საქართველო საარჩევნო სისტემის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას სრულად ითვალისწინებს
სიახლეები

საქართველო საარჩევნო სისტემის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას სრულად ითვალისწინებს

საქართველო საარჩევნო სისტემის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას სრულად ითვალისწინებს
for.ge

2017-06-16 13:22:12

საქართველო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციას სრულად ითვალისწინებს და 37 მუხლს კონსტიტუციაში ახლებური ფორმულირებით წარადგენს.

ევროპელი ექსპერტების მთავარი რეკომენდაცია გადაუნაწილებელ მანდატებს შეეხებოდა. ვენეციის კომისია საქართველოს ე.წ ბონუსსისტემის ზედა ზღვარის დაწესებას ურჩევდა. ქართულმა მხარემ სამდონიანი ზღვარი განსაზღვრა. ზედა, რომლის დროსაც, პარტია გადაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე 89 მანდატზე მეტს ვეღარ მიიღებს; ქვედა - როდესაც ბონუსის გათვალსწინებით პირველ ადგილზე გასული პარტია, 75 ან ნაკლებ მანდატს მიიღებს, მაშინ ბონუსი აზრს კარგავს და გადაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად ბარიერგადალახულ ყველა პარტიაზე გადანაწილდება. იარსებებს ასევე ფარდობითი ზღვარი, რომლის მიხედვით გამარჯვებული პარტიის მიერ მიღებული გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35%-ს (მაგალითად, თუ პარტია მიიღებს ხმების 40%-ს, ის ბონუსის ხარჯზე ვერ მიიღებს მანდატების 54%-ზე მეტს).

ამ მოდელის მიხედვით, პირველ ადგილზე გასული პარტია, ბონუსით, როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ ის არჩევნებში ამომჩეველთა ხმების 38-დან 44%-მდე მიიღებს.

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80