ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოს საზღვაო სივრცეში გეგმიურ სამუშაოებს აწარმოებს
სიახლეები

ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოს საზღვაო სივრცეში გეგმიურ სამუშაოებს აწარმოებს

ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოს საზღვაო სივრცეში გეგმიურ სამუშაოებს აწარმოებს
for.ge

2017-07-12 17:45:53

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“ საქართველოს საზღვაო სივრცეში გეგმიურ სამუშაოებს ახორციელებს.

კერძოდ, ჰიდროგრაფიული სამსახურის სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის ჯგუფი აჭარისა და კოლხეთის მონაკვეთის სხვადასხვა ლოკაციებზე მცურავი სანავიგაციო ნიშნების პროფილაქტიკურ სამუშოებს აწარმოებს, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ბათუმის პორტში შესასვლელი არხის წინა და უკანა სახაზე ნიშნების სანათ მოწყობილობებზე IALA-ს ექსპერტის რეკომენდაციების შესაბამისად სინქრონიზაციის აპარატურის დამონტაჟება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხელსაწყო დამზადებული იქნა ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლის მიერ, რამაც დაზოგა აპარატურის შესაძენად საჭირო მნიშვნელოვანი სახელმწიფო რესურსები.

დღეს ასევე ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველო საზღვაო რუკების საბაზისო მონაცემთა განახლების მიზნით ქ. ფოთში, მდ. რიონის სამხრეთ შენაკადის სამხრეთ სანაპიროზე გეოდეზიურ აზომვით სამუშოებს ატარებს, ამავდროულად ჰიდროგრაფიული კატამარანით ,, Gagra" მიმდინარეობს ბათიმეტრიული კვლევები ყულევისა და ანაკლიის საზღვაო ზოლზე.
სარეკლამო ბანერი
1000 X 80