თიბისი ბანკი მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა მხარდამჭერია
სიახლეები

თიბისი ბანკი მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა მხარდამჭერია

თიბისი ბანკი  მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა  მხარდამჭერია

2017-03-17 10:34:24

თიბისი ბანკი მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო დავინჩის" მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის მემორანდუმი თიბისი ბანკსა და „შოთარუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს"  შორის უკვე გაფორმდა

ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსი წელს მეშვიდედ ტარდება, წლევანდელი კონკურსისთვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.

„ლეონარდო და ვინჩის"  მიზანია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის სტიმულირება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართმოსწავლეთა ინტერესის გაღვივება და შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათსახელმწიფო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პროექტებით. მოსწავლეებს თავიანთი კვლევებისა დაგამოგონებების წარდგენა 16 ქვეკატეგორიაში შეუძლიათ, მათ შორისაა მიკრობიოლოგია, მათემატიკა, ქიმია, დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერები, საინჟინრო მექანიკა, რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები და სხვ. 

თიბისი ბანკი კონკურს „ლეონარდო და ვინჩის"  მხარდაჭერას შარშანაც ახორციელებდა. 2016 წელს ბანკმა თავისი რჩეული გამოავლინა, რომელსაც სპეციალურიპრიზი გადასცა, ხოლო ყველა გამარჯვებულ მოსწავლეს თიბისი სტატუსის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველი საგანაცხადო ფორმა  2017 წლის 10 აპრილამდე უნდა შეავსონ. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე: http://rustaveli.org.ge
სარეკლამო ბანერი
1000 X 80