შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, ენისა და ლიტერატურის რიგით მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია ტარდება
სიახლეები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, ენისა და ლიტერატურის რიგით მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია ტარდება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში  განათლების, ენისა და ლიტერატურის რიგით მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია ტარდება
for.ge

2017-04-21 17:11:29

განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხების კვლევისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ტარდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2017 წლის 21-22 აპრილს.  კონფერენციაში 26 ქვეყნიდან მოწვეული მომხსენებლი მონაწილეობენ. ეს ქვეყნებია - საქართველო, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი, ისრაელი, შვედეთი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, ინდოეთი, იორდანია, ომანი, ლიბია, მალაიზია, პაკისტანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, თაილანდი, ნიგერია და სამხრეთ აფრიკა.

სხვადასხვა თეამტურ პანელებზე  წარმოდგენილი  მოხსენებები ეხება განათლებას, განათლების ისტორიას, განათლების ფსიქოლოგიას, სასწავლო გარემოს მართვას, განათლების ლიდერობას, მენეჯმენტსა და ადმინისტრირებას, უცხოური ენების სწავლების მეთოდებს, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერებას, ლიტერატურას და,ზოგადად, კულტურას.

კონფერენცია ტრადიცული გახდა და უკვე მეშვიდე წელია განათლებისა და ჰუმანუტარული ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციის   მთავარ მიზანია - ხელი შეუწყოს განათლების თეორიასა და პრაქტიკას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას, კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივას. ყოველწლიური კონფერენცია ხელს უწყობს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები.

  
სარეკლამო ბანერი
1000 X 80