გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ყოფილი სტიპენდიატების შეხვედრა თსუ-ში
სიახლეები

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ყოფილი სტიპენდიატების შეხვედრა თსუ-ში

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ყოფილი სტიპენდიატების შეხვედრა თსუ-ში
for.ge

2017-06-14 16:26:46

15 ივნისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ყოფილი სტიპენდიატების შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა,  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, DAAD-ის გენერალური მდივნის მოადგილე ულრიხ გროტჰუსი, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ყოფილი სტიპენდიატების შეხვედრა „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ურთიერთობები: პარტნიორები ტრადიციასა და ინოვაციას შორის“ საქართველო-გერმანიის წლის მრავალფეროვანი თემებისა და ღონისძიებების ფარგლებში ასევე აღინიშნება ტრადიციულად ინტენსიური სამეცნიერო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.  15 და 16 ივნისს ღონისძიებაზე, რომლის სახელწოდებაა „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ურთიერთობები: პარტნიორები ტრადიციასა და ინოვაციას შორის“, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) დაახლოებით 120 ყოფილი სტიპენდიატი შეიკრიბება თსუ-ში,  რათა დაესწროს გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლების პლენარულ და საგნობრივ მოხსენებებს და ასევე მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებსა და საუბრებში.  მოხსენებების თემები იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის ევროპეიზაცია, საქალაქო ეკოლოგია არქიტექტორებისა და გარემოს დამცველების მონაწილეობით, ქართულ-გერმანული ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობები, აქტუალური დისკურსები ისტორიასა და საზოგადოებაში, ქართული ეკონომიკისა და პოლიტიკის ტრანსფორმაციის პროცესები, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული სამედიცინო სტანდარტების დაახლოება აქტუალურ სტანდარტებთან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

 

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80