თიბისი დაზღვევის ბოტით უკვე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა შეგიძლიათ
სიახლეები

თიბისი დაზღვევის ბოტით უკვე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა შეგიძლიათ

თიბისი დაზღვევის  ბოტით უკვე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა შეგიძლიათ
for.ge

2017-09-07 16:10:05

თიბისი დაზღვევის  ჩატბოტმა ახალი სადაზღვევო პროდუქტის დამზადება ისწავლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, ბოტთან გასაუბრებით შეუძლია ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო დაზღვევაა მძღოლებისათვის და იმ შემთხვევას ითვალისწინებს, როდესაც ავტომობილის მართვისას მძღოლი აზიანებს სხვის ავტომობილს, ქონებას ან ჯანმრთელობას. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ყველა ამ ხარჯის ანაზღაურებას გულისხმობს.

ბი ბოტით  ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა ძალიან მარტივია, მხოლოდ რამოდენიმე წუთია საჭირო.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის სამი პაკეტია ხელმისაწვდომი, რომლებიც წლიური გადასახდელი თანხით და ასანაზღაურებელი ლიმიტით განსხვავდება;

წელიწადში 50 ლარის გადახდის შემთხვევაში ანაზღაურდება 5000 ლარი

წელიწადში 100 ლარის შემთხვევაში ანაზღაურდება 10 000 ლარი

წელიწადში 150 ლარის გადახდის შემთხევაში 25 000 ლარი

დაზღვევის შეძენა ფეისბუქ მესენჯერის ჩატიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. პოლისს მომხმარებელი ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს და მას ვადა ერთი წლის განმავლობაში ექნება.

ამ ეტაპზე ბი ბოტის საშუარებით სამოგზაურო დაზღვევის და ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენაა შესაძლებელი. ბი ბოტი მუდმივად ვითარდება და სულ მალე სხვა სადაზღვევო პროდუქტებსაც შემოგთავაზებთ

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80