შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა ჩატიდან გაუსვლელად ბიბოტის დახმარებით
სიახლეები

შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა ჩატიდან გაუსვლელად ბიბოტის დახმარებით

შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა  ჩატიდან გაუსვლელად ბიბოტის დახმარებით
for.ge

2017-08-02 13:38:42

თიბისი დაზღვევა მომხმარებლებს ინოვაციურ სიახლეს სთავაზობს. დღეიდან,  უკვე შეგიძლიათ  სამოგზაურო დაზღვევა ჩატბოტის დახმარებით შეიძინოთ.

ბიბოტი Facebook Messenger -ში ცხოვრობს და დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კვირაში 7 დღე ხელმისაწვდომია.

ბიბოტის დახმარებით შესაძლებელია შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის. ამისთვის საჭიროა, B Bot • ბი ბოტი Messenger-ში მოძებნოთ და მისწეროთ, რომ დაზღვევის შეძენა გსურთ. ბოტი რამდენიმე მარტივ შეკითხვას დაგისვამთ და საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ ის თანხას  გადაგახდევინებთ, ასევე, ჩატიდან გაუსვლელად. დაზღვევას კი ელექტრონულ ფოსტაზე და სმს-ის სახით თქვენს მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე მიიღებთ.

ამის შემდეგ მშვიდად შეგიძლიათ იმოგზაუროთ და საზღვრის გადაკვეთისას დაზღვევის ელექტრონული პოლისი წარადგინოთ.

დაზღვევის ბოტი ქართულ საფინანსო ბაზარზე უნიკალური სიახლეა, ის მომხმარებელს მასქიმალურ კომფორტს უქმნის და დროს უზოგავს. სამომავლოდ, თიბისი დაზღვევის გუნდი აპირებს, რომ ბიბოტის საშუალებით სხვა სადაზღვევო პროდუქტების შეძენაც შესთავაზოს მომხმარებელს.

 

 

 

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80