მარნეულში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო
სიახლეები

მარნეულში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო

მარნეულში  ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება  დაიწყო

2017-01-10 11:40:16

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მარნეულში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო.

მარნეულში, რუსთაველის ქ.N78ა-ში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

განაცხადები მიიღება 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით, შემდეგ მისამართებზე:

• თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი;

• ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6;

• ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი N27.

 

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80