკოლა თსუ რექტორის    მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ და მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელმა,  პროფესორმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნეს.

„სტუდენტები მიიღებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას; გაეცნობიან სხვადასხვა მუნიციპალურ პროგრამას. მათ შორის, თბილისის ახალი ავტობუსების პროექტს, რომელიც დააფინანსა EBRD-მა, ასევე, როგორც მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი - ევროპის ენერგეტიკულმა და გარემოსდაცვითმა ფონდებმა,“- განაცხადა თსუ პროფესორმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

„ძალიან საინტერესო პროექტია ორივე ქვეყნის სტუდენტებისთვის. ეს საზაფხულო სკოლა მათ შესძენს მულტიკულტურულ და ინტერკულტურულ კომპეტენციებს; მიიღებენ თეორიულ ინფორმაციას და პრაქტიკულ ცოდნას ინტერკულტურულ მენეჯმენტზე;“-  აღნიშნა კობლენცის უნივერსიტეტის პროფესორმა მაგდალენა შტულბმა.

საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები არიან თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი.

 

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80