ქუთაისსა და გორში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება მიმდინარეობს
სიახლეები

ქუთაისსა და გორში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება მიმდინარეობს

ქუთაისსა და გორში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება მიმდინარეობს

2017-01-10 09:46:54

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქუთაისსა და გორში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო.

ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება იმერეთის რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.

გორში, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება შეუძლიათ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს და ასევე იმ ოჯახებს, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში იყვნენ რეგისტრირებულები და რეგისტრაციის ადგილი 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ შეიცვალეს. განაცხადები მიიღება 2017 წლის პირველ მარტამდე.

დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე:

• თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი;

• ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი N27;

• ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6.

გარდა ჩამოთვლილი მისამართებისა, გორში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება შესაძლებელია გორში, შმაგის ქ. N1-ში.
სარეკლამო ბანერი
1000 X 80