დევნილთა სამინისტრომ ზუგდიდში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სიახლეები

დევნილთა სამინისტრომ ზუგდიდში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა სამინისტრომ ზუგდიდში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო
for.ge

2017-09-05 14:31:22

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 4 თორმეტსართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინა 240 დევნილ ოჯახს გადაეცემა. 

ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება  სამეგრელოს რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

განაცხადები მიიღება 2017 წლის 4 ნოემბრამდე,  შემდეგ მისამართებზე:

თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი;

ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6, სამინისტროს ტერიტორიული სამმართველო.

 

 

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80