სამცხე-ჯავახეთი 2017 „ფუძეობა“
სიახლეები

სამცხე-ჯავახეთი 2017 „ფუძეობა“

სამცხე-ჯავახეთი 2017 „ფუძეობა“
for.ge

2017-08-07 16:25:12

ასპინძაში ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა" ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლის გახსნით დაიწყო, რომელიც საზეიმოდ, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და კახეთის გუბერნატორებმა ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნეს.

ფესტივალის ფარგლებში გამოფენა მოეწყო სადაც ადგილობრივების მიერ შექმნილი სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოგენილი, ხოლო სპეციალურად მოწყობილ ფანჩატურებში სტუმრებს საშუალება ჰქონთ დაეგემოვნებინათ სამცხე–ჯავახეთის კუთხისათის დამახასიათებელი კერძები.

პარალელურად, რეგიონის ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მაყურებელს საკუთარი რეპერტუარიდან სხვადასხვა ნომრები წარუდგინეს. ფოკლორული ფესტივალი გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც ნიაზ დიასამიძე და 33ა მონაწილეობნენ.

რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა" კომპანია GeoTourist-ის სოციალური პროექტია (სახალხო დღესასწაული), რომლის მიზანი საქართველოს რეგიონული კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერაა.

ღონისძიებას რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ესწრებოდა.
სარეკლამო ბანერი
1000 X 80