საქართველოში პირველად, ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონთა თასს ჩამოიტანს
სიახლეები

საქართველოში პირველად, ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონთა თასს ჩამოიტანს

საქართველოში პირველად, ზაზა ფაჩულია  NBA-ს ჩემპიონთა თასს ჩამოიტანს
for.ge

2017-08-04 15:08:14

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც წელს  NBA -ს ჩემპიონი გახდა. მისმა გუნდმა  "Golden State Warriors" ჩემპიონატის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში " Cleveland Cavaliers" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

6 აგვისტოს ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონთა თასს, ტრადიციული ტროფი ტურის ფარგლებში, საქართველოში ჩამოიტანს და აეროპორტში გულშემატკივრებს შეხვდება. ტურის განვავლობაში გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ ქართველი კალათბურთელი და ცნობილი ლარი ობრაიენის სახელობის თასი  ნახონ და მასთან ფოტოები გადაიღონ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ზაზა ფაჩულიას ერთერთი მასპინძელი თიბისი ბანკია. ქართველი კალათბურთელი პროექტების  „სტარტაპერის" და „ბიზნესდაჯილდოების" მონაწილეებს

შეხვდება და მათ საკუთარი წარმატების ისტორიას გაუზიარებს.

საქართველოში ჩამოსვლა და თასის ჩამოტანა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონობის მოპოვებისთანავე გადაწყვიტა. მან თამაშს შემდეგ გულშემატკივარს Facebook live-ის მეშვეობით მიმართა და  თავისი ემოციები გამოხატა:

"სიტყვები არ მყოფნის, ეს ჩემთვის დაუვიწყარი დღეა. მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება ჩემი ქვეყანა წარმედგინა. გილოცავთ ყველას, დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედექით. რთული სეზონი იყო, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ, ამას ყოველთვის ვიტყვი. საქართველოში თასი და ბეჭედი ჩამოვა!"

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80