„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მხოლოდ 2 დღეში სეტყვით დაზარალებულ 110 -ზე მეტ ავტომფლობელს აუნაზღაურა ზარალი
სიახლეები

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მხოლოდ 2 დღეში სეტყვით დაზარალებულ 110 -ზე მეტ ავტომფლობელს აუნაზღაურა ზარალი

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მხოლოდ 2 დღეში სეტყვით დაზარალებულ  110 -ზე მეტ ავტომფლობელს აუნაზღაურა ზარალი
for.ge

2017-06-14 14:29:36

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ავტოდაზღვევის ანაზღაურების სამსახური კვლავ საგანაგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს .  გასულ კვირას  სეტყვით გამოწვეული ზარალის შედეგად კომპანიის ქოლ ცენტრში 370-მდე ავტოზარალის განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც  მხოლოდ 2 დღეში 110 -ზე მეტ ავტომფლობელს აუნაზღაურდა ზარალი. ამ ეტაპზე   მიმდინარეობს ყველა შემთხვევის  განხილვისა და ანაზღაურების პროცესი .  1000 ლარის ფარგლებში დაფიქსირებული ზარალი დაზღვეულებს ადგილზე, სერვისცენტრში უნაზღაურდებათ, დისტანციურად, „GPI Mobile”-ით გაკეთებული განაცხადი კი- 24 საათის განმავლობაში.

სეტყვის შედეგად ზარალი მიადგათ ფერმერებსაც. ამ დროისთვის  ქოლ ცენტრში 180 აგროზარალის განაცხადია დაფიქსირებული და მიმდინარეობს შეფასების პროცესი.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ავტოდაზღვევით საქართველოში 10 500-მდე ავტომფლობელი სარგებლობს. 2016 წელს კომპანიის მიერ ანაზღაურებულმა თანხამ  36 მლნ ლარი შეადგინა.

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80